სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
მობიტცის II ხარისხის (მობიტცის II ტიპი) ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ეკგ ნიშნებია:1) რეგულარული P-P ინტერვალი; 2) რეგულარული P-R ინტერვალი;3). ნორმალური ფორმის QRS კომპლექსები;4). პერიოდულად P კბილის შემდეგ პარკუჭოპვანი პაუზის აღმოცენება, რომლის ხანგრძლოვობა აღემატება ორ ნორმალურ P-P ინტერვალს.
სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის არსებობისას, ატრიოვენტრიკულურ კვანძში იმპულსის გატარების ბლოკირებაზე მიუთითებს:1) ნორმალური ფორმის QRS კომპლექსების არსებობა;2) 40 -55 შეკ/წთ სიხშირის პარკუჭოვანი რიტმი;3). სტაბილური პარკუჭოვანი რიტმი, რომელიც უმნიშვნელოდ იცვლება ფიზიკური დატვირთვისას;4). პარკუჭოვანი რიტმი, რომელიც ხშირდება ატროპინის შეყვანის შემდეგ.
სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის არსებობისას, ჰისის კონის მთავარი ღეროს დონეზე იმპულსის ბლოკირებაზე მიუთითებს:1) ნორმალური ფორმის QRS კომპლექსების არსებობა;2) 40 შეკ/წთ ნაკლები სიხშირის პარკუჭოვანი რიტმი;3). სტაბილური პარკუჭოვანი რიტმი, რომელიც უმნიშვნელოდ იცვლება ფიზიკური დატვირთვისას;4). სტაბილური პარკუჭოვანი რიტმი, რომელიც უმნიშვნელოდ იცვლება ატროპინის შეყვანისას.
ატრიოვენტრიკულური ბლოკადის (ავ) ტიპებიდან, ჩვეულებრივ, თანდაყოლილი ხასიათისაა:
ქვემოთ ჩამოთვლილი არიტმიებიდან I ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადისაგან ძნელად გაირჩევა:
ქვემოთ ჩამოთვლილი არიტმიებიდან ვენკენბახის II ხარისხის ატრიოვენტრიკულური (ავ) ბლოკადისაგან ძნელად გაირჩევა:
ქვემოთ ჩამოთვლილი არიტმიებიდან II ხარისხის სინოატრიალური ბლოკადისაგან (როგორც ვენკენბახის, ისე მობიტცის ტიპები) ძნელად გაირჩევა:
ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ნაჩვენებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა:
დროებითი კარდიოსტიმულაცია:1) გამოიყენება სწრაფი ჰემოდინამიკური სტაბილიზაციის მისაღწევად მუდმივი ელექტროსტიმულატორის იმპლანტირებამდე;2) გამოიყენება იშემიით ან ფარმაკოლოგიური აგენტების დოზის გადაჭარბებით გამოწვეული ბრადიკარდიების თერაპიისათვის;3). სრულდება ტრანსვენური მიდგომით;4). სრულდება ტრანსთორაკალური მიდგომით.
ტრანსვენური კარდიოსტიმულაცია:1) სრულდება მარჯვენა პარკუჭის მწვერვალის არეში ტრანსვენურად შეყვანილი კათეტერ-ელექტროდის საშუალებით;2) სრულდება მარჯვენა წინაგულში ტრანსვენურად შეყვანილი კათეტერ-ელექტროდის საშუალებით;3). ხშირად იწვევს გულის პერფორირებას;4). ხშირად, იწვევს თრომბოემბოლიურ გართულებებს.
ტრანსვენურ კარდიოსტიმულაციასთან შედარებით გარეგანი ტრანსთორაკალური კარდიოსტიმულაცია:1) არაინვაზიური მეთოდია; 2) არ იწვევს მიოკარდიუმის პერფორაციას;3). არ იწვევს თრომბოემბოლიურ გართულებებს;4). საჭიროებს ნაკლები ძაბვით ელექტროსტიმულაციას.
მუდმივი კარდიოსტიმულაციის ჩვენებაა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
მუდმივი კარდიოსტიმულაციისთვის ორგანიზმში ელექტროდები, ჩვეულებრივ, შეიყვანება:1) ლავიწქვეშა ვენიდან; 2) ბარძაყის ვენიდან; 3). შიგნითა საუღლე ვენიდან;4). თორაკოტომიის გზით.
მუდმივი კარდიოსტიმულაციისთვის ელექტროდების მოთავსება შეიძლება:1) მარჯვენა წინაგულის ყურში (ენდოკარდიულად);2) მარცხენა წინაგულში (ენდოკარდიულად);3). მარჯვენა პარკუჭის მწვერვალის არეში (ენდოკარდიულად);4). ეპიკარდიუმში.
პარკუჭების ელექტროსტიმულაციის შედეგად განვითარებულ ჰემოდინამიკურ დარღვევებს ,,პეისმეიკერული სინდრომი~ ეწოდება, რომელიც კლინიკურად შეიძლება გამოვლინდეს ყველა ჩამოთვლილი სიმპტომით, გარდა:
პარკუჭების ელექტროსტიმულაციის შედეგად განვითარებულ ჰემოდინამიკურ დარღვევებს ,,პეისმეიკერული სინდრომი'' ეწოდება, რომლის პათოფიზიოლოგიური საფუძველია:1) წინაგულების აქტივობის გამოთიშვა;2) ატრიოვენტრიკულური სარქველების დახურვის პარალელურად პულმონურ და საუღლე ვენებში სისხლის რეგურგიტაცია (ამ მომენტში წინაგულების შეკუმშვის შედეგად);3). წინაგულების შეკუმშვის მომენტში ვენების კედლების გადაჭიმვის შედეგად (ფლებოგრამაზე გამოვლინდება ქვემეხისებური a ტალღით) დეპრესორული მექანიზმების ჩართვა.
,,პეისმეიკერული სინდრომის" გამოვლინება შეიძლება აღვკვეთოთ:1) მუდმივი ტიპის პარკუჭოვანი სტიმულაციით;2) მუდმივი ტიპის ორკამერიანი სტიმულაციით;3). დემანდ - ტიპის პარკუჭოვანი სტიმულაციით;4). დემანდ - ტიპის ორკამერიანი სტიმულაციით.
იმპულსის გავრცელების დარღვევის მიზეზით აღმოცენებულ არიტმიებს მიეკუთვნება:1) რე-ენთრის მექანიზმით აღმოცენებული არიტმიები;2) ნორმალური ავტომატიზმის სტიმულაციით აღმოცენებული არიტმიები;3). ტრიგერული აქტივობის მექანიზმით აღმოცენებული არიტმიები.
იმპულსის წარმოქმნის დარღვევის მიზეზით აღმოცენებულ არიტმიებს მიეკუთვნება:1) რეენთრის მექანიზმით აღმოცენებული არიტმიები;2) ნორმალური ავტომატიზმის სტიმულაციით აღმოცენებული არიტმიები;3). ტრიგერული აქტივობის მექანიზმით აღმოცენებული არიტმიები.
ნორმალური ავტომატიზმის სტიმულაციის (მოსვენების მდგომარეობაში რიტმის ლატენტური წამყვანი უჯრედების მემბრანა ნაწილობრივ დეპოლარიზებულ მდგომარეობაშია) გამომწვევი შეიძლება იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოფიზიოლოგიური მდგომარეობა, გარდა: