სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
გინეკოლოგია
ქალთა კონსულტაციაში ორსულის პირველი ვიზიტისას ჩამოთვლილთაგან, რომელი რეკომენდაცია სავალდებულო სკრინინგის ჩატარებაზე შეესაბამება A დონეს?
ჩამოთვლილთაგან, რომელ სიდიდეს შეესაბამება დასაშვები წონის ნამატი ფიზიოლოგიური ორსულობის დროს?
ორსული ქალის პირველი ვიზიტისას ჩამოთვლილთაგან, რომელი გამოკვლევის ჩატარება არ არის მიზანშეწონილი?
ტრანსვაგინალური ეხოსკენირებით ორსულობის რომელი კვირის ვადიდან არის შესაძლებელი ნაყოფის გულისცემის ვიზუალიზაცია?
ჩამოთვლილთაგან რით არის განპირობებული საშვილოსნოს ზრდა ფეხმძიმობისას?
შარდის ერთ მილილიტრში კოლონიათა რა რაოდენობა ადასტურებს “ბაქტერიურიის” არსებობას?
ორსულობის 32კვირის ვადაზე ჩატარებული გამოკვლევით ორსულს დაუდგინდა ჰემოგლობინას დონე 100გ/ლ.პირველი ვიზიტისას ჰემოგლობინის დონე შეესაბამებოდა ნორმას.ჩამოთვლილთაგან, რით შესაძლებელია იყოს განპირობებული ჰემოგლობინის დონის დაცემა?
ორსულობის 32კვირის ვადაზე ჩატარებული გამოკვლევით ორსულს დაუდგინდა ჰემოგლობინას დონე 100გ/ლ.პირველი ვიზიტისას ჰემოგლობინის დონე შეესაბამებოდა ნორმას.ჩამოთვლილთაგან, რომელი დამატებითი ლაბორატორიული გამოკვლევა დაგეხმარებათ დიაგნოზის დადგენაში?
ორსულობის რა ვადიდან შეიგრძნობს ნაყოფის მოძრაობას multigravida?
რა იგულისხმება გესტაციურ ასაკში?
მშობიარობის მოსალოდნელი ვადის განსაზღვრისათვის, ორსულის პირველი ვიზიტისას, ჩამოთვლილთაგან, რომელ ანამნეზურ მონაცემს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება?
ჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაში გამოვლენილი ნიშანი წარმოადგენდეს ორსულობის უტყუარ ნიშანს?
ჩამოთვლილთაგან რას უდრის ნაყოფის გულის ცემის სიხშირე ორსულობის ბოლო პერიოდში?
ჩამოთვლილთაგან, რა არ წარმოადგენს ფსიქოსოციალური სკრინინგის შემადგენელ ნაწილს?
ჩამოთვლილთაგან რომელი გამოკვლევის ჩატარება რუტინულად არ არის მიზანშეწონილი ორსული პირველი ვიზიტისას?
ჩამოთვლილთაგან, რომელი სკრინინგ ტესტი არის დამატებითი ორსულის პირველი ვიზიტისას?
ჩამოთვლილთაგან, რომელია ის ერთადერთი ვიტამინი, რომლის მიღება სავალდებულოა ორსულობის დროს?
ტერატოგენული ეფექტის გამო,ჩამოთვლილთაგან რომელი მედიკამენტის მიღება არის უკუნაჩვენები ორსულობის დროს?
საყოველთაო ინტერესთა(concern) შორის ჩამოთვლილთაგან, რომელი არ არის სასურველი ორსული ქალისათვის?
ჩამოთვლილთაგან, რომელი რერომენდაცია ორსულთა კვებისმიერი შეზღუდვის შესახებ არის მისაღები?