სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
გინეკოლოგია
რამდენ მილილიტრ რძეს გამოიმუშავებს მეძუძური დედა დღეღამის განმავლობაში?
მელოგინეს სტაციონარიდან გაწერის წინ ჩაუტარდა კონსულტაცია თემაზე; “ახალშობილის კვება”,მიეთითა ახალშობილის კვების სხვადასხვა ვარიანტების გამოყენების შესაძლებლობაზე. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი სახის კვების გამოყენება აეკრძალა დედას?
მელოგინეს სურს ახალშობილის კვება ხელოვნური საკვებით.პედიატრმა მიუთითა ხელოვნური კვების რისკების შესახებ. ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელი არ წარმოადგენს ხელოვნური კვების რისკის ფაქტორს?
ქვემოთჩამოთვლილთაგან, კონტრაცეპციის რომელი მეთოდი შეიძლება გამოყენებულ იქნას მშობიარობიდან 4-6კვირის შემდეგ?
ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი ფაქტორი უშლის ხელს ძუძუთი კვების განხორციელებას?
მშობიარობის შემდგომ პერიოდში ინფექციის განვითარების პროფილაქტიკის მიზნით ქალს მიეწოდა ინფორმაცია. ქვემოთჩამოთვლილთაგან რა არ იქონიებს გავლენას დედის დაინფიცირებაზე?
ლოგინობის ხანის მე-3 დღეს მელოგინე ითხოვს ბინაზე გაწერას. ქვემოთჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაში არ იქნება მიზანშეწონილი დედის სტაციონარიდან ადრე გაწერა?
ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდეგ მელოგინე მოთავსდა მელოგინეთა განყოფილებაში. ინფიცირების პროფილაქტიკის მიზნით ქვემოთჩამოთვლილ- თაგან რა წარმოადგენს მელოგინის მართვის უპირველეს ღონისძიებას?
მელოგინეს მშობიარობიდან მესამე დღეს დაეწყო ტირილიანობა,დეპრესია. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზი შეესაბამება მელოგინის მდგომარეობას?
მელოგინეს მშობიარობიდან მესამე დღეს დაეწყო ტირილიანობა, ნერვიულობა.ქვემოთჩამოთვლილთაგან რა არ შეიძლება გამხდარიყო ამის მიზეზი?
ქვემოთჩამოთვლილთაგან რა ნიშნის გამო არ არის სასურველი დედისა და ახალშობილის განცალკევებულად მოთავსება მშობიარობის შემდგომ პერიოდში?
გაწერის წინ მელოგინეს მიეთითა, თუ რა ნიშნების გამოჩენისას უნდა მიმართოს მან ექიმს. ქვემოთჩამოთვლილთაგან რა შემთხვევაში არ იქნება საჭირო ექიმის კონსულტაცია?
ქვემოთჩამოთვლილთაგან,რა წარმოადგენს ანტენატალური მოვლის პროგრამის შემადგენელ არაეფექტურ ნაწილს?
ჩამოთვლილთაგან რა ძირითადი ამოცანის განხორციელებას ისახავს მიზნად ანტენატალური მეთვალყურეობა?
ქვემოთჩამოთვლილთაგან ვის არ შეიძლება დაეკისროს ორსულთა დაკვირვების განხორციელება?
ორსულობისწინა პერიოდში ნაყოფის განვითარების მანკის პროფილაქტიკის მიზნით ჩამოთვლილთაგან, რომელი სახის იმუნიზაციის ჩატარებაა ნაჩვენები?
ორსულობის მართვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ჩამოთვლილთაგან, რომელი რეკომენდაციაა ყველაზე მისაღები დაბალი რისკის ორსულისათვის?
ჩამოთვლილთაგან, რომელია ანტენატალური ვიზიტების ის მინიმალური რაოდენობა,რომელიც უარყოფითად არ მოქმედებს პერინატალურ გამოსავალზე?
ჩამოთვლილთაგან, ორსულობის რა ვადაზე განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მიუთითებს ანტენატალური მეთვალყურეობის მაღალ ხარისხზე?
ჩამოთვლილთაგან, რომელი პათოლოგიის არსებობის შემთხვევაში არ დაგვეხმარება ორსულობამდელი დაკვირვება?