სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ ავადმყოფთათვის პროგნოზული მნიშვნელობა ენიჭება:1) მარცხენა პარკუჭის ფუნქციურ მდგომარეობას;2) კორონარული არტერიების სტენოზის ლოკალიზაციას და ხარისხს;3). მიოკარდიუმის იშემიის გამოხატულებას;4). კორონარული არტერიების ათეროსკლეროზის პროგრესირების სიჩქარეს.
ყველაზე არახელსაყრელი პროგნოზი მოსალოდნელია გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ იმ ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ:1) მარცხენა წინა დასწვრივი კორონარული არტერიის პროქსიმალური ნაწილის სტენოზი;2) მარცხენა წინა დასწვრივი კორონარული არტერიის დისტალური ნაწილის სტენოზი;3). მარჯვენა კორონარული არტერიის სტენოზი;4). მარცხენა შემომხვევი კორონარული არტერიის სტენოზი.
არასახარბიელო პროგნოზი მოსალოდნელია გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ იმ ავადმყოფებში, რომლებსაც აღენიშნებათ:1) მედიკამენტური თერაპიისადმი რეზისტენტული ხშირი სტენოკარდიული შეტევები;2) მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან ხანმოკლე პერიოდში აღმოცენებული სტენოკარდიული შეტევები;3). ფიზიკური დატვირთვისას მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირება;4). დოზირებული ფიზიკური დატვირთვის სტენოკარდიული ტკივილი.
არასტაბილურ სტენოკარდიას მიეკუთვნება:1) ახლადაღმოცენებული სტენოკარდია (II-IIIფკ კანადის კარდიოვასკულარული ასოციაციის კლასიფიკაციით);2) პროგრესირებადი სტენოკარდია (არსებული სტაბილური სტენოკარდიის დესტაბილიზაცია მინიმუმ IIIფკ-მდე კანადის კარდიოვასკულარული ასოციაციის კლასიფიკაციით);3). მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან რამდენიმე დღეში ან კვირაში აღმოცენებული სტენოკარდია. 4) გახანგრძლივებული (>20წთ) სტენოკარდია მოსვენების დროს.
არასტაბილური სტენოკარდია:1) შეიძლება დასრულდეს გამოჯანმრთელებით;2) შეიძლება დასრულდეს უეცარი სიკვდილით;3). აუცილებლად ბოლოვდება მიოკარდიუმის ინფარქტით;4). შეიძლება გადავიდეს სტაბილურ სტენოკარდიაში.
არასტაბილური სტენოკარდიის პათო-ფიზიოლოგიური საფუძველი შეიძლება იყოს:1) კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული დაზიანება;2) კორონარული არტერიების სპაზმი;3). კორონარული არტერიის არაათეროსკლეროზული დაზიანება (ტრავმა, არტერიტი, დისექცია და აშ)
მუნჯი იშემია:1) გულის იშემიური დაავადების ერთ-ერთი ფორმაა, რომლის დროსაც მიოკარდიუმის იშემიის ეკგ გამოვლინებას თან არ ახლავს სტენოკარდიის კლინიკური სურათი;2) არ არის დაკავშირებული კორონარულ ათეროსკლეროზთან;3). არასოდეს იწვევს მიოკარდიუმის ინფარქტის ან უეცარი სიკვდილის განვითარებას;4). პრაქტიკულად არ საჭიროებს მკურნალობას.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პათოლოგიების კორეგირება გამოიწვევს მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების შემცირებას:1) ანემია; 2) არტერიული ჰიპერტენზია; 3). თირეოტოქსიკოზი; 4). პულმონური დისფუნქცია.
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი პათოლოგიების თერაპია გამოიწვევს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგების გაუმჯობესებას:1) ანემია; 2) არტერიული ჰიპერტენზია; 3). თირეოტოქსიკოზი;4). ფილტვების დაავადებები.
სტანდარტული ანტიანგინალური აგენტებია:1) ნიტრატები; 2) ბეტაბლოკატორები; 3). კალციუმის ანტაგონისტები;4). ანტიაგრეგანტები.
ბეტა - ბლოკატორების მიღება პირდაპირ ნაჩვენებია:1) დაძაბვის სტენოკარდიით შეპყრობილი პოსტინფარქტული ავადმყოფებისთვის;2) დაძაბვის სტენოკარდიის და მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის ერთდროულად არსებობისას;3). დაძაბვის სტენოკარდიის და ტაქიკარდიის შერწყმის შემთხვევაში;4). ვარიანტული სტენოკარდიის სამკურნალოდ.
დიჰიდროპირიდინის ტიპის კალციუმის ანტაგონისტებს ბეტაბლოკატორებთან შედარებით უპირატესობა ენიჭებათ დაძაბვის სტენოკარდიის:1) რესპირატორულ დაავადებასთან შერწყმის შემთხვევაში;2) შაქრიან დიაბეტთან შერწყმის შემთხვევაში;3). გამოხატულ ჰიპერლიპიდემიასთან შერწყმის შემთხვევაში;4). ტაქიკარდიასთან შერწყმის შემთხვევაში.
,,მუნჯი" იშემიის თერაპიისათვის გამოიყენება:1) ნიტრატები; 2) ბეტა-ბლოკატორები; 3). კალციუმის ანტაგონისტები.
ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია, არასტაბილური სტენოკარდიის თერაპიისათვის დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტები:1) არ არის რეკომენდირებული ბეტა-ბლოკატორებთან კომბინირების გარეშე;2) უკუნაჩვენებია, რადგან იწვევს ტაქიკარდიის განვითარებას;3). უკუნაჩვენებია, რადგან იწვევს ჟანგბადის მოხმარების გაზრდას;4). უკუნაჩვენებია ფიბრინოლიზურ თერაპიასთან კომბინირების გარეშე.
სტენოკარდიის თერაპიისათვის ბეტა-ბლოკატორების გამოყენება ემყარება მათ უნარს:1) შეამცირონ მიოკარდიუმის მოთხოვნილება ჟანგბადზე;2) გაზარდონ მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგება;3). გამოიწვიონ კორონარული არტერიების დილატაცია;4). გამოიწვიონ პერიფერიული არტერიების დილატაცია.
მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილებას ბეტა-ბლოკატორები ამცირებენ:1) გულის ცემის სიხშირის გაიშვიათებით; 2) არტერიული წნევის დაქვეითებით;3). მიოკარდიუმის კუმშვადობის დაქვეითებით; 4) მარცხენა პარკუჭის დიასტოლის გაზრდით.
სტენოკარდიის თერაპიისათვის ბეტა-ბლოკატორის ისეთი დოზა უნდა შეირჩეს, რომ:1) მოსვენების მდგომარეობაში გულის ცემის სიხშირე იყოს 55 - 60 შეკ/წთ;2) მოსვენების მდგომარეობაში გულის ცემის სიხშირე იყოს 65 - 70 შეკ/წთ;3). ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას გულის ცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 100 შეკ/წთ;4 ) ჩვეული ფიზიკური დატვირთვისას გულის ცემის სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 120 შეკ/წთ.
ბეტა-ბლოკატორის ვერაპამილთან კომბინირება ყველაზე ხშირად იწვევს:1) ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის შეფერხებას; 2) სინუსურ ბრადიკარდიას;3). ჰიპოტენზიას; 4). მიოკარდიუმის კუმშვადობის მკვეთრ დაქვეითებას.
სტენოკარდიის შეტევის კუპირებისთვის სუბლინგვალური ნიტროგლიცერინის მიღება უნდა მოხდეს მჯდომარე პოზაში იმიტომ, რომ:1) ვერტიკალურ მდგომარეობაში პრეპარატის მიღებისას შეიძლება სინკოპე განვითარდეს;2) ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იზრდება სისხლის მიდინება გულისაკენ, რაც თავის მხრივ განაპირობებს გულზე დატვირთვის კიდევ უფრო მეტად გაზრდას;3). მჯდომარე პოზაში პრეპარატი ადვილად აბსორბირდება.
სტენოკარდიის შეტევის კუპირებისთვის შეიძლება გამოვიყენოთ:1) ნიტროგლიცერინი; 2) იზოსორბიდ დინიტრატი; 3). იზოსორბიდ მონონიტრატი.