QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1361

მიუთითეთ რომელი არის რეკომენდებული ჰემორაგიული შოკის მკურნალობის დასაწყებად?

1362

ჰემორაგიული შოკის მკურნალობის მოგვიანებით ეტაპზე, როდესაც კლინიკური და პარაკლინიკური მონაცემებით სავარაუდოდ აღმოფხვრილია მოცირკულირე სისხლის მოცულობის დეფიციტი, მაგრამ ჰემოდინამიკა არასტაბილურია, დოფამინი უნდა გამოვიყენოთ შემდეგი დოზით:

1363

ჰემორაგიული შოკის კომპლექსურ მკურნალობაში ერითროციტული მასის გადასხმა ნაჩვენებია: 1. მოცულობის დეფიციტის შევსების მიზნით; 2. მიკროცირკულაციის გაუმჯობესების მიზნით; 3. არტერიული წნევის ნორმალიზაციის მიზნით; 4. სისხლის ჟანგბადტრანსპორტაბელური ფუნქციის გაუმჯობესების მიზნით.

1364

ჰემორაგიული შოკის კომპლექსურ მკურნალობაში, ჰემოდინამიკის სტაბილიზაციის მიზნით ადრენალინის გამოყენება არ არის ნაჩვენები: 1. დასაწყისში; 2. მიკროცირკულაციის გაუარესებისას; 3. ცენტრალური ვენური წნევის შემცირებისას; 4. სისხლის ჟანგბადტრანსპორტაბელური ფუნქციის გაუმჯობესებამდე.

1365

ჰემორაგიული შოკის კომპლექსურ მკურნალობაში, როგორი თანმიმდევრობით არის მიზანშეწონილი ინფუზიურ-ტრანსფუზიული თერაპია:

1366

ჰემორაგიული შოკის დროს რეზუსკიტაცია პირველ რიგში ხორციელდება: 1. ერითროციტული მასის ტრანსფუზიით; 2. დადებითი ინოტროპული ეფექტის მქონე პრეპარატებით; 3. კრისტალოიდებით და პლაზმის შემცვლელებით; 4. კრისტალოიდების ინფუზიით.

1367

"შოკსაწინააღმდეგო პნევმატური კოსტიუმის" გამოყენება ეფექტურია: 1. ვენური უკუნაკადის მომატებისათვის. 2. სისტემური არტერიული წნევის მომატებისთვის. 3. გულის წუთმოცულობის მომატებისათვის. 4. არ არის პირველი რიგის საშუალება.

1368

სეპტიური შოკისთვის დამახასიათებელია: 1. ლაქტატი >2მმოლ/ლ 2. ცხელება ან ჰიპოთერმია 3. ლეიკოციტოზი ან ლეიკოპენია 4. ტაქიპნოე და ტაქიკარდია 5. ორგანოების დისფუნქცია

1369

სეპტიური შოკის მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში ყოველთვის არ ხერხდება დადებითი პასუხის მიღება მიკროორგანიზმების ამოთესვაზე, რადგან: 1. დადებითი ჰემოკულტურის არარსებობა (სისხლის მრავალჯერადი დათესვის შემთხვევაშიც კი) არ გამორიცხავს სეპტიცემიას; 2. სეპტიურ პროცესში მთელი ორგანიზმის ჩართვა განპირობებულია ანთების მედიატორებით; 3. სეპტიური სინდრომის მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა დაახლოებით 50% შემთხვევაში დათესილი სისხლი სტერილურია; 4. ემპირიული ანტიბიოტიკოთერაპია ხელს უშლის მიკრობის ამოთესვას

1370

სეპტიური შოკის ჰემოდინამიური პროფილი ასეთი სახით გამოიყურება: ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის დაბალი წნევა - მაღალი გულის გადმოტყორცნის წუთმოცულობა - სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის დაბალი დონე. რა მდგომარეობით არის განპირობებული მაღალი სისტოლური გადმორტყორცნა? 1. მიოკარდის კუმშვადობის ადრენერგიული სტიმულაციით; 2. გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდით; 3. გულის შეკუმშვათა სიხშირის გაზრდით; 4. სისხლძარღვთა პერიფერიული წინაღობის დაბალი დონით.

1371

სეპტიური შოკის დროს ჰემოდინამიკური ცვლილებები მოიცავს:1. შედარებით ან აბსოლიტურ ჰიპოვოლემიას; 2. მიოკარდის დისფუნქციას; 3. მცირდება გულისმიერი გადასროლა; 4. დისბალანსს ჟნგბადის მიწოდებასა და მოხმარებას შორის

1372

კათეტერასოცირებული ინფექციის განვითარების რისკი იზრდება ცენტრალური ვენის კათეტერიზაციის პირობებში. კათეტერთან დაკავშირებული რისკ ფაქტორებია: 1. კათეტერის დაყოვნება; 2. კათეტერის დგომა საუღლე ვენაში და არა ლავიწქვეშაში; 3. მულტისანათურიანი კათეტერი: 4. პროფილაქტიკური ანტიბიოტიკოთერაპიის არ გამოყენება.

1373

ტოქსიური შოკის სინდრომი გამოვლინდება: 1. ცხელებით; 2. ჰიპერტენზიით; 3. ჰიპოტონიით; 4. გენერალიზებული ერითომატოზული გამონაყრით; 5. პოლიორგანული უკმარისობით

1374

სისხლის პლაზმაში ლაქტატი >4მმოლ/ლ დაგროვება სეპტიური შოკის დროს მიუთითებს: 1. დაავადების პროგნოზზე; 2. VO2 - სა და მეტაბოლიზმის დონეს შორის წონასწორობაზე; 3. ორგანოების და ქსოვილების პერფუზიის მდგომარეობაზე; 4. ქსოვილების და ორგანოების არასაკმარის ოქსიგენაციაზე.

1375

როგორ უნდა იქნეს მიღწეული სეპტიური შოკის დროს DO2-ის (ჟანგბადის მიწოდების) და VO2 -ის (ჟანგბადის მოხმარების) ზენორმალური სიდიდე: 1. სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინაღობის მომატების ხარჯზე; 2. DO2 ზენორმალური სიდიდე არ აუმჯიბესებს გამოასვალს; 3. არტერიული წნევის მომატების ხარჯზე; 4. არტერიული წნევის შემცირების ხარჯზე; 5. გულის წუთმოცულობის გაზრდის ხარჯზე.

1376

რატომ გამოიყენება სეპტიური შოკის დროს სისხლის მიმოქცევის უკმარისობის წინააღმდეგ ვაზოპრესორებთან და ჰორმონებთან ერთად მაპოლარიზებელი ხსნარი - ნარევი: გლუკოზა- ინსულინი- კალიუმის ქლორიდი (გიკ)? 1. გიკ - ის ხსნარის ინტრავენური ინფუზია აუმჯობესებს სისხლმიმოქცევას; 2. გიკ-ის ხსნარის ინტრავენური ინფუზია ინარჩუნებს გულისმიერ გადასროლას; 3. გიკ ზრდის ლაქტატის კონცენტრაციას სისხლში; 4. გიკ აუმჯობესებს პარენტერალურ კვებას. 5.მაპოლარიზებეი ხსნაირ გამოყენება არ არის რეკომენდირებული

1377

რეკომენდებულია ემპირიულუ ანტიბიოტიკების ინტრავენური შეყვანის დაწყება რაც შეიძლება ადრე შოკის პირველადი კლინიკური გამოვლინების შემდეგ ანტიბიოტიკოთერაპიის რომელი პრინციპი უნდა იქნეს გამოყენებული ამ შემთხვევაში: 1. მონოთერაპია-მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკით 2. უნდა იქნეს აღებული სისხლის კულტურა და შემდეგ დაწყებული უნდა იქნეს ანტიბიოტიკოთერპია სეფსისზე ეჭვიდან 1 სთ-ში 3. ესკალაციური თერაპია 4. დეესკალაციური თერაპია.

1378

ტოქსიკური შოკის სინდრომს იწვევს ეგზოტოქსინი, რომელსაც გამოყოფს Staphylococus Aureus. ამ შემთხვევაში რომელი ანტიბიოტიკია ყველაზე ოპტიმალური:

1379

ჰემოდინამიკის რომელი ძირითადი პარამეტრები შეიძლება დარეგისტრირდეს ფილტვის არტერიის კათეტერიზაციის საშუალებით: 1. ცენტრალური ვენური წნევა და ფილტვის არტერიის ჩაჭედვის წნევა; 2. საშუალო არტერიული წნევა და საბოლოო დიასტოლური წნევა მარცხენა პარკუჭში; 3. შერეულ ვენურ სისხლში ჰემოგლობინის გაჯერება ჟანგბადით. 4. წნევა აორტაში

1380

ფილტვის არტერიის კათეტერიზაციის საშუალებით, არაპირდაპირი (გათვლითი) გზით რეგისტრირდება: 1. გულის სისტოლური მოცულობა; 2. გულის ინდექსი; 3. შერეული ვენური სისხლის სატურაცია; 4. სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის ინდექსი და ფილტვის სისხლძარღვების წინააღმდეგობის ინდექსი; 5. ჟანგბადის მიწოდება (DO2) და ჟანგბადის მოხმარება (VO2).

განმარტებები