QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

461

ნიტრატების მიმართ ტოლერანტობის განვითარება შეიძლება თავიდან ავიცილოთ, თუ:1) დავიცავთ ე.წ. ,,ნიტრატებისაგან თავისუფალ პერიოდს~;2) ნიტრატებს დავნიშნავთ ხშირად და მცირე დოზებით;3). თუ გამოვიყენებთ მხოლოდ მონონიტრატებს;4). თუ გამოვიყენებთ დი - და მონო - ნიტრატებს.

462

ხანგრძლივმოქმედი ნიტრატების დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტებთან კომბინირებამ შეიძლება გამოიწვიოს:1) პრედატვირთვის გაზრდა; 2) პოსტ-დატვირთვის გაზრდა;3). პრე-დატვირთვის გადაჭარბებული დაქვეითება;4). პოსტ-დატვირთვის გადაჭარბებული დაქვეითება.

463

სტენოკარდიის სამკურნალოდ დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტების გამოყენება ემყარება პრეპარატის უნარს:1) გამოიწვიოს კორონარული სისხლძარღვების დილატაცია;2) მოხსნას ფიზიკური დატვირთვით განპირობებული ვაზოკონსტრიქცია;3). შეამციროს პოსტდატვირთვა; 4). გამოიწვიოს გულის ცემის გაიშვიათება.

464

სტენოკარდიის თერაპიისთვის ვერაპამილის და დილთიაზემის გამოყენება ემყარება მათ უნარს:1) გამოიწვიონ კორონარული სისხლძარღვების დილატაცია;2) შეამცირონ პოსტ-დატვირთვა; 3). გამოიწვიონ გულის ცემის გაიშვიათება;4). გამოიწვიონ მიოკარდიუმის კუმშვადობის დაქვეითება.

465

ნიტრატებთან და ბეტა-ბლოკატორებთან შედარებით, კალციუმის ანტაგონისტებს უპირატესობა ენიჭებათ:1) არასტაბილური სტენოკარდიის თერაპიისთვის;2) სიცივით გამოწვეული სტენოკარდიის თერაპიისთვის;3). ჰიპერვენტილაციით განპირობებული სტენოკარდიის თერაპიისთვის;4). პრინცმეტალის სტენოკარდიის თერაპიისთვის.

466

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის ყველაზე ხშირი სიმპტომია:

467

45 წლის მამაკაცი უჩივის მოჭერითი ხასიათის ტკივილს გულმკერდის არეში და გულისრევის შეგრძნებას. ტკივილი დაიწყო ექიმთან მისვლამდე 1 სთ ადრე. ობიექტურად, არტერიული წნევა 110/70 მმ.ვწყ.სვ, პულსი 72, პროფუზული ოფლიანობა. აუსკულტაციით ორივე ფილტვის ქვედა წილებში მოისმინება სველი ხიხინი. ეკგ-ზე V1-V4 განხრებში აღინიშნება ST სეგმენტის ელევაცია, II, III, avF განხრებში კი ST სეგმენტის დეპრესია.სავარაუდო დიაგნოზია:

468

ტკივილის გარეშე მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, ყველაზე ხშირად, მიმდინარეობს:1) ახალგაზრდა ავადმყოფებში; 2) ხანდაზმულ ავადმყოფებში;3). შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ ავადმყოფებში;4). ჰიპერტონული დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფებში.

469

მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებისას აღმოცენებული ტკივილი ყველაზე ხშირად:1) ლოკალიზდება გულმკერდის ცენტრალურ ნაწილში;2) ლოკალიზდება ეპიგასტრიუმში;3). ირადირდება ზემო კიდურებში, ზურგში, ქვედა ყბაში, მარცხენა ჰიპოგასტრიუმში.

470

სტენოკარდიისგან განსხვავებით მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებისას აღმოცენებული ტკივილი:1) უფრო ინტენსიური ხასიათისაა; 2) უფრო დიდი ხანგრძლივობისაა;3). ირადირდება ზემო კიდურებში, ზურგში, ქვედა ყბაში;4). ირადირდება ჭიპის ქვემოთ.

471

სტენოკარდიის შეტევისაგან განსხვავებით, მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებისას:1) ავადმყოფი გაუნძრევლად წევს საწოლში;2) ავადმყოფი აგზნებულია და საწოლში მოუსვენრად წევს;3). ტკივილი 30 წთ-ზე მეტ ხანს გრძელდება;4). ავადმყოფი იღებს იძულებით მჯდომარე პოზას.

472

მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მაღალ ალბათობაზე მიუთითებს:1) მკერდის ძვლის უკან ლოკალიზებული 5 წთ-ის ხანგრძლივობის ტკივილი;2) მკერდის ძვლის უკან ლოკალიზებული 30 წთის ხანგრძლივობის ტკივილი;3). კანის საფარველის სიმშრალე; 4). ოფლიანობა.

473

ბრადიკარდია და ჰიპოტონია უფრო ხშირად აღინიშნება მარცხენა პარკუჭის:1) წინა-სეპტალური კედლის ინფარქტების დროს;2) წინა კედლის ინფარქტების დროს;3). უკანა-დიაფრაგმული (ქვედა) კედლის ინფარქტების დროს;4). უკანა-ბაზალური კედლის ინფარქტების დროს.

474

მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებისას შეიძლება მოვისმინოთ:1) IV ტონი; 2) III ტონი; 3). მოყრუებული ტონები;4). II ტონის პარადოქსული გახლეჩა.

475

მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებისას ყველაზე ხშირად მოისმინება:1) IV ტონი; 2) III ტონი; 3). მოყრუებული ტონები;4). II ტონის პარადოქსული გაჩხლეჩა.

476

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის განვითარებისას ყველაზე იშვიათად მოისმინება:1) IV ტონი; 2) III ტონი; 3). მოყრუებული ტონები; 4). II ტონის პარადოქსული გახლეჩა.

477

მარჯვენა პარკუჭის ინფარქტის განვითარებისას შეიძლება აღინიშნოს: 1)პერიკარდიუმის ხახუნის ხმიანობა; 2) საუღლე ვენების დაბერვა და პულსაციის გაძლიერება; 3) საძილე არტერიებზე - მცირე პულსი; 4) საწყის მონაცემებთან შედარებით სისტოლური არტერიული წნევის 15%-ით დაქვეითება;

478

მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს შეიძლება აღინიშნოს ტემპერატურის მომატება: 1) I კვირაში 38 გრადუსამდე; 2) ორი კვირის განმავლობაში 38 გრადუსამდე; 3) I კვირაში 40 გრადუსამდე; 4) ორი კვირის განმავლობაში 40 გრადუსამდე.

479

მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებისას ლეიკოციტოზი:1) ვითარდება დაავადების დაწყებიდან რამოდენიმე საათში;2) ვითარდება დაავადების დაწყებიდან 3-7 დღეში;3). ნარჩუნდება 1-2 კვირის განმავლობაში; 4). აღწევს (20 ÷ 10**9)/ლ -დან - (25 ÷ 10**9)/ლმდე.

480

მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარებისას ედსი:1) იმატებს დაავადების დაწყებიდან 3-7 სთ-ში;2) პიკს აღწევს დაავადების პირველ კვირას;3). მომატებული რჩება 1-2 კვირის განმავლობაში;4). მომატებული რჩება 3-4 კვირის განმავლობაში.

განმარტებები