QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1221

ანემიის დროს ზოგადი ანესთეზიის მართვის მიმართ მართებულია შემდეგი: 1. საანესთეზიო საშუალებების დოზის შემცირება; 2. სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება; 3. ფ.ხ.ვ.-ს ჰიპეროქსიგენაციისა და მსუბუქი ჰიპერვენტილაციის რეჟიმი; 4. ძირითადი ანესთეზია _ აზოტის ქვეჟანგი+ცენტრალური ანალგეზია.

1222

მწვავე და ქრონიკული ლეიკოზების დროს, ზოგადი ანესთეზიის მართვის მიმართ მართებულია შემდეგი: 1. ანესთეზიის ჰემოდინამიურად დამზოგველი მეთოდების გამოყენება; 2. ღონისძიებები სიხლდენის პროფილაქტიკისათვის; 3. ჰიპეროქსიგენაციის რეჟიმი; 4. პრედნიზოლონის დიდი დოზები პრემედიკაციაში.

1223

ჩამოთვლილი თანმხლები დაავადების დროს იყენებენ ენდოტრაქეულ ზოგად ანესთეზიას. თუ ოპერაციის მასშტაბი იძლევა ამის შესაძლებლობას, რომელი დაავადების დროს არის ენდოტრაქეულთან შედარებით უფრო ნაჩვენები ზოგადი ანესთეზია ნიღბით: 1. ვერლჰოფის დაავადება; 2. პაროქსიზმული ჰემოგლობინურია; 3. ვილენბრანტის დაავადება; 4. მეგალობლასტური ანემია.

1224

ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში: 1. უკუნაჩვენებია მეტოკლოპრამიდის გამოყენება; 2. უკუნაჩვენებია ენფლურანის გამოყენება; 3. უკუნაჩვენებია კეტამინის გამოყენება; 4. პიპეკურონიუმის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეპილეფსიური აქტივობა.

1225

ზოგადი ანესთეზიისას მიასთენიით დაავადებულ ავდმყოფებში წინააღმდეგჩვენებაა შემდეგი პრეპარატების გამოყენება:

1226

მიასთენიის დროს მიონევრული სინაფსის რეცეპტორული უჯრედები ამჟღავნებენ ყველა ჩამოთვლილ თვისებებს, გარდა:

1227

მიასთენიის დროს ნერვ-კუნთოვან სინაფსში აღინიშნება: 1. მომატებული მგრძნობელობა მადეპოლარიზებელი რელაქსანტების მიმართ; 2. შემცირებული მგრძნობელობა მადეპოლარიზებელი რელაქსანტების მიმართ; 3. მომატებული მგრძნობელობა არამადეპოლარიზებელი რელაქსანტების მიმართ; 4. დაქვეითებული მგრძნობელობა მადეპოლარიზებელი რელაქსანტების მიმართ.

1228

შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში: 1. ანესთეზიის დროს შემცირებულია ენდოგენური პასუხი ჰიპოგლიკემიაზე; 2. მიზანშეწონილია ბეტა ბლოკატორის გამოყენება პრემედიკაციაში; 3. მიზანშეწონილია კალიუმის პრეპარატების გამოყენება; 4. ზოგადი ანესთეზიის დროს არჩევის ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებაა ეთერი.

1229

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულის ოპერაციის შემდგომი ინტენსიური თერაპია მოიცავს: 1. ინფუზურ-ტრანსფუზულ თერაპიას; 2. კორტიკოსტეროიდებს; 3. გლიკემიის კონტროლს; 4. არითმიული გართულებების მკურნალობასა და პროფილაქტიკას პროპრანოლოლით.

1230

თირეოტოქსიური ადენომით დაავადებულ პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია მარჯვენა საზარდულის ჩაჭედილი თიაქარის გამო. ოპერაციისშემდგომი ინტენსიური თერაპია მოიცავს: 1. კორტიკოსტეროიდები; 2. ბეტა ადრენობლოკატორები; 3. კრისტალოიდების ინფუზია; 4. ვალიუმის აბები სედაციის მიზნით.

1231

სითხის ბალანსს ორგანიზმში აკონტროლებს: 1. ჰიპოფიზის უკანა წილი; 2. ფილტვების და კანის ზედაპირიდან დაკარგული სითხე; 3. ჰიპოთალამუსის სუპრაოპტიკალური ბირთვი; 4. ალდოსტერონი.

1232

ოპერაციული სტრესის საპასუხოდ აღინიშნება ენდოკრინული ცვლილებები: 1. კორტიზოლის დონის მომატება; 2. გლუკაგონის კონცენტრაციის შემცირება; 3. კატექოლამინების კონცენტრაციის გაზრდა; 4. ანტიდიურეზული ჰორმონის კონცენტრაციის შემცირება.

1233

ჰიპოფიზი გავლენას ახდენს: 1. ჰიპოთალამუსის სეკრეციაზე; 2. თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი ქსოვილის სეკრეციაზე; 3. თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სეკრეციაზე; 4. კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეციაზე.

1234

ჰიპოფიზექტომიის შემდეგ: 1. მატულობს მგრძნობელობა მწვავე სტრესული სიტუაციების მიმართ; 2. დუნდება მგრძნობელობა მწვავე სტრესული სიტუაციების მიმართ; 3. მცირე ცვლილებებია ნახშირწყლოვან ცვლაში; 4. ირღვევა ნახშირწყლოვანი, ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლა.

1235

ავადმყოფებმა ჰიპოფიზექტომიის შემდეგ უნდა მიიღონ: 1. პარათირეოიდული ჰორმონები; 2. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები; 3. ადრენალინი; 4. კორტიზოლი.

1236

იცენგო-კუშინგის სინდრომის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა: 1. ოსტეოპოროზი; 2. ჰიპერტენზია; 3. ჰირსუტიზმი; 4. კანზე მეწამული ფერის ზოლები.

1237

კუშინგის სინდრომისთვის მართებულია: 1. ვითარდება ჰიპოფიზის სიმსივნის მიერ აკტჰ-ის პროდუქციის შედეგად; 2. თან ახლავს ჰიპერგლიკემია; 3. დამახასიათებელია ჰიპოტენზია; 4. საჭიროა განსაკუთრებული ყურადღება ავადმყოფის საოპერაციო მაგიდაზე მოთავსების დროს.

1238

სუბტოტალური სტრუმექტომიიდან 8 საათში განვითარებული კრუნჩხვების ძირითად მიზეზს წარმოადგენს: 1. ჯირკვლის ძალიან დიდი ნაწილის რეზექცია; 2. აციდოზი და ჰიპერგლიკემია; 3. თირეოტოქსიური კრიზი; 4. ტეტანია.

1239

სუბტოტალური თირეოექტომიიდან 8 საათის შემდეგ განვითარებული კრუნჩხვების ძირითადი მიზეზია:

1240

თირეოტოქსიკოზის დროს ზოგადი ანესთეზიის სირთულეებს განაპირობებს: 1. ტრაქეოქონდრომალაციის განვითარების საფრთხე; 2. არითმიები და გულის წუთმოცულობის გაზრდა; 3. გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა; 4. კუნთების სისუსტე.

განმარტებები