სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიას პალატაში ალვეოლური ჰიპოვენტილაციის მიზეზია: 1. ცენტრალური ნერვული სისტემის დათგუნვა; 2. სასუნთქი კუნთების სისუსტე; 3. სხვადასხვა გენეზის ნეიროპათიები; 4.ტკივილის გამო სუნთქვის აქტის სეზღუდვა;
ცენტრალურ ვენურ წნევას ხშირად ზომავენ სისხლის სისხლძარღვშიდა მოცულობის განსასაზღვრისათვის, ასევე მონიტორინგისა და მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად. რისი გაკეთება არის საჭირო სისხლდენის დროს ამ მონაცემის ინფორმატიულობის მომატებისათვის: 1. ცალკეული გაზომვის ინტერპრეტაცია; 2. რამოდენიმე თანამიმდევრული გაზომვის ინტერპრეტაცია; 3. ცენტრალური ვენური წნევის გაზომვა ვერტიკალურ პოზაში; 4. ცენტრალური ვენური წნევის გაზომვა უწყვეტად ჰორიზონტალურ პოზაში.
მწვავე სისხლდენა რატომ არ აისახება დაუყოვნებლივ ჰემატოკრიტის სიდიდეზე? 1. დაკარგულ სისხლში ერითროციტები უფრო მეტია ვიდრე პლაზმა; 2. დაკარგული სისხლის ჰემატოკრიტი შეესაბამება ავადმყოფის ჰემატოკრიტს; 3. ინფუზიური თერაპია არ ცვლის ჰემატოკრიტის მაჩვენებელს; 4. ტრანსკაპილარული შევსება(სითხის გადანაცვლება ინტერსტიციული სექტორიდან სისხლძარღვოვანში) გრძელდება 20-30 საათი;
ინტრავენური ინფუზიის სიჩქარე დამოკიდებულია: 1. ვენაში შეყვანილი კათეტერის დიამეტრზე; 2. ვენის დიამეტრზე, რომელშიც კათეტერი არის შეყვანილი; 3. კათეტერის სიგრძეზე; 4. კათეტერის ადგილმდებარეობაზე.
სისხლდენის დროს, რენიმატოლოგისათვის ჰიპოვოლემიის მკურნალობის ძირითადი მიზანი არის: 1. გულის წუთმოცულობის სათანადო დონეზე შენარჩუნება. 2. ჰემოგლობინის კონცენტრაციის შენარჩუნება. 3. შერეულ ვენურ სისხლში ჰემოგლობინის ჟანგბადით გაჯერების შენარჩუნება სათანადო დონეზე. 4. პერფუზიის სათანადო დონეზე შენარჩუნება
ჰიპოვოლემიის მსუბუქი და არამძიმე ფორმების მკურნალობის დროს რატომ ენიჭება უპირატესობა კრისტალოიდურ ხსნარებს: 1. კრისტალოიდური ხსნარები კოლოიდურ პლაზმისშემცვლელებზე მეტად ზრდიან გულის წუთმოცულობას; 2. კრისტალოიდურ ხსნარებს უფრო ნაკლები ხარისხით აქვთ გამოხატული ჰემოდინამიკური ეფექტი, ვიდრე კოლოიდურ პლაზმისშემცვლელებს; 3. კოლოიდური ხსნარები ძირითადად აღადგენენ ინტერსტიციულ სექტორს; 4. კრისტალოიდური ხსნარები ავსებენ ინტერსტიციულ სექტორს და მათი რაოდენობის მხოლოდ 1/3-ს გააჩნია ჰემოდინამიკური ეფექტი.
ჰემოტრანსფუზიის შედეგად ჰემოგლობინის საკმარისი რაოდენობის მიღწევის კრიტერიუმია: 1. სისხლში ჰემოგლობინის შემცველობის მომატება 50 გ/ლ-მდე; 2. სისხლში ჰემოგლობინის შემცველობის მომატება 100 გ/ლმდე; 3. სისხლში ჰემოგლობინის შემცველობის მომატება 120 გ/ლ-მდე; 4. სისხლსი Hb 7.0mg/dl.
მამაკაცებში მოცირკულირე სისხლის მოცულობა ნორმაში, საშუალოდ არის: 1. 60 მლ/კგ 2. 70 მლ/კგ 3. 80 მლ/კგ 4. 90 მლ/კგ
სისხლის მოცულობის დანაკარგისა და კლინიკური სიმპტომების მიხედვით დადგენილია 4 კლასი. რომელ კლასს შეესაბამება მოცირკულირე სისხლის მოცულობის 15% დანაკარგი:
სისხლის მოცულობის დანაკარგისა და კლინიკური სიმპტომების მიხედვით დადგენილია 4 კლასი. რომელ კლასს შეესაბამება მოცირკულირე სისხლის მოცულობის დანაკარგი 20-25%:
სისხლის მოცულობის დანაკარგისა და კლინიკური სიმპტომების მიხედვით კლასიფიკაციისას დადგენილია 4 კლასი. რომელ კლასს შეესაბამება მოცირკულირე სისხლის მოცულობის დანაკარგი 30-40%:
სისხლის მოცულობის დანაკარგისა და კლინიკური სიმპტომების მიხედვით კლასიფიკაციისას დადგენილია 4 კლასი. რომელ კლასს შეესაბამება მოცირკულირე სისხლის მოცულობის დანაკარგი > 40%:
მოცირკულირე სისხლის მოცულობის დანაკარგის I კლასისათვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: 1. ტაქიკარდია. 2. ორთოსტატული ჰიპოტენზია 3. არტერიული ჰიპოტენზია ზურგზე წოლისას და ოლიგურია 4. ცნობიერების დაბინდვა და კოლაფსი
მოცირკულირე სისხლის მოცულობის დანაკარგის II კლასისათვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: 1. ტაქიკარდია) 2. ორთოსტატული ჰიპოტენზია 3. არტერიული ჰიპოტენზია ზურგზე წოლისას და ოლიგურია 4. ცნობიერების დაბინდვა და კოლაფსი
მოცირკულირე სისხლის მოცულობის დანაკარგის III კლასისათვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: 1. ტაქიკარდია. 2. ორთოსტატული ჰიპოტენზია 3. არტერიული ჰიპოტენზია ზურგზე წოლისას და ოლიგურია 4. ცნობიერების დაბინდვა და კოლაფსი
მოცირკულირე სისხლის მოცულობის დანაკარგის IV კლასისათვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები: 1. ტაქიკარდია. 2. ორთოსტატული ჰიპოტენზია 3. არტერიული ჰიპოტენზია ზურგზე წოლისას და ოლიგურია 4. ცნობიერების დაბინდვა და კოლაფსი
მწვავე სისხლდანაკარგის საწყის ეტაპზე: 1. ადგილი აქვს ჰემოკონცენტრაციას ჰემატოკრიტის მატებით; 2. ადგილი აქვს ჰემოდილუციას ჰემატოკრიტის შემცირებს; 3. ჰემატოკრიტი არ იცვლება; 4. ინტერსტიციული სითხე სწრაფად ინაცვლებს სისხლძარღვშიდა არეში პლაზმის მოცულობის შენარჩუნების მიზნით.
ჰემოტრანსფუზიის წინ უნდა გაკეთდეს ყველაფერი, გარდა: 1. ინდივიდუალური შეთავსება; 2. დონორის ჰემოგლობინის კონცენტრაციის განსაზღვრა; 3. ბიოლოგიური სინჯი; 4. რეციპიენტის გამოკვლევა HBS ანტიგენზე.
მოცირკულირე სისხლის 15-20 % დანაკარგის დროს უპირატესობა ენიჭება: 1. პლაზმას; 2. ლეიკოციტურ მასას; 3. თრომბოციტულ მასას; 4. კრისტალოიდურ ხსნარებს.
როდესაც სისხლის დანაკარგი მოცირკულირე სისხლის მოცულობის 30%-ზე მეტია, საწყისი რეზუსკიტაციისთვის უპირატესობა ენიჭება: 1. თრომბოციტულ მასას; 2. პლაზმას; 3. ლეიკოციტურ მასას; 4. კრისტალოიდური ხსნარების გადასხმას;.