სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
დიაბეტური (ჰიპერგლიკემიური) კომის დროს აღინიშნება:
რომელი პრეპარატის გამოყენებაა წინააღმდეგნაჩვენები აციდოზის კორექციის დროს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში: 1. კალიუმის ქლორიდი; 2. რინგერ-ლაქტატის ხსნარი; 3. ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარი; 4. ნარკოტიკული ანალგეტიკები.
ჰიპეროსმოლარული, ჰიპერგლიკემიური დიაბეტური კომის დროს, წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვევების ეტიოლოგიური მკურნალობისათვის უნდა გადაისხას:
დიაბეტური კეტოაციდოზური კომის მკურნალობის ძირითადი პრინციპებია: 1. ინსულინის შეყვანა საწყისი დოზით 10 ერთ, ხოლო შემდეგ 0,1 ერთ/კგ-ზე საათში; 2. ნატრიუმის ჰიდროკარბონატის შეყვანა; 3. სითხის დეფიციტის შევსება; 4. პოლიგლუკინის გადასხმა.
დიაბეტური კომით ავადმყოფებში კალიუმის დანიშვნის დროს მართებულია: 1. იგი შეჰყავთ კარდიომონიტორული კონტროლის ქვეშ; 2. დოზირების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად; 3. ვენაში მისი შეყვანის საშუალო სიჩქარეა 20-40 მმოლ/სთ; 4. მინიმალურ დოზად ითვლება 850- 900 მმოლ/24 სთ-ში.
დიაბეტური კეტოაციდოზის დროს, აციდოზის მკურნალობის მიმართ მართებულია: 1. აციდოზის წინააღმდეგ ბრძოლაში პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ინსულინოთერაპიას, მოცულობის შევსებას; 2. აციდოზის ნაჩქარევ კომპენსაციას შეიძლება მოჰყვეს გართულებები; 3. რეკომენდირებულია ბუფერული თერაპიისაგან თავის შეკავება; 4. ნატრიუმის ჰიდროკარბონატით მკურნალობას ატარებენ მხოლოდ ფილტვების შეშუპების დროს.
დიაბეტური კომის მკურნალობაში შეასაძლო გართულებებია: 1. ჰიპოგლიკემია; 2. ჰიპოკალიემია; 3. ტვინის შეშუპება; 4. სუნთქვის დარღვევა.
დიაბეტიან ავადმყოფებში ანესთეზიოლოგიური თვალსაზრისით სირთულეებს ქმნის: 1. ჰიპოტონია; 2. ნეფროპათია; 3. ატლანტ-კეფის სახსრის დაზიანება; 4. სიმსუქნე.
დიაბეტიან ავადმყოფებში ანესთეზიოლოგმა უნდა გაითვალისწინოს: 1. დიაბეტის კონტროლირებადობა; 2. დიაბეტის ტიპი; 3. ინსულინის დოზა; 4. თანმხლები დაავადებების არსებობა.
მიუთითეთ წყალ-მარილოვანი ბალანსის როგორი ცვლილებები აღინიშნება არაკეტონური, ჰიპერგლიკემიური, ჰიპეროსმოლარული დიაბეტური კომის დროს: 1. იზოტონური დეჰიდრატაცია; 2. ჰიპოტონული დეჰიდრატაცია; 3. ჰიპოტონური ჰიპერჰიდრატაცია; 4. ჰიპერტონული ჰიპერჰიდრატაცია.
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში, ჰიპერგლიკემიის განვითარებას ინსულინის ჩვეულებრივი დოზების ფონზე, ხელს უწყობს:
ოპერაციისშემდგომ პერიოდში, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ავადმყოფებში, ინსულინის მიმართ რეზისტენტობას განაპირობებს: 1. პროპოფოლით ანესთეზია; 2. კორტიზოლის დონის მომატება სისხლში; 3. მეტაბოლური ალკალოზი; 4. სიმპატო-ადრენალური სისტემის ჰიპერრეაქცია.
სასუნთქი სისტემის თავისებურებები ბავშვებში: 1. ვიწრო ზემო სასუნთქი გზები; 2. დიდი ენა; 3. მიდრეკილება ლორწოვანი გარსების შეშუპებისაკენ; 4. დიაფრაგმის და გულმკერდის ყაფაზის შეზღუდული მოძრაობა.
ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე მყოფ ახალშობილებს ტრაქეობრონქული ხის სანაცია უნდა ჩაუტარდეს:
10-20 კგ-იან ბავშვის სითხის დღე-ღამური მოთხოვნილება შეადგენს:
20-30 კგ-იან ბავშვის სითხის დღე-ღამური მოთხოვნილება შეადგენს:
10 კგ-იან ბავშვის სითხის დღე-ღამური მოთხოვნილება შეადგენს:
ბავშვთა ასაკში PO2-ის მიმართ მართებული არ არის:
მცირეწლოვან კონტინგენტში PCO2-ის მიმართ მართებული არ არის:
ჟანგბადის დესატურაციის შესაძლებლობა მეტია ახალშობილებში ვიდრე მოზრდილებში, რადგანაც: 1. ბავშვებში უფრო მაღალია მეტაბოლიზმის დონე; 2. ფუნქციური ნარჩენი მოცულობა უფრო ნაკლებია; 3. სასუნთქი სისტემა განუვითარებელია; 4. ჟანგბადის მოხმარება კილოგრამზე გადაანგარიშებით მეტია.