სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › ახალი გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ახალი გინეკოლოგია
კლინიკაში შემოვიდა პაციენტი, რომელიც უჩივის ტემპერატურის მატება 380C-მდე, საშოდან ჩირქოვან-ლორწოვანი გამონადენი. ბიმანუალური გასინჯვა ძალზედ მტკივნეულია;საშოს ნაცხში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით პოლიმორფულნუკლეარული ლეიკოციტები. ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზი არის ყველაზე სავარაუდო?
ჩამოთვლილთაგან, რომელ პათოლოგიასთან არ უნდა გატარდეს დიფერენციალური დიაგნოზი პარამეტრიტზე ეჭვის დროს?
ჩამოთვლილთაგან, კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით არის შესაძლებელი ქლამიდიოზის დიაგნოზის დაზუსტება?
რამდენ % შემთხვევაში არის შესაძლებელი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენცია ადრეული გამოვლენის და სათანადო მკურნალობის ჩატარების შემთხვევაში?
კლინიკაში შემოვიდა 37წლის ქალი, რომელიც უჩივის თეთრად შლას და სისხლიან გამონადენს სქესობრივი ცხოვრების შემდეგ. სარკეებში საშვილოსნოს ყელის დათვალიერების დროს საშვილოსნოს ყელის არხში ვიზუალიზდა 3მმ ზომის მომრგვალო, ენისებრი წანაზარდი, სადა ზედაპირით, მოთეთრო ფერის. ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის რომელი პათოლოგიის არსებობა არის ყველაზე სავარაუდო?
საშვილოსნოს ყელის სარკეებში დათვალიერებისას ჩამოთვლილთაგან,ლეიკოპლაკიის რომელი ნიშანის არსებობა მიუთითებს პროცესის შესაძლო ავთვისებიანობაზე?
ჩამოთვლილთაგან, კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით არის შესაძლებელი პაპილომავირუსის იდენტიფიცირება ყველაზე ზუსტად?
37 წლის პაციენტს აღენიშნება LSIL-CIN Iდისპლაზიის ტიპი. ჩამოთვლილთგანა, როგორ უნდა განხორციელდეს აღნიშნული მდგომარეობის მართვა?
ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის რომელი უბნიდან ხდება ყველაზე ხშირად საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარება?
იმ შემთხვევაში, თუ საშვილოსნოს ყელის კიბო სცილდება საშვილოსნოს ყელის საზღვრებს, მაგრამ არ გადადის მენჯის კედლებზე, ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის კიბოს რომელი სტადიის არსებობა არის ყველაზე სავარაუდო?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ნიშანი არ არის დამახასიათებელი სუბმუკოზური მიომის კვანძისათვის?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ტიპის ქრომოსომული აბერაციები სჭარბობს საშვილოსნოს მიომის დროს:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რამდენ პროცენტში იწვევს საშვილოსნოს მიომა უშვილობას
49 წლის ქალს სასვილოსნოს ლეიომიომით, აღენიშნება სუბფებრილური ტემპერატურა ,ჰიპერლეიკოციტოზი,სისხლის ფორმულის მარცხნივ გადახრა,მომატებული ედსი,ასევე ბიმანუალური გასინჯვით აღენიშნება ლოკალური მტკივნეულობა კვანძის საპროექციო არეში. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რას უკავშირდება აღნიშნული სიმპტომები:
ჩამოთვლილთაგან, მიომის კვანძის რომელი ლოკალიზაციის დროს არის ყველაზე მეტად გამოვლენილი კლინიკური სიმპტომატიკა?
პაციენტს, რომელსაც დიაგნოსტირებული აქვს საშვილოსნოს მიომა, უეცრად დაწყო მუცლის მწვავე ტკივილი,რომელსაც თან მოყვა ტაქიკარდია, მუცლის შებერვა დეფეკაციის გაძნელება. ობიექტურად ენა მშრალი, შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი დადებითი. ჩამოთვლილთაგან, რომელი მიომის რომელი გართულების განვითარება არის ყველაზე სავარაუდო?
ჩამოთვლილთაგან, მიომის კვანძის რომელი ლოკალიზაციისათვის არის დამახასიათებელი ჰიდრონეფროზის განვითარება?
1 წლის განმავლობაში ჩამოთვლილთაგან, რამდენი კვირის ორსულობის ზომას უნდა აჭარბებდე მიომის ზომები, რაც მას მიომის სწრაფად მზარდ მიაკუთვნებს ?
საშვილოსნოს სუბსეროზული მიომის კვანძზე ეჭვის არსებობისას ჩამოთვლილთაგან, რომელ პათოლოგიასთან არის საჭირო დიაგნოზის დაზუსტების მიზნით დიფერენცირების ჩატარება?
ორსული ქალის პირველი ანტენატალური ვიზიტის დროს, ჩამოთვლილთაგან, რომელი ლაბორატორიული კვლევის ჩატარება რუტინულად არ არის რეკომენდებული?