QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1201

ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს აღინიშნება დისპროტეინემია (ჰიპოალბუმინემია, ჰიპერგლობულინემია). როგორი იქნება ნატრიუმის თიოპენტალის ფარმაკოკინეტიკა:

1202

ღვიძლის დაავადებების დროს არ აღინიშნება:

1203

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: 1. აღინიშნება გულის მაღალი წუთმოცულობა; 2. უნდა გამოიყენონ ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონული ხსნარები; 3. ადგილი აქვს თრომბოციტოპენიას; 4. ველტმანის კოაგულაციური ლენტა გადახრილია მარჯვნივ.

1204

მწვავე ჰეპატიტით დაავადებულ ავადმყოფებში წინააღმდეგნაჩვენებია შემდეგი პრეპარატების გამოყენება: 1. ნატრიუმის თიოპენტალი;' 2. ჰალოტანი; 3. ეთერი; 4. აზოტის ქვეჟანგი.

1205

ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ ავადმყოფებში კალიუმის შემცველობის მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგი პრეპარატებით: 1. სუქცინილქოლინი; 2. ადრენალინი; 3. დაბალი PH-ის შემცველი სისხლის გადასხმა; 4. ნატრიუმის ოქსიბუტირატი.

1206

ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე ავადმყოფებში ანესთეზიოლოგიური თვალსაზრისით პრობლემებს ქმნის: 1. იზოტონური დეჰიდრატაცია; 2. ჰეპატო-რენალური სინდრომი; 3. პრეპარატების გაძლიერებული მეტაბოლიზმი; 4. სისხლის შედედების უნარის დაქვეითება.

1207

პიკვიკის სინდრომს ახასიათებს: 1. სიმსუქნე; 2. ძილიანობა და ჰიპოვენტილაცია; 3. პოლიციტემია; 4. სისხლისმიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტენზია.

1208

ჭარბწონიანი ავადმყოფებისათვის მოცულობითი ფ.ხ.ვ.-ის ოპტიმალური პარამეტრებია:

1209

პილორუსის სტენოზის დროს ძლიერი ღებინება და ქლორიდების დაკარგვა იწვევს: 1. დეკომპენსირებულ მეტაბოლურ ალკალოზს; 2. ჰიპოვოლემიას; 3. კრუნჩხვებს; 4. სისხლის PH-ის დაწევას.

1210

ავადმყოფს უკეთდება გეგმიური ოპერაცია N. Medianus-ის დაზიანების გამო. აღნიშნავს 10 წლიანი ანამნეზის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას. რა მიზნისათვის გამოიყენება პრემედიკაციაში ომეპრაზოლი:

1211

ავადმყოფს უკეთდება გეგმიური ოპერაცია N. Medianus-ის დაზიანების გამო. აღნიშნავს 10 წლიანი ანამნეზის თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან დაავადებას. ზოგადი ანესთეზია ტარდება ატარალგეზიიის (დიაზეპამი+ფენტანილი) მეთოდით. რომელი ანტაციდის გამოყენება არ არის სასურველი პრემედიკაციაში: 1. გასტროცეპინი; 2. ფამოტიდინი; 3. ციმეტიდინი.

1212

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში: 1. კატაბოლურმა სტრესმა შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია; 2. სტანდარტული ბიკარბონატის კონცენტრაცია ნორმაშია; 3. ჰიპერმაგნიემიამ შეიძლება გამოიწვიოს მიორელაქსანტების მოქმედების პოტენცირება; 4. ხშირად აღინიშნება ჰიპოვოლემია.

1213

ხანდაზმულ პაციენტებში: 1. შემცირებულია ცერებრული ნეიროტრანსმიტების დონე; 2. გორგლოვანი ფილტრაცია მომატებულია; 3. მომატებულია ენდორფინებისა და ენკეფალინების დონე; 4. თავის ტვინის მიერ ჟანგბადის მოხმარება არ იცვლება.

1214

ხანდაზმულ ავადმყოფებში საანესთეზიუო საშუალებების ხარჯვის შემცირების მიზეზია: 1. ც.ნ.ს-ის უჯრედთა ფუნქციური თვისებების შეცვლა; 2. ტვინში სისხლის მიმოქცევის შენელება; 3. სისხლძარღვშიდა სექტორის ნაკლები მოცულობა მოზრდილებთან შედარებით; 4. ცხიმოვანი ქსოვილის განლევა.

1215

ხანდაზმულ პაციენტებში აღინიშნება: 1. შემცირებული ელასტიური წინააღმდეგობის ძალები; 2. ფილტვების ფუნქციური ნარჩენი მოცულობის შემცირება; 3. შემცირებული მგრძნობელობა ჰიპერკაპნიის მიმართ; 4. შემცირებულია ჰემოგლობინის ჟანგბადით გაჯერება.

1216

ქირურგიული აგრესიის დროს ხანშიშესულ და მოხუცებულ ავადმყოფებში სტრეს-ლიმიტირების უმთავრესი მიზეზია: 1. ცვლილებები სინუსურ-წინაგულოვან კვანძში; 2. სიმპატიკური ექსტრაკარდიალური ზემოქმედების შესუსტება; 3. გულის დარტყმითი მოცულობის შემცირება; 4. არტერიული წნევის შესამჩნევი მატება.

1217

ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში, პრემედიკაციაში შემცირებული დოზებით ენიშნებათ: 1. ჰიპნოტიკები; 2. ანალგეტიკები; 3. სედაციური პრეპარატები; 4. ნარკოტიკული პრეპარატები.

1218

ხანდაზმული ავადმყოფების საოპერაციოდ მომზადებისას, თანმხლები გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიით, აუცილებელია: 1. შემცირდეს სისხლისმიმოქცევის სისტემის ქრონიკული, შეგუბებითი უკმარისობის მოვლენები; 2. არტერიული წნევის და გულის რითმის სტაბილიზაცია; 3. შემცირდეს სტენოკარდიის შეტევის სიხშირე; 4. სხვა ორგანოთა ფუნქციის ნორმალიზაცია.

1219

ხანდაზმულ და მოხუც ავადმყოფებს თანმხლები ჰიპოქსემიის გათვალისწინებით, ოპერაციისშემდგომ პერიოდში ფილტვისმიერი გართულებების პროფილაქტიკის მიზნით უნდა ჩაუტარდეთ: 1. სუნთქვის ვარჯიშები; 2. ჟანგბადის ინჰალაცია სველი წესით; 3. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის პროფილაქტიკური ღონისძიებები; 4. ფილტვის ვიბრაციული მასაჟი.

1220

პორფირიის დროს უკუნაჩვენებია:

განმარტებები