QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

561

სინუსის კვანძის ფუნქციის შესაფასებლად ინფორმატიულია:1) ჰოლტერის მონიტორირება;2) სინუსის კვანძის აქტივობის ინტრაკარდიული გამოკვლევა;3). კაროტიდული სინუსის ტესტი; 4). დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტი.

562

სინუსის კვანძზე სიმპათიკური და პარასიმპათიკური ნერვული სისტემის მოქმედების შესაფასებლად გამოიყენება:1) კაროტიდული სინუსის ტესტი; 2) ვალსალვის სინჯი; 3). ატროპინის სინჯი;4). იზოპროტერენოლის სინჯი.

563

სინუსის კვანძის ვეგეტატიური რეგულაციის დარღვევა ყველაზე ხშირად ვლინდება:

564

ვეგეტატიური რეგულაციის დარღვევის მიზეზით განვითარებული სინუსის კვანძის დისფუნქციის შემთხვევაში:1) იზოპროტერენოლის შეყვანა გამოიწვევს გულის ცემის გახშირებას;2) ადრენალინის შეყვანა გამოიწვევს გულის ცემის გაიშვიათებას;3). ატროპინის შეყვანა გამოიწვევს გულის ცემის გახშირებას;4). პროპრანოლოლის შეყვანა გამოიწვევს გულის ცემის გახშირებას.

565

გულის საკუთარი რიტმი:1) ახასიათებს საკუთრივ სინუსის კვანძის აქტივობას;2) განისაზღვრება გულის ე.წ. ქიმიური ,,დენერვაციის~ შემდეგ;3). იშვიათდება პარასიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტივებისას;4). ხშირდება სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტივებისას.

566

სინუსის კვანძის პირველადი დისფუნქცია ხასიათდება:

567

სინუსის კვანძის აღდგენის დრო, ჩვეულებრივ:1) გულის ნელი საკუთარი რიტმის ფონზე - გახანგრძლივებულია;2) გულის ნელი საკუთარი რიტმის ფონზე - ნორმალურია;3). გულის ნორმალური საკუთარი რიტმის ფონზე - გახანგრძლივებულია;4). გულის ნორმალური საკუთარი რიტმის ფონზე - ნორმალურია.

568

ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევის ჩატარება რეკომენდებულია იმ ავადმყოფებისათვის:1) რომლებსაც სინუსის კვანძის დისფუნქციის კლინიკური ნიშნების გამოვლენის ფონზე, ხანგრძლივი ჰოლტერის მონიტორირების მიუხედავად, არ გამოუვლინდათ ამ პათოლოგიისთვის დამახასიათებელი არიტმიები;2) რომლებსაც აღენიშნებათ უსიმპტომოდ მიმდინარე სინუსური ბრადიკარდია;3). რომლებსაც აღენიშნებათ სინოაურიკულური ბლოკადის და სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომის ეკგ ნიშნები;4). რომლებისთვისაც ნაჩვენებია კარდიოსტიმულატორის იმპლანტირება (იმპლანტაციის ადგილის განსასაზღვრავად).

569

ბრადიარიტმიული ეფექტები აღენიშნება ყველა ქვემოჩამოთვლილ პრეპარატს, გარდა:

570

ძალიან იშვიათი პარკუჭოვანი რიტმის გადაუდებელი თერაპიისთვის ნაჩვენებია:1) ატროპინი; 2) იზოპროტერენოლი; 3). ტრანსთორაკალური ელექტროსტიმულაცია;4). მუდმივი ტიპის ორკამერიანი კარდიოსტიმულატორი

571

ატრიოვენტრიკულური კვანძის დისფუნქციას:1) შეიძლება ჰქონდეს მემკვიდრეობითი ხასიათი;2) იწვევს ინტენსიური ფიზიკური ვარჯიში;3). იწვევს ზოგიერთი მედიკამენტის გამოყენება;4). იწვევს ზოგიერთი მწვავე პათოლოგიური პროცესი.

572

ატრიოვენტრიკულური გამტარობის შეფერხება ხშირად ვითარდება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიების ფონზე, გარდა:

573

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან ატრიოვენტრიკულურ გამტარობაზე მოქმედებენ:1) დიგოქსინი; 2) პროპრანოლოლი (ანაპრილინი); 3). ვერაპამილი;4). იზოსორბიდ დინიტრატი; 5). ნიფედიპინი.

574

კარგად ნავარჯიშებ სპორტსმენებში ატრიოვენტრიკულური კვანძის ქრონიკულ დისფუნქციას იწვევს:1) სიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის დაქვეითება;2) პარასიმპათიკური ნერვული სისტემის ტონუსის დაქვეითება;3). სიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივაცია; 4). ცდომილი ნერვის ჰიპერტონუსი.

575

მოზრდილებში, იზოლირებულ ქრონიკულ ატრიოვენტრიკულურ ბლოკადას ყველაზე ხშირად იწვევს:1) არტერიული ჰიპერტენზია; 2) ლევის დაავადება; 3). აორტის სტენოზი;4). მიტრალური სტენოზი; 5). ლენეგერის დაავადება.

576

ლენეგერის დაავადება ხასიათდება:1) გულის გამტარი სისტემის პირველადი, იზოლირებული სკლეროდეგენერაციული დაზიანებით;2) ჰისის კონის რომელიმე ტოტის და ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ერთდროულად არსებობით;3). გულის გამტარი სისტემის სკლეროდეგენერაციული დაზიანებით, რომელიც ხშირად მიტრალურ სარქველზე ვრცელდება;4). გულის გამტარი სისტემის სკლეროდეგენერაციული დაზიანებით, რომელიც ხშირად აორტულ სარქველზე ვრცელდება.

577

ლევის დაავადება ხასიათდება:1) გულის გამტარი სისტემის იზოლირებული სკლეროდეგენერაციული დაზიანებით;2) ჰისის კონის რომელიმე ტოტის და ატრიოვენტრიკულური ბლოკადის ერთდროულად არსებობით;3). გულის გამტარი სისტემის სკლეროდეგენერაციული დაზიანებით, რომელიც ხშირად მიტრალურ სარქველზე ვრცელდება;4). გულის გამტარი სისტემის სკლეროდეგენერაციული დაზიანებით, რომელიც ხშირად აორტულ სარქველზე ვრცელდება.

578

ვენკენბახის II ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადის (მობიტცის I ტიპი) ეკგ ნიშნებია:1) რეგულარული P-P ინტერვალი; 2) რეგულარული P-R ინტერვალი;3). ნორმალური ფორმის QRS კომპლექსები;4). პერიოდულად P კბილის შემდეგ პარკუჭოვანი პაუზის აღმოცენება, რომლის ხანგრძლივობა აღემატება ორ ნორმალ P-P ინტერვალს.

579

ვენკენბახის II ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (მობიტცის I ტიპი):1) თითქმის ყოველთვის ასახავს გამტარებლობის დარღვევას ატრიოვენტრიკულურ კვანძში;2) ხშირად, მიოკარდიუმის ქვედა კედლის ინფარქტების დროს - ტრანზიტორულად ვითარდება;3). ხშირად, ვითარდება საგულე გლიკოზიდების და ბეტა-ბლოკატორების დოზის გადაჭარბებისას;4). ჯანმრთელ ადამიანებში პრაქტიკულად არ გვხვდება.

580

ვენკენბახის II ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა (მობიტცის I ტიპი):1) ხშირად პროგრესირებს სრულ ატრიოვენტრიკულურ ბლოკადამდე;2) შეიძლება განვითარდეს პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში პარასიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტივებისას;3). ხშირად ვითარდება მიოკარდიუმის წინა- სეპტალური კედლის ინფარქტების დროს;4). საჭიროებს ინტენსიური ანტიარიტმიული თერაპიის ჩატარებას.

განმარტებები