სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ახალშობილის სამშობიარო ქალა-ტვინის ტრავმის დროს ინტენსიური თერაპია მოიცავს: 1. სისხლის შემადედებელი სისტემის ნორმალიზაციას; 2. ტვინის კომპრესიის დროს ჰემატომის დრენირების მიზნით ოპერაციულ ჩარევას;3. კრანიოცერებრალურ ჰიპოთერმიას; 4. O2-ის ინჰალაციას.
ნაყოფის ქრონიკული ჰიპოქსიის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორებს განეკუთვნება: 1. გვიანი გესტოზები; 2. დედის დაავადებები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ორსულობასთან; 3. პლაცენტის მდებარეობის ანომალიები; 4. ვადაგადაცილებული ორსულობა.
ტვინის ფიზიოლოგიის შესახებ მართებულია: 1. ქალასშიდა წნევა ნორმაში არის 10-15 მმ.ვწყ.სვ; 2. საუღლე ვენის ბოლქვში წნევა ნორმაში არის დაახლოებით 0 მმ.ვწყ.სვ; 3.მოზრდილებში ინტრაკრანიალური მოცულობა არის მუდმივი - ერთი კომპარტმენტის გაზრდა იწვევს დანარჩენის შემცირებას; 4. ცერებრული პერფუზიული წნევა უდრის საშუალო არტერიულ წნევას გამოკლებული საშუალო ინტრაკრანიული წნევა
საშუალო არტერიული წნევის რომელ დიაპაზონში ხორციელდება ინტრაკარანიალური პერფუზიის აუტორეგულაცია:
ცდომილი ნერვის გაღიზიანებაზე ბრონქიოლების გლუვი მუსკულატურა რეაგირებს:
ჰიპოთალამუსის ცენტრებით რეგულირებული ტემპერატურა ძირითადად კონტროლირდება:
"უნდინას წყევლის" სინდრომი ვითარდება:
გლაზგოს შკალით კომის შეფასება ითვალისწინებს: 1. მოტორული რეაქცია სიტყვიერ ბრძანებაზე; 2. მოტორული რეაქცია მტკივნეულ გაღიზიანებაზე; 3. თვალების გახელა სიტყვიერ ბრძანებაზე; 4. სიტყვიერი ბრძანების შემდეგ მტკივნეული გაღიზიანების ლოკალიზაციის უნარი.
გლაზგოს შკალით კომის შეფასება ითვალისწინებს: 1. თვალების გახელის შეფასებას; 2. მოტორული რეაქციების შეფასებას; 3. ვერბალურ პასუხს მტკივნეულ გაღიზიანებაზე.
ავადმყოფი ქალა-ტვინის ტრავმით, ახელს თვალებს, მტკივნეულ გაღიზიანებაზე პასუხობს ბეჭების და მხრების მოძრაობით, კონტაქტში არ შემოდის. გლაზგოს შკალით რამდენი ბალი შეესაბამება მის სიმძიმეს?
ტვინის შეშუპების დროს, კომაში მყოფი ავადმყოფის ენტერალური კვებისათვის სასურველია ისეთი საკვების გამოყენება, რომლის ენერგეტიკული ღირებულება შეადგენს (ნორმოთერმიის პირობებში): 1. 0.5 კკალ/მლ; 2. 1.5 კკალ/მლ; 3. 1.0 კკალ/მლ; 4. 2.5 კკალ/მლ;
კომაში მყოფი ავადმყოფის ენტერალური კვების სრულფასოვნების შეფასების კრიტერიუმებია: 1. სხეულის მასის დაქვეითება; 2. შრატის ალბუმინის დეფიციტი; 3. ხელის გარშემოწერილობის შემცირება; 4. აზოტოვანი ბალანსის განსაზღვრა.
ეპილეფსიური სტატუსის დროს ანტიკონვულსიური თერაპიისთვის პირველ რიგში უმჯობესია გამოყენებული იქნეს:
ეპილეფსიით დაავადებულ ავადმყოფებში ზოგადი ანესთეზიის დროს უკუნაჩვენებია: 1. კეტამინი; 2. ატრაკურიუმი; 3. ენფლურანი; 4. იზოფლურანი.
პარკინსონიზმით დაავადებულ ავადმყოფებში ზოგადი ანესთეზიის დროს უკუნაჩვენებია: 1. დროპერიდოლი; 2. მეტოკლოპრამიდი; 3. კეტამინი; 4. პროზერინი.
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის შემთხვევაში აუცილებელია: 1. შევინარჩუნოთ ადექვატური საპერფუზიო წნევა ; 2. არ დავუშვათ ჰიპერკაპნია; 3. შევინარჩუნოთ ნორმოკაპნია; 4. შევინარჩუნოთ ტვინის ნორმალური პერფუზიული წნევა.
იშემიური ინსულტის დროს : 1. ინსულტის სიმპტომების განვითარებიდან პირველ 2სთ-ში ალტეპლაზას ინტრავენური ინექცია 2. ინსულტირს განვიტარებიდან პირველ 36სთ მექნიკური თრომბექტომია 3. ასპირინი რაც შეიძლება სწრაფად 4. ინსულტის სიმპტომების განვითარებიდან 8 სთ-ში ალტეპლაზას ინტრავენური ინექცია სწორია
ჰემორაგიული ინსულტის განვითარებისთანავე აუცილებელია: 1. კალციუმის ანტაგონისტები, თუ საშუალო არტერიული წნევა არის 100მმჰგ; 2. პროტეაზას ინჰიბიტორები; 3. ჰიპოტენზიური პრეპარატები, თუ სისტოლური არტერიული წნევა არის 140მმჰგ; 4. ანტიკოაგულაციური პრეპარატები.
ქალა- ტვინის ტრავმის შემდგომ განვითარებული კლინიკურად გამოხატული ტვინის ღეროს სიკვდილის დადასტურებაა: 1. ე.ე.გ.-ზე არ ვლინდება ელექტრული აქტივობა; 2. პაციენტს გამოხატული აქვს უშაქრო დიაბეტი; 3. ძლიერ მტკივნეულ გაღიზიანებაზე არ არის რეაქცია (ქირურგიულ განაკვეთზე არ ვლინდება ჰიპერტენზია); 4. არ არსებობს ოკულო-ვესტიბულური რეფლექსი.
ნეიროქირურგიული ოპერაციისას ანესთეზიოლოგისათვის პრიორიტეტულია: 1. ნევროლოგიური ფუნქციების დარღვევა; 2. ზოგადი ანესთეზიის გავლენა თავის ტვინის ფუნქციაზე; 3. ქალასშიდა წნევის პარამეტრები; 4. ცერებრული პერფუზიული წნევის კონტროლი.