QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1421

ჰემოტრანსფუზიული გართულებების დროს, სისხლისა და მისი კომპონენტების გადასხმისას უნდა ჩატარდეს: 1. დონორის და რეციპიენტის სისხლის ფორმიანი ელემენტების, ლიმფოციტების, ერითროციტების, თრომბოციტების ანტიგენური შემადგენლობის გამოკვლევა; 2. ლიმფოციტების, ერითროციტების, თრომბოციტების სენსიბილიზაციის ინდექსის განსაზღვრა; 3. ანტისხეულების სპეციფიური მიმართულების განსაზღვრა: ანტიერითროციტული, ანტილეიკოციტური, ანტითრომბოციტული; 4. სინჯი შეთავსებაზე რეციპიენტის შრატსა და დონორის ერითროციტებს შორის.

1422

სასწრაფო ჰემოტრანსფუზიის ჩვენებაა:

1423

ტრანსფუზიის შემდგომი ჰემოლიზური გართულება წარმოიშობა ანტიგენ-ანტისხეულის რეაქციის შედეგად, რაც იწვევს ერითროციტების დაშლას. მსგავს გართულებას ადგილი აქვს სისხლის კომპონენტების გადასხმისას, გარდა: 1. სისხლისა; 2. ერითროციტული მასისა; 3. ერითროციტული შენაწონისა; 4. ლეიკოციტური მასისა.

1424

რა უნდა გამოვიყენოთ მასიური ჰემოტრანსფუზიის დროს სისხლის კოაგულაციური თვისებების შესანარჩუნებლად:

1425

სისხლისა და მისი პრეპარატების გადასხმისას, რომლებიც შეუთავსებელია ABO სისტემით და რეზუს ფაქტორით, ავადმყოფს უვითარდება: 1. შემცივნება, დისკომფორტი, ტკივილები; 2. ჰემოლიზი; 3. ჰემოგლობინურია; 4. დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების სინდრომი.

1426

ზოგადი ანესთეზიის დროს ტრანსფუზიული რეაქციები ვლინდება: 1. ურტიკარული გამონაყარით; 2. ქოშინით; 3. მაკროჰემატურიით; 4. ტკივილით მკერდის ძვლის უკან.

1427

სისხლდენისას რომელი კომპენსატორული მექანიზმები ირთვება პირველადად: 1. სითხის გადასვლა ინტერსტიციული სივრციდან სისხლძარღვოვან ქსელში; 2. ღვიძლის მიერ ცილოვანი დანაკარგის აღდგენა; 3. დეპო ორგანოებიდან სისხლის გადმოსროლა; 4. თირკმლის სისხლის მიმოქცევის გაზრდა.

1428

მწვავე სისხლდენის ნიშნებია: 1. ხშირი და მცირე ავსების პულსი; 2. არტერიული წნევის დაცემა; 3. თავბრუსხვევა, სისუსტე და გულისრევა; 4. ციანოზი.

1429

ჰემოტრანსფუზიის დროს ტრანსფუზიული ფილტრები გამოიყენება:

1430

ჰემოგლობინის დაშლისას: 1. ჰემი გამოეყოფა გლობინს; 2. პორფირინირული რგოლი ირღვევა; 3. ბილივერდინი გადაიქცევა ბილირუბინად; 4. ბილირუბინი უკავშირდება გლუკურონის მჟავას.

1431

კონსერვირებული სისხლის არახანგრძლივი შენახვისას: 1. საშუალოდ ხდება ერითროციტების 30%-ის ლიზისი; 2. ქვეითდება ფორმიანი ელემენტების ოსმოსური რეზისტენტობა; 3. თრომოციტების დაშლა ხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ერითროციტების.

1432

კონსერვირებული სისხლის ხანგრძლივი შენახვისას:

1433

რომელი ელექტროლიტი ითვლება სითხის ძირითად კომპონენტად უჯრედგარე სივრცეში:

1434

ადამიანის სხეულში წყლის საერთო რაოდენობა შეადგენს სხეულის მასის დაახლოებით 60%-ს. წყლის საერთო რაოდენობის რა პროცენტს შეიცავს უჯრედშიდა სითხე?

1435

რომელი კლინიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენება კრისტალოიდური ხსნარები:

1436

ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური (0,9%) ხსნარი: 1. პლაზმის მიმართ იზოოსმლარულია; 2. შეიცავს ბიკარბონატულ ბუფერს; 3. მისი PH ტოლია 5,7 (სუსტი მჟავე რეაქცია); 4. ის პლაზმის მიმართ მცირედ ჰიპეროსმოლარულია.

1437

კოლოიდური პლაზმის შემცვლელების უმრავლესობას აქვს მაღალი მოლეკულური მასა და მაღალი კოლოიდურ - ოსმოსური წნევა, ამიტომ: 1. სეპტიური შოკის დროს მათი გამოყენება ზრდის სიკვდილობას; 2. ისინი ძირითადად კავდებიან სისხლძარღვშიგა სექტორში; 3. ისინი არსებით გავლენას ახდენენ სისხლის კოლოიდურ - ოსმოსურ წნევაზე; 4. ისინი უფრო მეტად იწვევენ ინტერსციტიალური და უჯრედული სექტორების დეჰიდრატაციას; 5. ისინი ზრდიან მოცირკულირე სისხლის მოცულობას.

1438

ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი დებულებებია მართებული ადამიანის შრატის ალბუმინთან მიმართებაში: 1. ალბუმინი დაახლოებით 50%-ით განსაზღვრავენ სისხლის პლაზმის კოლოიდურ-ონკოზურ წნევას; 2. ალბუმინი ასრულებს მნიშვნელოვან სატრანსპორტო ფუნქციას სამკურნალწამლო საშუალებების გადატანაში; 3. 100 მლ 25%-იანი ალბუმინის გადასხმა იწვევს მოცირკულირე სისხლის მოცულობის გაზრდას 500 მლ-მდე და მეტად; 4. ალბუმინის 25%-იანი ხსნარის კოლოიდურ-ონკოზური წნევა დაახლოებით არის 70 მმ.ვწყ.სვ., ხოლო ალბუმინის 5%-ნი ხსნარისა - 20 მმ. ვცხ.სვ.

1439

HAES - ის 6%-ანი ხსნარის შესახებ მართებულია: 1. აქვს 30მმ.ვწყ.სვ.-ის ტოლი კოლოიდურ-ონკოზური წნევა; 2. ალბუმინთან შედარებით HAES - ს აქვს უფრო გახანგრძლივებული ნახევრად დაშლის პერიოდი, 10 დღე და მეტი; 3.HAES უპირატესად გამოიყოფა თირკმლის საშუალებით; 4.HAES - ის მოლეკულები იხლიჩება ამილაზით. 5. მისი გმაოყენება აღარაა რეკომენდირებული.

1440

მაღალმოლეკულური დექსტრანების გამოყენებისას შესაძლებელია შემდეგი გართულებები: 1. თირკმლის უკმარისობა; 2. ალერგიული რეაქციები; 3. მეტაბოლური აციდოზი. 4. მათ გამოყენება აღარ არის რეკომენდირებული

განმარტებები