სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
ნორმაში კორონარული სისხლის მიმოქცევის რეგულირება წარმოებს:1) კორონარული სისხლძარღვების რეზისტენტობის ცვალებადობით;2) მიოკარდიუმის მიერ სისხლიდან ექსტრაგირებული ჟანგბადის რაოდენობის ცვალებადობით;3). სისტოლის ხანგრძლივობის ცვალებადობით;4). დიასტოლის ხანგრძლივობის ცვალებადობით;5). სისტოლასა და დიასტოლას შორის თანაფარდობის ცვალებადობით.
მიოკარდიუმის იშემიის ყველაზე ხშირი მიზეზია:
ეპიკარდიული კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი განაპირობებს:1) ამ არტერიების შევიწროვებას;2) მიოკარდიუმის პერფუზიის დაქვეითებას მხოლოდ მოსვენების მდგომარეობაში;3). მიოკარდიუმის პერფუზიის დაქვეითებას მხოლოდ ფიზიკური დატვირთვისას;4). მიოკარდიუმის პერფუზიის დაქვეითებას მოსვენების მდგომარეობაში ან საჭიროების შემთხვევაში (მაგ. ფიზიკური დატვირთვისას) მიოკარდიუმის პერფუზიის არაადექვატურ გაზრდას.
კორონარული სისხლძარღვების თანდაყოლილი ანომალიები:1) ხშირად განაპირობებენ მიოკარდიუმის იშემიის განვითარებას მოზრდილებში;2) ხშირად განაპირობებენ მიოკარდიუმის იშემიის განვითარებას თანდაყოლილი კარდიომიოპათიებით შეპყრობილ ავადმყოფებში;3). შეიძლება გახდნენ ბავშვებში მიოკარდიუმის იშემიის განვითარების მიზეზი;4). შეიძლება გახდნენ ბავშვებში მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების მიზეზი.
აორტის ხვრელის სტენოზით შეპყრობილ ავადმყოფებში მიოკარდიუმის იშემიის მიზეზია:1) მარცხენა პარკუჭის მკვეთრი ჰიპერტროფიის შედეგად კორონარული არტერიების რეფლექსური სპაზმი;2) ჰიპერტროფირებული მარცხენა პარკუჭის გაზრდილი მოთხოვნილება ჟანგბადზე;3). მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის შედეგად სისტოლური მოცულობის და აქედან გამომდინარე არტერიული წნევის (პოსტდატვირთვის) გაზრდა.
ტაქიკარდიის განვითარება მიოკარდიუმის იშემიას განსაკუთრებით ამძაფრებს შემდეგი პათოლოგიებით შეპყრობილ ავადმყოფებში:1) კორონარული ათეროსკლეროზით; 2) ანემიით; 3). აორტის ხვრელის სტენოზით;4). არტერიული ჰიპერტენზიით.
კორონარული ათეროსკლეროზით და აორტის ხვრელის სტენოზით შეპყრობილ ავადმყოფებში ტაქიკარდიის განვითარება განაპირობებს მიოკარდიუმის იშემიის გამძაფრებას, რადგან იგი იწვევს:1) მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების გაზრდას;2) უპირატესად სისტოლის ხანგრძლივობის შემცირებას;3). უპირატესად დიასტოლის ხანგრძლივობის შემცირებას;4). პერფუზიის საერთო ხანგრძლივობის შემცირებას.
კორონარული ათეროსკლეროზის ფონზე მიოკარდიუმის იშემიის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს:1) ტაქიკარდიამ; 2) ჰიპოტონიამ; 3). თირეოტოქსიკოზმა; 4). ანემიამ.
კორონარული ათეროსკლეროზისთვის დამახასიათებელი ცვლილებები:1) ძირითადად ლოკალიზდებიან ეპიკარდულ კორონარულ არტერიებში;2) ძირითადად ლოკალიზდებიან ინტრამიოკარდულ კორონარულ არტერიებში;3). კორონარულ სისხლძარღვებში განლაგებულნი არიან თანაბრად;4). კორონარულ სისხლძარღვებში განლაგებულნი არიან სეგმენტურად.
ეპიკარდული კორონარული არტერიების ათეროსკლეროზული შევიწროვებისას, ობსტრუქციის ხარისხის დროებითი გაზრდა შეიძლება გამოიწვიოს:1) კორონარული არტერიების სპაზმმა; 2) კორონარული არტერიების თრომბოზმა;3). ტაქიკარდიამ; 4). არტერიულმა ჰიპერტენზიამ.
სისხლძარღვთა კარგად განვითარებული კოლატერალური ქსელი აღინიშნება:1) პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებში; 2) ბავშვობისა და მოზარდობის ასაკში;3). კორონარული ათეროსკლეროზის თანდათანობით განვითარებისას;4). კორონარული ობსტრუქციის სწრაფად განვითარებისას.
სისხლძარღვთა კარგად განვითარებული კოლატერალური ქსელი უზრუნველყოფს მიოკარდიუმის ჟანგბადზე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას:1) მოსვენებით მდგომარეობაში; 2) ფიზიკური დატვირთვისას;3). ფსიქო-ემოციური დატვირთვისას.
ქვემოთ ჩამოთლილი დებულებებიდან სწორია:1) მიოკარდიუმის სუბენდოკარდიული ნაწილების იშემია ვითარდება სუბეპიკარდიული იშემიის შემდგომ;2) მარცხენა პარკუჭის დიდი ნაწილის იშემია განაპირობებს ამ უკანასკნელის უკმარისობის განვითარებას;3). დვრილისებრი კუნთების იშემია განაპირობებს მიტრალური სარქვლის ნაკლოვანების განვითარებას;4). გარდამავალი იშემია განაპირობებს მიოკარდიუმის ნეკროზის განვითარებას.
მიოკარდიუმის იშემია შეიძლება გამოვლინდეს:1) T კბილის ინვერსიით; 2) ST სეგმენტის დეპრესიით;3). ST სეგმენტის ელევაციით; 4). პარკუჭოვანი ტაქიკარდიის განვითარებით;5). პარკუჭების ფიბრილაციის განვითარებით.
სტენოკარდია:1) მიოკარდიუმის იშემიის კლინიკური გამოვლინებაა;2) და კორონარული ათეროსკლეროზი, იდენტური ცნებებია;3). ვითარდება მიოკარდიუმის ტრანზიტორული იშემიის დროს;4). ხშირად ვითარდება კორონარული ათეროსკლეროზის ფონზე.
სტენოკარდიული დისკომფორტი აღიწერება, როგორც:1) გულმკერდის არეში მოჭერის ან ზეწოლის შეგრძნება;2) მოხრჩობის ან ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;3). მკერდის ძვლის უკან ტკივილის შეგრძნება.
სტენოკარდიის შეტევა, ჩვეულებრივ:1) აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის ფონზე;2) აღმოცენდება ემოციური სტრესის ფონზე; 3). გრძელდება 30 წთ-ს და მეტ ხანს; 4). იხსნება ნიტროგლიცერინის სუბლინგვალური მიღების შემდეგ.
სტენოკარდიული ტკივილი შეიძლება ირადირდეს სხეულის ყველა ჩამოთვლილ ნაწილში, გარდა:
დაძაბვის სტენოკარდიის შეტევა ხშირად აღმოცენდება:1) საკვების მიღების შემდეგ; 2) აღმართზე ასვლისას; 3). სიცივეში; 4). სიცხეში; 5). უზმოზე.
სტენოკარდიული დისკომფორტი:1) ძლიერდება ხველის და ღრმად ჩასუნთქვისას;2) ძლიერდება სხეულის წინ გადახრისას;3). იხსნება მხოლოდ ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ;4). შეიძლება მოიხსნას როგორც ნიტროგლიცერინის მიღების, ისე ფიზიკური აქტივობის შეწყვეტის (მოსვენების) შედეგად.