QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › გინეკოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

გინეკოლოგია

1957 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1341

სარძევე ჯირკვლის რა ნაწილში ხდება რძის სეკრეცია?

1342

რძესთან შედარებით ჩამოთვლილთაგან, რომელი ნივთიერებით არის მდიდარი ხსენი?

1343

ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელი მიეკუთვნება ლოგინობის ხანის ტიპიურ პრობლემას?

1344

ჩამოთვლილთაგან, რომელი შრე წარმოადგენს ენდომეტრიუმის რეგენერაციის წყაროს?

1345

მელოგინეს ლგინობის ხანის მესამე დღეს აღენიშნა ტემპერატურის ეთჯერადი მატება 38*C-მდე.დიგნოზის დაზუსტების მიზნით ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე უფრო დასაბუთებული ქმედება?

1346

რომელი ქვემოთჩამოთვლილთაგანი მიეკუთვნება ლოგინობის ხანის საშიშ გართულებას?

1347

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს ახალშობილის ინფექციის პრევენციის საუკეთესო საშუალებას?

1348

მელოგინე და ახალშობილი იმყოფებიან განცალკევებულად.ახალშობილი დედასთან მოყავთ მხოლოდ კვებისათვის,3 სთ-ში ერთხელ. Dდედა ჩივის,რომ მას რძე არა აქვს,რის გამოც ახალშობილი ტირის. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რით არის შესაძლებელი ავხსნათ აღნიშნული მდგომარეობა?

1349

მელოგინე მშობიარობის შემდეგ თავს გადაღლილად გრძნობს და სურს ახალშობილი ღამით გაიყვანონ ახალშობილთა პალატაში და კვებონ ხელოვნური საკვებით.მომდევნო დღეებში მელოგინეს აღენიშნა ლაქტაციის დათრგუნვა. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რით არის შესაძლებელი ავხსნათ აღნიშნული მდგომარეობა?

1350

ახალშობილის დაბადებისთანავე სისხლისდენის პროფილაქტიკის მიზნით უტარდება პრევენციული ღონისძიება. Dდედის რძეში რომელი ვიტამინის დეფიციტით არის განპირობებული აღნიშნული პროფილაქტიკური ღონისძიების ჩატარების აუცილებლობა?

1351

მელოგინე,24 წლის, მშობიარობამ (11მშობიარობა) ჩაიარა გართულების გარეშე. ამჟამად ლოგინობის ხანის მე-2დღეა,ლოგინობის ხანა მიმდინარეობს გართულების გარეშე,მხოლოდ აღენიშნება შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში,რომელიც განსაკუთრებით ძლიერდება ძუძუს წოვის დროს. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი შესაძლებელია იყოს ამის მიზეზი?

1352

ფიზიოლოგიური მშობირობის პროცესში გაუტკივარების მიზნით მშობიარეს გაუკეთდა ეპიდურული ანესთეზია.ამჟამად მშობიარობიდან გასულია 7სთ. და მელოგინეს არ მოუშარდავს. ქვემოთჩამოთვლილთაგან რით შესაძლებელია იყოს განპირობებული ანურია?

1353

რძის გამოყოფის რეფლექსის შედეგად სარძევე ჯირკვლებიდან რძე გამოიყოფა ძუძუს წოვების გარეშეც. ქვემოთჩამოთვლილთაგან რით შესაძლებელია იყოს განპირობებული ოქსიტოცინის გამონთავისუფლება?

1354

რძის გამოყოფის რეფლექსის შედეგად ალვეოლებში დაგროვებული რძე გადმოდინდება სინუსებში ან გარეთ. ქვემოთჩამოთვლილთაგან რა შესაძლებელია იყოს უშუალოდ ამის მიზეზი?

1355

მელოგინეს მშობიარობიდან 6 თვის განმავლობაში კონტრაცეპციის მიზნით ერჩია ლაქტაციური ამენორეის მეთოდის გამოყენება. ქვემოთჩამოთვლილთაგან რით შესაძლებელია იყოს განპირობებული სტერილობა?

1356

მელოგინეს მშობიარობიდან 6 თვის განმავლობაში კონტრაცეპციის მიზნით ერჩია ლაქტაციური ამენორეის მეთოდის გამოყენება.ამასთანავე მიეთითა,რა შემთხვევაში იქნება მეთოდი ეფექტური 98%-ით.. ქვემოთჩამოთვლილთაგან რა არ იქონიებს გავლენას მეთოდის ეფექტურობაზე?

1357

ლოგინობის ხანის მე-3 დღეს დედას სარძევე ჯირკვლის დვრილზე გაუჩნდა ნახეთქი,რის გამოც ძუძუთი წოვების პროცესი დედისათვის ძალზედ მტკივნეული და არასასიამოვნო გახდა. ქვემოთჩამოთვლილთაგან, რით შესაძლებელია იყოს განპირობებული ნახეთქის გაჩენა?

1358

მელოგინემ მიმართა ჩივილით ექთანს და უთხრა,რომ ძუძუთი კვების პროცესი მისთვის მტკივნეული და არასასიმოვნო პროცედურაა. ექთანმა შეაფასა ძუძუთი კვების პროცესი და მიუთითა,თუ როგორ აღმოეფხვრა მიზეზი. თქვენი აზრით, ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი მიზეზზე მიუთითა ექთანმა?

1359

ლოგინობის ხანის პირველ დღეს დედა უარს აცხადებს ძუძუთი კვებაზე,რადგან მას სარძევე ჯირკვლებიდან გამოეყოფა ძალზე მცირე რაოდენობით მოყვითალო ფერის სითხე.პედიატრმა განუმარტა,რომ ამ სითხის მიღება ძალზედ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ნაწლავური ინფექციის განვითარების პროფილაქტიკისათვის. ქვემოთჩამოთვლილთაგან, ხსენში შემავალი რომელი ნივთიერება წარმოადგენს ანტიინფექციურ ფაქტორს?

1360

პოპულარული ლიტერატურის გაცნობისას დედამ წაიკითხა,რომ ქალის რძეში რკინის შემცველობა დაბალია.კონსულტაციისათვის მან მიმართა პედიატრს,რომელმაც დედას არ ურჩია რკინის პრეპარატების დამატებით მიღება. Dდედის რძეში შემავალი ქვემოთჩამოთვლილი რომელი ნივთიერების გამო მისცა პედიატრმა ეს რეკომენდაცია?

განმარტებები