სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
თავის ტვინის დაზიანების მწვავე შემთხვევის დროს, წინასაოპერაციო პერიოდში საჭიროა პირობის დაცვა: 1. არ დავუშვათ ვაზოდილატაცია (ნიტროგლიცერინი); 2. არ დავუშვათ ჰიპერკაპნია; 3. მსუბუქი ალკალოზის მდგომარეობის შენარჩუნება; 4. ტვინის ნორმალური პერფუზიული წნევის შენარჩუნება)
ქალა-ტვინის ტრავმის დროს ფ.ხ.ვ-ის ჩვენებებია: 1. ჰიპოვენტილაცია; 2. ეჭვი სპონტანური სუნთქვის არაადექვატურობაზე; 3. ტვინის შეშუპება; 4. გლაზგოს შკალით 5 ბალიანი კომა.
ქალა-ტვინის ტრავმის დროს დეჰიდრატაციული თერაპიის ჩვენებებია: 1. ტვინის შეშუპება; 2. კომატოზური მდგომარეობა; 3. ნევროლოგიური სტატუსის მკვეთრი გაუარესება; 4. ტვინის მაგარი გარსის გახსნის წინ ინტრაოპერაციული მომზადება.
ქალა-ტვინის მძიმე ტრავმისას, ასპირაციული სინდრომის პროფილაქტიკისათვის, ინდუქციის დროს უმჯობესია:
ქალა-ტვინის ტრავმის დროს კორტიკოსტეროიდების გამოყენების პათოფიზიოლოგიური საფუძვლებია: 1. ნატრიუმის შეკავება; 2. ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; 3. იმუნოდეპრესია; 4. მემბრანის გამტარებლობის შემცირება.
ქალა-ტვინის ტრავმის დროს სპაზმოლიტიკების გამოყენების პათოფიზიოლოგიური საფუძვლებია:
ავადმყოფებში ხერხემლის კისრის ნაწილის ტრავმით, მისაღებია სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფის შემდეგი მეთოდები, გარდა:
ქალა-ტვინის ტრავმის დროს ინფუზიური თერაპიის ტაქტიკა დამყარებულია ყველა ჩამოთვლილზე, გარდა: 1. კოლოიდების და კრისტალოიდების შეფარდება 1:2; 2. ზომიერად ჰიპერტონული კრისტალოიდები; 3. იზოტონური კრისტალოიდები; 4. ჰიპოტონური კრისტალოიდები.
ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია რეჟიმში დადებითი წნევით ამოსუნთქვის ბოლოს (PEEP) მიზანშეწონილი არ არის: 1. გულმკერდის პოლიტრავმა პნევმოთორაქსის გარეშე; 2. საგიტალური სინუსის თრომბოემბოლიით გართულებული ნეიროქირურგიული ოპერაცია; 3. ფილტვების შეშუპებით გართულებული კომატოზური მდგომარეობა; 4. ტვინის შეშუპებით გართულებული ქალა-ტვინის დახურული ტრავმა.
ავადმყოფებში ქალა-ტვინის ტრავმით, ხელოვნურმა ჰიპოთერმიამ შეიძლება გამოიწვიოს ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
ავადმყოფებში ქალა-ტვინის ტრავმით, როდესაც სავარაუდოა ინტრაკრანიალური ჰიპერტენზია, ტვინის პერფუზიის უსაფრთხო მომატება შეიძლება განხორციელდეს: 1. ფ.ხ.ვ.-ს რეჟიმით _ დადებითი წნევა ამოსუნთქვის ბოლოს (PEEP); 2. ცერებროსპინალური სითხის დრენირებით; 3. თიოპენტალის შეყვანით; 4. მანიტოლის ინტრავენური ინფუზიით.
ავადმყოფებში ზურგის ტვინის კისრის ნაწილის ქრონიკული დაზიანებით მართებულია: 1. სპინალური ანესთეზიის დროს შეიძლება გამწვავდეს ავტონომიური ჰიპერრეფლექსია; 2. ზოგადი ანესთეზიის დროს უნდა განხორციელდეს სწრაფი ინდუქცია ნარკოზში არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების გამოყენებით; 3. პრემედიკაციაში სედაციური პრეპარატების გამოყენება; 4. სპინალური რეფლექსების დასათრგუნად ხშირად გამოიყენება არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტები.
ქალა-ტვინის ტრავმის მძიმე შემთხვევებში, პირველ რიგში უნდა აღვადგინოთ:
თავის ტვინის მძიმე კონტუზიის მიღებისთანავე განვითარებული კლინიკური სიკვდილის შემთხვევაში გულის მასაჟი:
სპინალური შოკის ძირითადი ნიშნებია: 1. ბრადიკარდია; 2. ჰიპოვოლემია; 3. ჰიპოტონია;
"სპინალური შოკის" დროს ნაჩვენებია: 1. კოლოიდების და კრისტალოიდების გადასხმა; 2. სედაციური საშუალებები; 3. ვაზოპრესორები; 4. განგლიოლიზური საშუალებები.
ბარბიტურატების ინტრავენური გამოყენების წინააღმდეგჩვენებაა:
ნეიროქირურგიაში ანესთეზიის შემდგომი ცნობიერების ხანგრძლივი მოშლის მიზეზებია: 1. ტვინის შეშუპება; 2. ტვინშიდა ჰემატომები; 3. სისხლის ჩაქცევა ტვინის პარკუჭებში; 4. ნარკოტიკული დეპრესია.
ნატრიუმის ნიტროპრუსიდით მართვითი ჰიპოტონიის განხორციელებისას მოსალოდნელია: 1. ჰისტოტოქსიური ჰიპოქსია; 2. ე.წ. "კორონარული გაქურდვის" ფენომენი; 3. ტაქიფილაქსია)
თავის ტვინზე ოპერაციის შემდეგ კრუნჩხვითი სინდრომის კუპირებისათვის არ გამოდგება: 1. დიაზეპამი; 2. კეტამინი; 3. ბარბიტურატები; 4. ალტეზინი.