QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1381

ჩამოთვლილთაგან, რომელი პრეპარატის დანიშვნა ორსულობის წინა პერიოდში წარმოადგენს ნერვული ღეროს დეფექტის პროფილაქტიკის ეფექტურ საშუალებას?

1382

ქალს დაეწყო გულისრევა, აღენიშნა მკერდის გამკვრვება და მტკივნეულობა, 2 დღით გადაუცდა თვიური.ჩამოთვლილთაგან, რომელი დიაგნოსტიკური საშუალება მეტი ალბათობით დაეხმარება ქალს დიაგნოზის დაზუსტებაში?

1383

ორსულობის რა მინიმალურ ვადაზეა შესაძლებელი ორსულობის დიაგნოსტირება სისხლშო ქორიონალური გონადოტროპინის განსაზღვრის მეთოდით?

1384

ჩამოთვლილთაგან ორსულობის ნიშანთა რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ჰორვიც-ჰეგარის ნიშანი?

1385

ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშანი უტყუარად ადასტურებს ორსულობის არსებობას?

1386

იმპლანტაციიდან მერამდენე დღეს აღწევს პიკს ქორიონალური გონადოტროპინი?

1387

განაყოფიერების შემთხვევაში მენსტრუაციის გადაცდენიდან რამდენი დღის შემდეგაა შესაძლებელი საშინაო ორსულობის ტესტის დადებითი პასუხის მიღება?

1388

ორსულობის 5კვირის ვადაზე ექიმმა შესძლო ნაყოფის გულისცემის მოსმენა.ჩამოთვლილთაგან, რომელი მეთოდის საშუალებით იქნებოდა შესაძლებელი ნაყოფის გულისცემის მოსმენა?

1389

ჩამოთვლილთაგან, რომელია ორსულობის ის მინიმალური ვადა როცა ნაყოფის გულისცემის მოსმენა შესაძლებელია ჩვეულებრივი სტეტოსკოპით?

1390

ქალს, რომელსაც მენსტრუაცია მოსდიოდა დარღვევების გარეშე, თვიური გადაუცდა 10 დღით.ჩამოთვლილთაგან, რომელი გამოკვლევით იქნება შესაძლებელი სავარაუდო დიაგნოზის დადგენა?

1391

ორსულობის რამდენი კვირის ვადიდანაა შესაძლებელი ემბრიონის ვიზუალიზაცია ულტრაბგერითი გამოკვლევით?

1392

ორსულს უკანასკნელი ნორმალური თვიური ჰქონდ 20-23 დეკემბერს. ჩამოთვლილთაგან,რომელია მშობიარობის მოსალოდნელი ვადა?

1393

ორსულს Gუნდა, რომ ზუსტად იცოდეს, როდის იმშობიარებს. ჩამოთვლილთაგან რომელი მეთოდით არის შესაძლებელი ორსულობის ზუსტი ვადის დადგენა?

1394

ორსულს ერჩია ულტრაბგერითი გამოკვლევის სავალდებულო ჩატარება ორსულობის 10-13კვირის ვადაზე.ჩამოთვლილთაგან რა ჩვენებით არაა ნაჩვენები ამ გამოკვლევის სავალდებულო ჩატარება?

1395

ორსულობის II ნახევარში ორსულს კლინიკურად გამოუვლინდა პიელონეფრიტი,რაც საბოლოოდ გართულდა ნაადრევი მშობიარობით. ორსულის პირველი ვიზიტისას ჩამოთვლილთაგან, რომელი სკრინინგ ტესტის ჩატარებით იქნებოდა შესაძლებელი ამ გართულების თავიდან აცილება?

1396

ქალის ორსულობის ვადა შეესაბამება 25კვირას.ჩამოთვლილთაგან, რომელ ტრიმესტრს შეესაბამება ორსულობის აღნიშნული ვადა?

1397

ქალთა კონსულტაციას მიმართა primigravida-მ.ჩამოთვლილთაგან რიგიó მერამდენე ორსულობაა ეს ორსულობა ქალისათვის?

1398

ჩამოთვლილთაგან, ორსულის ქალთა კონსულტაციაში პირველი ვიზიტისას რომელი ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება რუტინულად არ არის აუცილებელი?

1399

ორსული ქალის სხეულის წონა შეესაბამება 80კგ.ამავდროულად, მისი სიმაღლე 160 სმ-ია.ჩამოთვლილთაგან მიახლოებით, რომელ სიდიდეს შეესაბამება ორსულის სხეულის მასის ინდექსი?

1400

ორსულს პირველი ვიზიტისას ჩატარებული გამოკვლევით დაუდგინდა ჰემოგლობინას რაოდენობა 110გ/ლ. შემდგომში, ორსულობის რა ვადაზეა სავალდებულო ჰემოგლობინას დონის განმეორებითი განსაზღვრა?

განმარტებები