QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

921

თავის ტვინის ქირურგიული პათოლოგიის მქონე ავადმყოფების მდგომარეობის სიმძიმე ოპერაციისწინა პერიოდში განპირობებულია: 1. ქალასშიდა ჰიპერტენზიის დონით; 2. დისლოკაციური პროცესებით; 3. ექსტრაკრანიალური გამოვლინებებით; 4. თანმხლები პათოლოგიით.

922

ზურგის ტვინის ქირურგიული პათოლოგიის მქონე ავადმყოფების მდგომარეობის სიმძიმე ოპერაციისწინა პერიოდში განპირობებულია: 1. დაზიანების დონით; 2. ნევროლოგიური დეფიციტის სიღრმით; 3. მეორადი ცვლილებებით; 4. სპინალური შოკით.

923

ქალასშიდა წნევის სწრაფი დაქვეითებისათვის პირველი რიგის თერაპიაა : 1. თავზურგტვინის სითხის დრენირება ინრვენტრიკულური კათეტერის არსებობისას; 2. მანიტოლი; 3. სედაციის გაღრმავება; 4. ჰიპერვენტილაცია Pco2< 30mmhg.

924

მანიტოლის ინფუზიის დროს მოსალოდნელია: 1. მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის განვითარება; 2. "ბუმერანგის" ფენომენის განვითარება; 3. ცენტრალური ვენური წნევის გაზრდა; 4. სიხლდენის განვითარების შესაძლებლობა, განსაკუთრებით სუბდურული ჰემატომის დროს.

925

IV პარკუჭის დისლოკაციით გამოწვეული გართულებებია, ყველა ჩამოთვლილი გარდა:

926

ქვემოთ ჩამოთვლილია ფ.ხ.ვ.-ს რეჟიმები. მიუთითეთ რომელია უკუნაჩვენები ვენტრიკულო-იუგულარული შუნტირების ოპერაციის დროს: 1. ფილტვების იძულებითი ხელოვნური ვენტილაცია დადებითი წნევით ამოსუნთქვის ბოლოს (PEEP) PEEP – 10mmhg; 2. კონტური ნახევრადღია, სუნთქვითი მოცულობა 5 მლ/კგ-ზე, სუნთქვის სიხშირე 10 წუთში. ფ.ხ.ვ.- ს რეჟიმი _ იძულებითი ფ.ხ.ვ, კაპნომეტრიით EtCO2 35მმჰგ; 3. კონტური დახურული, სუნთქვითი მოცულობა 5 მლ/კგ-ზე, სუნთქვის სიხშირე 10 წუთში. ფ.ხ.ვ.-ს რეჟიმი _ იძულებითი ფ.ხ.ვ. კაპნომეტრის ჩვენება _ EtCO2 32მმჰგ; 4. კონტური ნახევრადღია, სუნთქვითი მოცულობა 10 მლ/კგ-ზე, სუნთქვის სიხშირე 14 წუთში. ფ.ხ.ვ.-ს რეჟიმი _ იძულებითი ფ.ხ.ვ.კაონომეტრიით Et CO2 25mmhg

927

ქალასშიდა წნევის ნორმალიზაციისათვის იხმარება: 1. დიურეტიკები (დიაკარბი, ლაზიქსი; 2. მანიტოლი; 3. 3 %-იანი NaCl ხსანრი; 4. სიმპატომიმეტური საშუალებები.

928

ქალასშიდა ჰიპერტენზიების დროს დასაშვებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

929

ქალასშიდა ჰიპერტენზიის მიზეზი არ არის: 1. ბარბიტურატები; 2. ანესთეზია ჰალოტანით; 3. დიაზეპამის გამოყენება; 4. კეტამინით ანალგეზია.

930

ავადმყოფებში ქალასშიდა ჰიპერტენზიით მიზანშეწონილია: 1. ბაზისური ანესთეზია ენფლურანით; 2. ზომიერი ჰიპერვენტილაცია; 3. აზოტის ქვეჟანგი; 4. დეჰიდრატაცია.

931

ქალასშიდა ჰიპერტენზიით ავადმყოფებში, დეკომპენსაციის ნიშნებია: 1. ჰიპერტენზია; 2. ფოტოფობია; 3. გულისრევა და ღებინება; 4. კისრის კუნთების რიგიდობა.

932

ქალასშიდა ოპერაციების დროს ტვინის მოცულობის შემცირება შესაძლებელია: 1. ზომიერი ჰიპერვენტილაციით; 2. მანიტოლის გადასხმით; 3. ავადმყოფის ვერტიკალიზაციით; 4. ბემეგრიდით.

933

ზურგის ტვინის აღმავალი შეშუპების კორექციის მეთოდებია: 1. ფ.ხ.ვ. ჰიპერვენტილაციის რეჟიმში; 2. გლუკოკორტიკოიდები; 3. ზურგის ტვინის ლოკალური ჰიპოთერმია; 4. ჰემოდილუცია.

934

ფაქტორები, რომლებიც ამცირებენ თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას: 1. მაღალი FიO2; 2. ჰალოტანი; 3. ნარკოტიკული ანალგეზიური საშუალებები; 4. ტრენდელენბურგის პოზიცია.

935

ფუროსემიდის გამოყენება დეჰიდრატაციული თერაპიის მიზნით, დაკავშირებულია მის შემდეგ ეფექტებთან: 1. ასტროციტების ჰიდრატაციის შემცირება; 2. ლიქვოროპროდუქციის შემცირება; 3. კალიუმის შემნახველ თვისებასთან.

936

ავადმყოფებში ინტრაკრანიალური სიმსივნეებით ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფის ძირითადი პრინციპებია: 1. ქალასშიდა წნევის მომატების პროფილაქტიკა; 2. მოსალოდნელი სისხლდენების პროფილაქტიკა; 3. დისლოკაციური გართულებების პროფილაქტიკა; 4. თავის ტვინის ფარმაკოლოგიური და ფიზიოლოგიური დაცვა.

937

ნეიროქირურგიულ ავადმყოფებში ტვინის ღეროს დისლოკაციის კლინიკური ნიშნებია: 1. ცნობიერების დათრგუნვა; 2. ბრადიკარდია; 3. ფიქსირებული და გაფართოებული გუგები; 4. ბიოტის სუნთქვა.

938

ქალასშიდა ჰიპერტენზიის დროს წინააღმდეგნაჩვენებია:

939

ტვინის შეშუპების შესამცირებლად არ გამოიყენება:

940

გაფანტული სკლეროზის შესახებ მართებულია:

განმარტებები