სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ეკგ-ზე აღინიშნება:1) Tკბილის ცვლილებები; 2) ST სეგმენტის ცვლილებები;3). R კბილის ამპლიტუდის დაქვეითება; 4). პათოლოგიური Q კბილი.
მიოკარდიუმის ინფარქტის ST-ელევციით ყველაზე ადრეული ეკგ ნიშანია:
გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის ST-ელევციით ძირითადი ეკგ ნიშანია:
მიოკარდიუმის ინფარქტი ST-ელევციის გარეშე დიაგნოსტირდება თუ ეკგ-ზე აღინიშნება:1) T კბილის ცვლილებები; 2) ST სეგმენტის ცვლილებები;3) R კბილის ამპლიტუდის დაქვეითება; 4) პათოლოგიური Q კბილი.
მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შემდეგი ენზიმების აქტივობის განსაზღვრას:1) კრეატინფოსფოკინაზა; 2) გლუტამატოქსალოაცეტატტრანსამინაზა;3). ტროპონინი; 4). ალანინამინოტრანსფერაზა;5). ასპარტატამინოტრანსფერაზა.
კრეატინ ფოსფოკინაზას მიოკარდიული იზოენზიმის აქტივობა:1) იმატებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 4-8 სთ-ში;2) იმატებს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 14 სთ-ში;3). პიკს აღწევს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 24 სთ-ში;4). პიკს აღწევს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებიდან 3-6 დღეში.
კრეატინფოსფოკინაზას საერთო ფრაქციის აქტივობამ შეიძლება მნიშვნელოვნად მოიმატოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში, გარდა:
კრეატინფოსფოკინაზას მიოკარდიული იზოენზიმის აქტივობამ შეიძლება მოიმატოს:1) არასტაბილური სტენოკარდიის დროს;2) კარდიოქირურგიული ოპერაციების შემდგომ; 3). კარდიოვერსიის შემდგომ.
ტექნიციუმ-99 პიროფოსფატით ჩატარებული რადიოიზოტოპური გამოკვლევით მიოკარდიუმის ინფარქტი:1) დიაგნოსტირდება დაავადების განვითარებიდან 2-5 დღის განმავლობაში;2) დიაგნოსტირდება დაავადების განვითარებიდან 2-3 კვირის განმავლობაში;3). ვლინდება "ცივი" ლაქების" სახით; 4). ვლინდება "ცხელი" ლაქების სახით.
თალიუმ-201-ით ჩატარებული რადიოიზოტოპური გამოკვლევით მიოკარდიუმის ინფარქტი:1) ვლინდება "ცივი" ლაქების სახით; 2) ვლინდება "ცხელი" ლაქების სახით;3). ვლინდება მწვავე სტადიაში; 4). ვლინდება დანაწიბურების სტადიაში.
ექოკარდიოგრაფიული გამოკვლევა განსაკუთრებით ინფორმატიულია:1) მარცხენა პარკუჭის წინა კედლის ინფარქტის დიაგნოსტირებისთვის;2) მარჯვენა პარკუჭის ინფარქტის დიაგნოსტირებისთვის;3). მარცხენა პარკუჭის ანევრიზმის დიაგნოსტირებისთვის;4). მარცხენა პარკუჭის ღრუში თრომბის დიაგნოსტირებისთვის.
მიოკარდიუმის ინფარქტის უმწვავეს სტადიაში სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზია:
მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიაში პარკუჭების ფიბრილაცია:1) მიოკარდიუმის ელექტრული არასტაბილობის გამოვლენაა;2) აღმოცენდება წინამორბედი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არიტმიის შემდეგ;3). აღმოცენდება წინამორბედი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შემდეგ;4). შეიძლება აღმოცენდეს სწორი სინუსური რიტმის ფონზე.
მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიის ყველაზე უფრო ხშირი გართულებაა:
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პარკუჭების ფიბრილაცია ხშირად ვითარდება:1) პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ფონზე; 2) აჩქარებული პარკუჭოვანი რიტმის ფონზე;3). ხშირი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არიტმიის ფონზე;4). აბერანტული გამტარებლობით მიმდინარე კვანძოვანი რიტმის ფონზე.
მიოკარდიუმის ინფარქტის დროს პარკუჭების ფიბრილაცია ხშირად ვითარდება:1) ჯგუფური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არიტმიის ფონზე;2) პოლიტოპური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არიტმიის ფონზე;3). ნაადრევი (R-T-ზე) პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არიტმიის ფონზე;4). გამომხტარი პარკუჭოვანი რიტმის ფონზე.
სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა გულის გამტარი სისტემის და მიოკარდიუმის გავრცელებული ნეკროზის მაჩვენებელია თუ ის განვითარდა:
მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიაში სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, ჩვეულებრივ, ტრანზიტორული მოვლენაა, თუ ის განვითარდა:
მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიაში მარცხენა პარკუჭის უკმარისობა:1) ძალიან იშვიათად ვითარდება;2) ყველაზე ხშირად გამოვლინდება სამწევრა ან ოთხწევრა გალოპით;3). ვლინდება ფილტვებში შეგუბებითი ხიხინით;4). ხასიათდება მარცხენა პარკუჭის ავსების წნევის გაზრდით.
კარდიოგენური შოკი:1) მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიის გართულებაა;2) ხასიათდება დაბალი სისტოლური არტერიული წნევით;3). ხასიათდება გულის წუთმოცულობის გაზრდით;4). ხასიათდება მარცხენა პარკუჭის ავსების წნევის დაქვეითებით.