QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1381

როგორია წნევის ნორმალური მაჩვენებლები გულის ღრუებსა და ფილტვის არტერიაში? 1. მარჯვენა წინაგული -15-30 მმ.ვწყ.სვ; 2. ფილტვის არტერია-10-12 მმ.ვწყ.სვ; 3. ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის წნევა - 6-12 მმ.ვწყ.სვ; 4. საშუალო წნევა ფილტვის არტერიაში - 10-18 მმ.ვწყ.სვ. 5. მარჯვენა პარკუჭი-15-30 მმ.ვწყ.სვ.

1382

ფილტვის არტერიის კათეტერიზაციის პირობებში სარწმუნო მონაცემების მიღებისთვის გასათვალისწინებელია შემდეგი: 1. ფილტვის არტერიაში წნევა უნდა გაიზომოს ჩასუნთქვის პიკზე; 2. ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის წნევა ყოველთვის უფრო მაღალია ვიდრე ფილტვის არტერიაში დიასტოლური წნევა; 3. ტაქიკარდიისას (P -მეტია120) ფილტვის არტერიაში დიასტოლური წნევა შეიძლება იმატებდეს, რადგან არ არის საკმარისი დრო, რათა ის დაუბრუნდეს საწყის დონეს; 4. ცენტრალური ვენური წნევა და ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის წნევა- მოცირკულირე სისხლის მოცულობის შეფასების სანდო კრიტერიუმებია;5) ფილტვის არტერიის კათეტერის გამოყენება არ აუმჯობესებს გამოსავალს, პაციენტებში სეპტიური შოკით

1383

რა გართულებები შეიძლება აღმოცენდეს ფილტვის არტერიის კათეტერიზაციის პროცესში? 1. პარკუჭოვანი არითმიები; 2. ფილტვის არტერიის გაგლეჯა; 3. ფილტვის არტერიის ჰაეროვანი ემბოლია; 4. წინაგულოვანი არითმიები.

1384

ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის წნევის გაზომვის პრინციპი ეყრდნობა: 1. მარცხენა წინაგულსა და კათეტერის ბოლოს შორის სისხლის სვეტი წარმოქმნება; 2. კათეტერის ბალონი იბერება ფილტვის არტერიის ობსტრუქციამდე; 3. ხდება წნევათა გაწონასწორება ფილტვის არტერიაში, მარცხენა წინაგულსა და ფილტვის კაპილარებში. 4, მისი გამოყენება არ აუმჯობესებს გამოსავალს

1385

ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის წნევა საშუალებას იძლევა განისაზღვროს: 1. წნევა მარცხენა წინაგულში; 2. გულის უკმარობისას მარცხენა პარკუჭის პრედატვირთვა; 3. ფილტვის კაპილარებში ჰიდროსტატური წნევა; 4. ტრანსმურული წნევა; 5. წნევა მარჯვენა პარკუჭში;

1386

როგორ არის დამოკიდებული ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის წნევა (ფკჩწ) მართვითი სუნთქვის რეჟიმებსა და პარამეტრებზე? 1. ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევის (PEEP) პირობებში ფკჩწ ქვეითდება; 2. სუნთქვის მაღალი სიხშირის (ფ > 25-27) პირობებში ფკჩწ ქვეითდება; 3. მაღალი მოცულობით Vt პირობებში ფკჩწ მატულობს; 4. ფ.ხ.ვ-ს არ აქვს გავლენა ფკჩწ-ზე.

1387

რომელ კლინიკურ სიტუაციაში არ შეესაბამება ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის წნევა (ფკჩწ) მარცხენა პარკუჭში საბოლოო დიასტოლური წნევის (მპსდწ) მაჩვენებლებს? 1. მიტრალური სტენოზი; 2. აორტის სარქვლის ნაკლოვანება; 3. სუნთქვის უკმარობა. არტერიული ჰიპოტენზია

1388

გულის წუთმოცულობის დაბალი მაჩვენებლის პირობებში, როდესაც მაღალია სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა და დაბალი არტერიული წნევა, ქვემოთჩამოთვლილთაგან სისხლის მიმოქცევის ნორმალიზების მიზნით ინიშნება: 1. ეპინეფრინი 2. დოპამინი 3. დობუტამინი 4. კრისტალოიდური და კოლოიდური ხსნარები

1389

გულის წუთმოცულობის დაბალი მაჩვენებლის პირობებში, როდესაც დაბალია სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა და დაბალი არტერიული წნევა სისხლის მიმოქცევის ნორმალიზების მიზნით ინიშნება: 1. ეპინეფრინი 2. დოპამინი 3. ნორეპინეფრინი 4. კრისტალოიდური და კოლოიდური ხსნარები

1390

რეანიმაციის შედეგად გულის მუშაობის აღდგენის შემდგომ პერიოდს შეიძლება ახლდეს: 1. ორგანული აღუდგენელი სისხლის მიმოქცევა; 2. რეპერფუზიული დაზიანებები; 3. ჟანგბადის დეფიციტი. 4. კომა

1391

ნორმალურ დონეზე დაბალი VO2 სიდიდე მიუთითებს: 1. ქსოვილების მიერ ჟანგბადის ადექვატურ მოხმარებაზე, თუ მათში მეტაბოლიზმის დონე შემცირებულია; 2. დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობაზე და მაღალ ლეტალობაზე, იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც ეს მაჩვენებელი ნორმაში აქვთ ან მომატებული აქვთ; 3. ქსოვილების მიერ ჟანგბადის არაადექვატურ მოხმარებაზე, თუ მათში მეტაბოლიზმის დონე შემცირებულია; 4. დაავადების სასურველ მიმდინარეობაზე და დაბალ ლეტალობაზე, იმ პაციენტებთან შედარებით, რომელთაც ეს მაჩვენებელი ნორმაში აქვთ ან მომატებული აქვთ.

1392

ნივთიერებათა ცვლისა და ენერგოხარჯვის მომატების პირობებში (მაგ: სეპტიური შოკი ) ნორმალური VO2 დონე შესაძლოა მაინც არასაკმარი იყოს ორგანიზმის მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად, ინტენსიური მეტაბოლიზმის გამო, ასეთ შემთხვევაში ხდება: 1. სისხლში რძემჟავას კონცენტრაციის მომატება; 2. სისხლში ლაქტატის კონცენტრაციის შემცირება; 3. სისხლში ლაქტატის კონცენტრაციის მომატება; 4. სისხლში რძემჟავას კონცენტრაციის შემცირება.

1393

შერეულ ვენურ სისხლში ჟანგბადის დაბალი შემცველობის მიზეზებია: 1. ჰიპოქსემია; 2. გაძლიერებული მეტაბოლიზმი; 3. გულის დაბალი წუთმოცულობა;4. გაზრდილი ჟანგბადის მოხმარება

1394

ფიზიოლოგიური ( ფუნქციური ) მკვდარი სივრცე არის: 1. სასუნთქი სისტემის ყველა ის მონაკვეთი, სადაც გაზთაცვლა ხდება; 2. სასუნთქი სისტემის ყველა ის მონაკვეთი, სადაც გაზთაცვლა არ ხდება; 3. სასუნთქი სისტემის ყველა ის მონაკვეთი, სადაც გაზთაცვლა ხდება ნაწილობრივ; 4. ჯანმრთელ ადამიანებში ფუნქციური მკვდარი სივრცის მოცულობა (Vd) შეადგენს მთელი სასუნთქი მოცულობის 30%.

1395

ფიზიოლოგიური მკვდარი სივრცე იზრდება: 1. სუნთქვის სიხშირის მომატებით; 2. ალვეოლების გადაჭიმვით; 3. დადებითი წნევით ამოსუნთქვის ბოლოს; 4. გულის უკმარისობის დროს.

1396

ჭეშმარიტი არტერიო-ვენური შუნტი: 1. მიუთითებს გაზთა ცვლის არ არსებობაზე სისხლსა და ალვეოლარულ აირებს შორის; 2. წარმოდგენილია სისხლით, რომლის გაწონასწორება ალვეოლური აირით არასრულყოფილია; 3. ნორმაში შუნტისმიერი სისხლის მიმოქცევა შეადგენს მთელი სისხლის მიმოქცევის არანაკლებ 10%-ს.

1397

გულის წუთმოცულობის ნაწილს, რომელიც სრულად დაბალანსებული არ არის ალვეოლური აირით, ეწოდება: 1. განდევნის ფრაქცია; 2. შუნტის ფრაქცია; 3. ანატომიური სისხლძარღვოვანი შუნტი.4. პორტო-სისტემური შუნტი

1398

გულის წუთმოცულობის შუნტის ფრაქციის მომატებას ხშირად იწვევს: 1. ფილტვის შეშუპება; 2. პნევმონია; 3. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია; 4. გულის უკმარობა;

1399

ალვეოლურ აირსა და არტერიულ სისხლს შორის PO2 მნიშვნელობის სხვაობას ეწოდება: 1. PO2 მიხედვით ალვეოლო-არტერიული სხვაობა; 2. ჟანგბადის მიხედვით არტერიო-ვენური გრადიენტი; 3. A-a PO2 გრადიენტი; 4. ჟანგბადის მიხედვით არტერიო-კაპილარული გრადიენტი.

1400

არტერიულ სისხლში CO2 პარციალური წნევა განისაზღვრება: 1. დამოკიდებულებით CO2 პროდუქციის სიდიდესა და გულის წუთმოცულობას შორის; 2. დამოკიდებულებით CO2 პროდუქციის სიდიდესა და ფილტვის წუთმოცულობას შორის; 3. დამოკიდებულებით CO2 პროდუქციის სიდიდესა და ამოსუნთქულ ჰაერში FiO2 მაღალ მაჩვენებელს შორის; 4. დამოკიდებულებით CO2 პროდუქციის სიდიდესა და ფილტვებიდან მისი გამოყოფის სიჩქარეს შორის.

განმარტებები