QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › ახალი გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ახალი გინეკოლოგია

490 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

141

საშვილოსნოს ბიმანუალური გასინჯვის წინ სად უნდა მოხდეს საშოში მდებარე მეანის თითების განთავსება?

142

საშვილოსნოს ღრუდან ჰისტოლოგიური გამოკვლევისათვის მასალის მისაღებად დიაგნოსტიკური კვლევის რომელ მეთოდს ენიჭება უპირატესობა?

143

ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ყელის კოლპოსკოპიური კვლევის დროს საშვილოსნოს ყელის რომელი უბნიდან ხდება დამიზნებითი ბიოფსიის წარმოება?

144

კუჭის შიგთავსის რეფლუქსით გამოწვეული გულძმარვა არის ორსულობის ტიპიური პრობლემა. ჩამოთვლილთაგან, კვების რეჟიმის დაცვის უეფექტობის შემთხვევაში, რომელი მედიკამენტის დანიშვნაა რეკომენდებული? - „A“დონის რეკომენდაცია

145

ჩამოთვლილთაგან, რა საშუალებით შეიძლება მოიხსნას წელის ტკივილი III ტრიმესტრში?

146

ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რა მინიმალურ ვადაზეა შესაძლებელი ორსუ ლობის დიაგნოსტირება სისხლში ქორიონული გონადოტროპინის განსაზღვრით?

147

ჩამოთვლილთაგან, კვლევის რომელი მეთოდების საშუალებით არ არის შესაძლებელი დამიზნებითი ბიოფსიის წარმოება?

148

ჩამოთვლილთაგან, რომელი პათოლოგიის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს დიაგნოსტიკური ლაპარასკოპია?

149

ქალის სასქესო ორგანოების გამოკვლევის მიზნით ექოსკოპიური კვლევის რომელ მიდგომას გააჩნია ყველაზე მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება?

150

ჩამოთვლილთაგა, კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით არის შესაძლებელი ყველაზე ზუსტად კვერცხსავალი მილების გაუვალობის დიაგნოსტირება?

151

კლინიკას მომართა პაციენტმა, რომელიც უჩივის საერთო სისუტეს, სხეულის ტემპერატურის მატებას, შეშუპების გრძნობას გარეთა სასქესო ორგანოების მიდამოში. ვულვის დათვალიერებისას საშოს კარიბჭეში აღმოჩნდა მოწითალო რგოლი, ხელის დაჭერით კი გამოიყო ჩირქის წვეთი. ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია ყველაზე სავარაუდო?

152

კლინიკას მომართა 28წლის ქალმა, რომელიც უჩივის საერთო სისუტეს, ცხელებას, ძლიერ ტკივილს გარეგანი სასქესო ორგანოების მიდამოში, განსაკუთრებით გადაადგილების დროს. ვულვის დათვალიერებისას დიდი და მცირე სასირცხო ბაგეები შეშუპებულია, პალპაციით ძლიერ მტკივნეული, განსაკუთრებით მარცხნივ, დიდი სასირცხო ბაგის შუა და ქვედა მესამედის საზღვარზე, სადაც გამოხატულია ფლუქტუაცია. ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია ყველაზე სავარაუდო?

153

კლინიკას მომართა 32წლის ქალმა, რომელიც უჩივის საშოდან დიდი რაოდენობით წყალ-წყალა, მორუხო ფერის გამონადენს, წვისა და ქავილის შეგრძნებას სასქესო ორგანოების მიდამოში. საშოს ნაცხის მიკროსკოპიით აღმოჩნდა Clue უჯრედები, ნაცხის Ph-5,2; ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოზია ყველაზე სავარაუდო?

154

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, საშვილოსნოს ზედა სეგმენტში როგორ არის განლაგებული გლუვკუნთოვანი ბოჭკოები?

155

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, როდის იწყება საშოს წარმოქმნა?

156

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაკერი მდებარეობს ნაყოფის თავზე შუბლისა და თხემის ძვლებს შორის?

157

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაკერი მდებარეობსნაყოფის თავზე კეფისადა თხემის ძვლებს შორის ?

158

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი შეესაბამება შორისის II ხარისხის ჩარევას:

159

სარკეებში დათვალიერებისას ჩამოთვლილთაგან, როგორ გამოიყურება საშვილოსნოს ყელი ტრიქომონადული ვაგინიტის დროს?

160

ჩამოთვლილთაგან, რომელი მიკროორგანიზმი აზიანებს ძირითადად ენდოცერვიქს?

განმარტებები