QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

421

სტენოკარდიული შეტევის აღმოცენების ზღურბლი:1) ყოველთვის ერთნაირია; 2) შეიძლება შეიცვალოს ერთი დღის განმავლობაშიც;3). უფრო მაღალია ქალებში; 4). უფრო მაღალია მამაკაცებში.

422

ვარიანტული სტენოკარდიის აღმოცენების მიზეზი:1) რომელიმე პროქსიმალური ეპიკარდიული არტერიის ლოკალური სპაზმია;2) რომელიმე ინტრამიოკარდიული არტერიის ლოკალური სპაზმია;3). ძილის დროს სუნთქვის ცენტრის დათრგუნვაა;4). ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გულის ზომების და აქედან გამომდინარე მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების გაზრდაა.

423

რომელი ფორმულირება შეესაბამება ყველაზე მეტად ვარიანტული (პრინცმეტალის) სტენოკარდიის ცნებას:

424

ვარიანტული სტენოკარდიის შეტევა აღმოცენდება:1) მხოლოდ ინტაქტური კორონარული არტერიების სპაზმის შედეგად;2) მხოლოდ ათეროსკლეროზული კორონარული არტერიების სპაზმის შედეგად;3). შეიძლება აღმოცენდეს როგორც ინტაქტური, ასევე ათეროსკლეროზული კორონალური არტერიების სპაზმის შედეგად;4). ხასიათდება ეკგ STსეგმენტის ელევაციით.

425

ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელია ვარიანტული სტენოკარდიის ყველაზე ეფექტური სამკურნალო და პროფილაქტიკური საშუალება:

426

ვარიანტული სტენოკარდიის შეტევა:1) ჩვეულებრივ, აღმოცენდება მოსვენების მდგომარეობაში, ღამით;2) ჩვეულებრივ, აღმოცენდება მსუბუქი ფიზიკური დატვირთვისას;3). შეიძლება აღმოცენდეს ფიზიკური დატვირთვის ფონზე;4). შეიძლება განვითარდეს პაროქსიზმული ტაქიკარდიის ფონზე.

427

გულმკერდის არეში ტკივილის აღმოცენების მიზეზი შეიძლება იყოს:1) აორტის განმშრევებელი ანევრიზმა; 2) პერიკარდიტი; 3). პლევრიტი;4). ემოციური გადაღლა ან გადაძაბვა.

428

სტენოკარდიის შეტევის დროს ჩატარებული ფიზიკალური გამოკვლევით:1) ჩვეულებრივ, ნორმიდან რაიმე გადახრა არ ვლინდება;2) პალპაციით გულის არეში შეიძლება გამოვლინდეს პათოლოგიური პულსაცია;3). მწვერვალზე მოისმინება IV ტონი;4). მწვერვალზე შეიძლება მოვისმინოთ სისტოლური შუილი.

429

სტენოკარდიის შეტევებს შორის პერიოდში ჩატარებული ფიზიკალური გამოკვლევით:1) ჩვეულებრივ, ნორმიდან რაიმე გადახრა არ ვლინდება;2) პალპაციით გულის არეში შეიძლება შევიგრძნოთ პათოლოგიური პულსაცია;3). მწვერვალზე შეიძლება მოვისმინოთ IV ტონი;4). მწვერვალზე შეიძლება მოვისმინოთ სისტოლური შუილი.

430

სტენოკარდიის შეტევის პერიოდში გადაღებულ ეკგ-ზე შეიძლება აღინიშნოს:1) T კბილის ინვერსია; 2) ST სეგმენტის დეპრესია; 3). ST სეგმენტის ელევაცია;4). ჩვეულებრივ, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება.

431

პრინცმეტალის სტენოკარდიის შეტევის დროს გადაღებულ ეკგ-ზე აღინიშნება:1) T კბილის ინვერსია; 2) ST სეგმენტის დეპრესია; 3). ST სეგმენტის ელევაცია;4). ჩვეულებრივ, პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება.

432

სტენოკარდიის შეტევებს შორის პერიოდში - ნორმალური ეკგ:1) გამორიცხავს სტენოკარდიის დიაგნოზს; 2) ადასტურებს სტენოკარდიის დიაგნოზს;3). არ არის გადამწყვეტი სტენოკარდიის დიაგნოსტირებისათვის;4). აღენიშნებათ სტენოკარდიით შეპყრობილ ავადმყოფთა ნახევარს.

433

დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტის შეწყვეტის კრიტერიუმებია, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

434

დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტის ჩატარებისას გულის იშემიური დაავადებისთვის სპეციფიურია:

435

დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტზე ფსევდოუარყოფითი შედეგი ხშირად აღენიშნებათ:1) ახალგაზრდა, ასიმპტომურ ქალებს; 2) 45 წელს გადაცილებულ მამაკაცებს;3). ქინიდინით ან საგულე გლიკოზიდებით ნამკურნალებ ავადმყოფებს;4). ავადმყოფებს I ან II ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადით.

436

დოზირებული ფიზიკური დატვირთვის ტესტზე ფსევდოდადებითი შდეგი ხშირად აღენიშნებათ:1) ქალებს; 2) 45 წელს გადაცილებულ მამაკაცებს;3). ქინიდინით ან საგულე გლიკოზიდებით ნამკურნალებ ავადმყოფებს;4). ავადმყოფებს I ან II ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადით.

437

მარცხენა პარკუჭის იშემიური დისფუნქციის მიმანიშნებელი და ცუდი პროგნოზული ნიშანია, ფიზიკური დატვირთვის ტესტის:1) ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტა (მოცემული ავადმყოფისათვის გულის ცემის სუბმაქსიმალური სიხშირის მიღწევამდე);2) დროს არტერიული წნევის მომატების მაგივრად მისი დაქვეითება;3). სტენოკარდიის შეტევის ან ST სეგმენტის ელევაციის განვითარება მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე;4). დამთვრებიდან 5 წთ-ის და უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ST სეგმენტის დეპრესიის შენარჩუნება.

438

კორონარული არტერიების მძიმე დაზიანებაზე მიუთითებს ფიზიკური დატვირთვის ტესტის:1) ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტა (მოცემული ავადმყოფებისათვის გულის ცემის სუბმაქსიმალური სიხშირის მიღწევამდე);2) დროს არტერიული წნევის მომატების მაგივრად მისი დაქვეითება;3). სტენოკარდიის შეტევის ან ST სეგმენტის ელევაციის განვითარება მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე;4). დამთავრებიდან 5 წთ-ის და უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ST სეგმენტის დეპრესიის შენარჩუნება.

439

ფიზიკური დატვირთვის ტესტის ჩატარებისას დატვირთვის სიმაღლეზე ავადმყოფისათვის ინტრავენურად რადიოიზოტოპის (თალიუმ - 201) შეყვანისას სტენოკარდიის დიაგნოზს ადასტურებს:1) იზოტოპის შეყვანიდან 5-10 წთ-ის შემდეგ მიღებულ მიოკარდიუმის გამოსახულებაზეთალიუმ - 201-ის თანაბარი განაწილება;2) იზოტოპის შეყვანიდან 5 - 10 წთ-ის შემდეგ მიღებულ მიოკარდიუმის გამოსახულებაზე ერთი ან რამდენიმე ,,თეთრი ლაქა~;3). იზოტოპის შეყვანიდან 2 - 4 სთ-ის შემდეგ მიღებულ მიოკარდიუმის გამოსახულებაზეთალიუმ - 201-ის თანაბარი განაწილება;4). იზოტოპის შეყვანიდან 2 - 4 სთ-ის შემდეგ მიღებულ მიოკარდიუმის გამოსახულებაზეერთი ან რამდენიმე ,,თეთრი ლაქა".

440

კორონაროგრაფიის ჩატარება ნაჩვენებია:1) სტენოკარდიით შეპყრობილი ყველა ავადმყოფისთვის;2) მხოლოდ არასტაბილური სტენოკარდიით შეპყრობილი ავადმყოფებისთვის;3). თუ არაინვაზიური გამოკვლევების შედეგებით არ დადასტურდა ან არ გამოირიცხა სტენოკარდიის დიაგნოზი;4). ტრანსლუმინური კორონარული ანგიოპლასტიკის/სტენტირების ან კორონარული შუნტირების ჩვენების დაზუსტებისათვის.

განმარტებები