სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
ტრიგერული აქტივობა (მიოკარდიოციტებში კალციუმის იონების დაგროვება, რის შედეგადაც ამ უჯრედებში მოქმედების პოტენციალის შემდეგ ადგილი აქვს ე.წ. პოსტდეპოლარიზაციის განვითარებას) ვითარდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორების ზეგავლენით, გარდა:
ექტოპიური შეკუმშვა ახდენს შემდეგი მექანიზმებით აღმოცენებული არიტმიების პროვოცირებას და კუპირებას:1) რე-ენთრის მექანიზმით; 2) ნორმალური ავტომატიზმის სტიმულაციით; 3). ტრიგერული აქტივობით.
ელექტროსტიმულაცია ახდენს შემდეგი მექანიზმით აღმოცენებული არიტმიების პროვოცირებას:1) რეენთრის მექანიზმით; 2) ნორმალური ავტომატიზმის სტიმულაციით; 3). ტრიგერული აქტივობით.
წინაგულოვანი ექსტრასისტოლური არიტმიის აღმოცენებისას:1) საჭიროა ამ არიტმიის განმაპირობებელი ფაქტორების გამოვლენა და მოხსნა;2) თვით უსიმპტომო შემთხვევებშიც, საჭიროა I კლასის ანტიარიტმიული პრეპარატების დანიშვნა;3). თუ იგი პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის მიზეზი ხდება, საჭიროა III კლასის ანტიარითმული პრეპარატების გამოყენება.
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არიტმია:1) ვითარდება მხოლოდ კარდიალური ან სისტემური პათოლოგიით შეპყრობილ ავადმყოფებში;2) შეიძლება განვითარდეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში;3). ხშირად ვითარდება მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ;4). როგორც პოსტინფარქტული, ისე პრაქტიკულად ჯანმრთელი ადამიანებისთვის წარმოადგენს უეცარი სიკვდილის განვითარების რისკ-ფაქტორს.
პოსტინფარქტულ პერიოდში სიკვდილიანობის გაზრდას იწვევს შემდეგი არიტმიების აღმოცენება:1) ერთეული პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;2) რეგულარული , ხშირი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;3). პოლიტოპიური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია;4). ჯგუფური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია.
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არიტმია არ საჭიროებს მედიკამენტურ მკურნალობას:1) თუ ის განვითარდა გულის ორგანული პათოლოგიის ფონზე;2) თუ ის განვითარდა ჯანმრთელ ადამიანში;3). თუ ის ჯგუფური და პოლიტოპური ხასიათისაა;4). თუ ის მონოტოპური ხასიათისაა.
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არიტმიის თერაპიისთვის პირველი რიგის პრეპარატებია:1) ბეტა - ბლოკატორები; 2) ქინიდინი; 3). პროკაინამიდი (ნოვოკაინამიდი); 4). ამიოდარონი (კორდარონი).
კაროტიდული სინუსის მასაჟი:1) უნდა ჩატარდეს ეკგ მონიტორირების ქვეშ;2) არ უნდა ჩატარდეს თუ საძილე არტერიებზე მოისმინება შუილი;3). ორივე მხარეს ერთდროულად ტარდება; 4). ტარდება ავადმყოფის ფეხზე დგომისას.
ატრიოვენტრიკულური დისოციაციის განვითარებაზე მიუთითებს:1) საუღლე ვენის პულსის მრუდზე პერიოდულად ქვემეხისებური a ტალღების ჩაწერა;2) საუღლე ვენის პულსის მრუდზე ქვემეხისებური a ტალღების რეგულარულად დაფიქსირება;3). არტერიული პულსის ამპლიტუდის ცვალებადობა;4). რეგულარული კარდიული რიტმის ფონზე I ტონის ინტენსივობის ცვალებადობა.
სინუსური ტაქიკარდიისთვის დამახასიათებელია:1) თანდათანობითი დასაწყისი და დასასრული;2) მოულოდნელად განვითარება და ასევე მოულოდნელად შეწყვეტა;3). კაროტიდული სინუსის მასაჟით უეცრად შეწყვეტა;4). 100 - 250 შეკ/წთ სიხშირის სინუსური რიტმი.
სინუსური ტაქიკარდია ვითარდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა:
წინაგულთა ფიბრილაციის პაროქსიზმი:1) პრაქტიკულად არ აღმოცენდება ჯანმრთელ ადამიანებში;2) ჯანმრთელ ადამიანებში შეიძლება განვითარდეს ემოციური სტრესის პირობებში;3). ჯანმრთელ ადამიანებში შეიძლება განვითარდეს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ფონზე;4). ჯანმრთელ ადამიანებში შეიძლება განვითარდეს ფიზიკური დატვირთვის დროს.
გულის ან ფილტვის ორგანული პათოლოგიით შეპყრობილ ავადმყოფებში წინაგულთა ფიბრილაციის პაროქსიზმის აღმოცენების მიზეზი შეიძლება გახდეს:1) მწვავე ჰიპოქსია; 2) ჰიპერკაპნია; 3). მეტაბოლური დარღვევები;4). ჰემოდინამიკური დარღვევები.
პერმანენტული წინაგულთა ფიბრილაცია შეიძლება გახდეს შემდეგი დაავადების პირველი კლინიკური გამოვლინება:
თანამედროვე შეხედულებებით, წინაგულთა ფიბრილაციის აღმოცენების ელექტროფიზიოლოგიური საფუძველია:1) ტრიგერული აქტივობა;2) წინაგულების ნორმალური ავტომატიზმის სტიმულაცია;3). წინაგულებში რეენთრის მექანიზმების ამოქმედება;4). სინუსის კვანძის გაჩერება.
წინაგულთა ფიბრილაციის ფონზე სტენოკარდიის შეტევის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს:1) სწრაფი პარკუჭოვანი რიტმი;2) წინაგულთა ფიბრილაციის პაროქსიზმის შეწყვეტის შემდეგ განვითარებული პაუზა;3). სისტემური ემბოლიები; 4). წინაგულების ეფექტური შეკუმშვის არარსებობა.
წინაგულთა ფიბრილაციის გულის წასვლის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს:1) სწრაფი პარკუჭოვანი რიტმი;2) წინაგულთა ფიბრილაციის პაროქსიზმის შეწყვეტის შემდეგ განვითარებული პაუზა;3). სისტემური ემბოლიები; 4). წინაგულების ეფექტური შეკუმშვის არარსებობა.
წინაგულთა ფიბრილაციის ფონზე სისტემური ემბოლიები ყველაზე ხშირად უვითარდებათ შემდეგი პათოლოგიით შეპყრობილ ავადმყოფებს:
მარცხენა პარკუჭის მკვეთრი ჰიპერტროფიის ფონზე წინაგულთა ფიბრილაციის აღმოცენებისას გულის უკმარისობის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს:1) პარკუჭების ავსებაში წინაგულების მონაწილეობის "გამოთიშვა";2) სწრაფი პარკუჭოვანი რიტმის ფონზე პარკუჭების დიასტოლური ავსების დროის შემცირება;3). სისტემური ემბოლიები;4). წინაგულთა ფიბრილაციის პაროქსიზმის შეწყვეტის შემდეგ განვითარებული პაუზა.