QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1241

თირეოტოქსიური კრიზის კლინიკური ნიშნებია: 1. კეტოაციდოზი; 2. ცნობიერების დაბინდვა, მოუსვენრობა, დელირიუმი; 3. დეჰიდრატაცია; 4. ჰიპოთერმია.

1242

თირეოტოქსიური კრიზის ინტენსიური თერაპია გულისხმობს: 1. ანტითირეოიდული პრეპარატების გამოყენებას; 2. ბეტა ადრენობლოკატორების გამოყენებას; 3. მძიმე მდგომარეობის დროს რესპირატორულ მხარდაჭერასა და ჟანგბადის ინჰალაციას; 4. ინფუზიურ თერაპიას.

1243

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ქრონიკული უკმარისობის დროს: 1. მცირდება ნატრიუმის შემცველობა უჯრედებში; 2. მცირდება კალიუმის შემცველობა შარდში; 3. იზრდება კალიუმის შემცველობა უჯრედებში; 4. იზრდება ნატრიუმის შემცველობა უჯრედებში.

1244

თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონი, რომელიც არ განიცდის ჰიპოთალამუსის გავლენას, არის:

1245

ალდოსტერონი აკონტროლებს:

1246

თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ნახშირწყლოვან, ცხიმოვან და ცილოვან ცვლაზე, მიეკუთვნებიან: 1. დეზოქსიკორტიკოსტერონის აცეტატი; 2. კორტიზონი; 3. ჰიდროკორტიზონი; 4. ალდოსტერონი.

1247

აკტჰ-ს ან კორტიზოლის ხანგრძლივი მიღებით გამოწვეული ელექტროლიტური დისბალანსის დარღვევა:

1248

თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის ლატენტური ფორმის ნიშნებია: 1. სისხლში ნატრიუმის შემცირება; 2. სისხლში კალიუმის მატება; 3. გულის საზღვრების შემცირება და ჰიპოტონია; 4. კანის პიგმენტაციის დარღვევა.

1249

თირკმელზედა ჯირკვლის მინერალკორტიკოიდური ფუნქციის უკმარისობის დროს შარდში ზომიერად მომატებული ნატრიუმის შემცველობა აიხსნება:

1250

ალდოსტერონიზმის დროს აღინიშნება: 1. მდგრადი ჰიპერტენზია; 2. ჰიპოკალიემიური ალკალოზი; 3. ჰიპერნატრიემია; 4. თავის ტკივილი, კუნთოვანი სისუსტე, ნიქტურია, პარესთეზიები.

1251

თირკმელზედა ჯირკვლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში რომელი პრეპარატის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი:

1252

ფეოქრომოციტომის დროს სიკვდილი შეიძლება გამოიწვიოს: 1. ტვინში სისხლის ჩაქცევამ; 2. მარცხენა პარკუჭის უკმარისობამ; 3. მიოკარდის ინფარქტმა; 4. ფილტვების შეშუპებამ.

1253

ფეოქრომოციტომის გამო ოპერაციის დროს: 1. სიმსივნის გამოყოფისას ვითარდება ჰიპერტენზია; 2. რამდენიმე დღეში ვითარდება ჰიპოტონია; 3. ოპერაციამდე რამდენიმე დღით ადრე ჰიპერტენზიული კრიზის პროფილაქტიკის მიზნით ნიშნავენ ალფა ადრენოლიტიკებს (ფენტოლამინი, ტროპაფენი, რეგიტინი); 4. რითმის დარღვევის შემთხვევაში კარგ ეფექტს იძლევა ბეტა-ადრენობლოკატორები (ანაპრილინი).

1254

ფეოქრომოციტომის დროს წინასაოპერაციო მომზადებისას რეკომენდებულია შემდეგი პრეპარატების დანიშვნა: 1. ფენტოლამინი; 2. ალფა-მეთილთიროზინი; 3. ფენოქსიბენზამინი; 4. ანაპრილინი.

1255

ფეოქრომოციტომის გამო ოპერაციის დროს რეკომენდირებული არ არის შემდეგი საანესთეზიო საშუალებების გამოყენება: 1. კეტამინი; 2. იზოფლურანი; 3. აზოტის ქვეჟანგი; 4. ჰალოტანი.

1256

ყველაზე მნიშვენლოვანი ნიშანი, რომელიც მიუთითებს, ოპერაციის დროს ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში განვითარებულ თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობაზე, არის: 1. მდგრადი ტაქიკარდია; 2. მდგრადი ბრადიკარდია; 3. მდგრადი ჰიპერტენზია; 4. მდგრადი ჰიპოტენზია;

1257

ფეოქრომოციტომის დროს ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფა გულისხმობს: 1. ალფა და ბეტა ადრენობლოკატორების დანიშვნას ოპერაციის წინ; 2. არტერიული და ვენური წნევბის ინვაზიურ მონიტორინგს; 3. არტერიული წნევის კონტროლს ნატრიუმის ნიტროპრუსიდით; 4. ოპერციის შემდგომ პერიოდში პრაზოზინის დანიშვნას.

1258

ფეოქრომოციტომით დაავადებულებში პრემედიკაციაში არ შეიძლება ჩართული იყოს: 1. პრომეტაზინი; 2. მიდაზოლამი; 3. დიაზეპამი; 4. ატროპინი.

1259

ფეოქრომოციტომით დაავადებულებში ზოგადი ანესთეზიისას შეიძლება გამოიყენებულ იქნას: 1. სუქცინილქოლინი; 2. პანკურონიუმი; 3. მორფინი; 4. იზოფლურანი.

1260

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფს ოპერაციამდე სისხლში გლუკოზის დონით 11,1 მმოლ/ლ, ჩაუტარდა ანესთეზია კეტამინით. ანესთეზიის დამთავრების შემდეგ გლუკოზის დონე სისხლში შეიძლება იყოს:

განმარტებები