სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › ახალი გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ახალი გინეკოლოგია
პირველ ანტენატალურ ვიზიტზე განისაზღვრა ორულის წონა-78კგ, სიმაღლე-170სმ. ჩამოთვლილთაგან, დაახლოებით რას უდრის ორსულის სხეულის მასისი ინდექსი?
ჩამოთვლილთაგან, რომელი გართულების განვითარება არის მოსალოდნელი ორსული ქალის თვითმფრინავით მგზავრობის დროს?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რამდენი კვირის ვადის შემდეგ აღარ არის რეკომენდებული რუტინულად ორსული ქალის ულტრაბგერითი კვლევის წარმოება?
ჩამოთვლილთაგან, უშუალოდ რომელი სამეანო პათოლოგიის განვითარების რისკი მცირდება უსიმპტომო ბაქტერიურიის მკურნალობის შემდეგ?
ჩამოთვლილთაგან, ანტენატალური მოვლის პროგრამის რომელი ნაწილი არ წარმოადგენს პროგრამის ეფექტურ შემადგენელ კომპონენტს?
ორსულს, ნორმალური მენსტრუალური ციკლით, უკანასკნელი ნორმალური თვიური ჰქონდა 12-17ოქტომბერს. ჩამოთვლილთაგან, რომელია ნეგელეს წესით განსაზღვრული მშობიარობის მოსალოდნელი ვადა?
ჩამოთვლილთაგან, რომელი სამეანო მდგომარეობის დროს ფეტომატერნული სისხლისდენის რაოდენობა <4მლ?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, როდის არის სახეზე მიომის კვანძის სწრაფი ზრდა:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა ზომის ინტრამურული და სუბსეროზული კვანძები არ ახდენენ ნეგატიურ გავლენას განაყოფიერებაზე, ორსულობაზე და ორსულობის მიმდინარეობაზე:
ნაყოფის ერითრობლასტოზის დიაგნოსტირების დროს ჩამოთვლილთაგან, რა წარმოადგენს საშვილოსნოს შიდა ტრანსფუზიის წარმოების ჩვენებას?
ჩამოთვლილთაგან, რამდენი მილილიტრი რეზუს-დადებითი სისხლისაგან დედის სენსიბილიზაციისაგან დასაცავად არის საკმარისი 300მკგ ანტი -D იმუნოგლობულინი?
ჩამოთვლილთაგან, რა შემთხვევაში არის რეკომენდებული ანტი-D იმუნოგლობულინის შეყვანა ანტენატალურად იზოიმუნიზაციის პრევენციის მიზნით?
ჩამოთვლილთაგან,კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით არის შესაძლებელი ყველაზე ზუსტად ნაყოფის ანემიზაციის ხარისხის დადგენა ნაყოფის ერითრობლასტოზის მომატებული რისკის დროს?
ჩამოთვლილთაგან, ანტი- D იმუნოგლობულინის შეყვანის რომელი გზა არის რეკომენდებული იმ ქალებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ სისხლის შედედების პრობლემები?
ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაყოფი არ შედის მოცემული გესტაციური ასაკისათვის მცირე მასის ნაყოფთა ჰეტეროგენულ ჯგუფში?
ჩამოთვლილთაგან, რომელი წარმოადგენს ნაყოფის ზრდის შეფერხების პლაცენტისმხრივ რისკ-ფაქტორს?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი ნაკერი მდებარეობს ნაყოფის თავზე თხემის ძვლებს შორის?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელნაკერებს აერთებს ნაყოფის თავზე დიდი ყიფლიბანდი ?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელნაკერებს აერთებსნაყოფის თავზე მცირე ყიფლიბანდი ?
ჩამოთვლილთაგან, კვლევის რომელი მეთოდის საშუალებით არის შესაძლებელი ყველაზე ზუსტად მუცლადმყოფი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება?