სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ავადმყოფის პრეოპერაციული გასინჯვისას, ლარინგოსკოპიისა და ტრაქეის ინტუბაციის სირთულე შეიძლება შეფასდეს მალამპატის 4 ბალიანი შკალით. მიუთითეთ რას მოიცავს მალამპატის შკალა: 1. მჯდომარე პოზიციაში ავადმყოფის პირის გაღებისას შეიმჩნევა სასის ნაქი; 2. მჯდომარე პოზიციაში ავადმყოფის პირის გაღებისას არ შეიმჩნევა სასის ნაქი; 3. მჯდომარე პოზიციაში ავადმყოფის პირის გაღებისას არ შეიმჩნევა რბილი სასა; 4. მჯდომარე პოზიციაში ავადმყოფის პირის გაღებისას შეიმჩნევა რბილი სასა.
ავადმყოფის პრეოპერაციული გამოკითხვისას გაირკვა, რომ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღებულობდა Lდოფას. ზოგადი ანესთეზიის დროს რომელი საანესთეზიო საშუალების გამოყენება მიგაჩნიათ მიუღებლად: 1. დროპერიდოლი; 2. აზოტის ქვეჟანგი; 3. პროპოფოლი; 4. ჰალოტანი.
ავადმყოფის პრეოპერაციული გამოკითხვისას გაირკვა, რომ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღებულობდა დიგოქსინს. ზოგადი ანესთეზიის დროს რომელი პრეპარატების გამოყენება მიგაჩნიათ მიუღებლად: 1. კალციუმის გლუკონატი; 2. კალიუმის ქლორიდი; 3. კალციუმის ქლორიდი; 4. პანანგინი.
ავადმყოფის პრეოპერაციული გამოკითხვისას გაირკვა, რომ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდა კომბინირებულ (ესტროგენგესტაგენური ტიპის) კონტრაცეპტივებს. იგეგმება ლიპომის ამოკვეტა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელ შემთხვევაშია მართებული ანესთეზიოლოგის ტაქტიკა: 1. ჰეპარინის/დაბალმოლეკულური ჰეპარინის გამოყენება პრემედიკაციაში და პერიოოპერაციულად; 2. ქვემო კიდურების ელასტიური ბანდით შეხვევა; 3. სტეროიდული ჰორმონების გამოყენება პრემედიკაციაში; 4. პრეოპერაციულად ახალი ანტიკოაგულანტების(NOAC) დანიშვნა.
ავადმყოფის პრეოპერაციული გამოკითხვისას გაირკვა, რომ იგი ხანგრძლივი დროის განმავლობაში იღებდა ფუროსემიდის აბებს პანანგინის გარეშე. რომელი გამოკვლევებია ინფორმაციული ასეთ შემთხვევაში: 1. ნატრიუმისა და კალიუმის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში; 2. ელექტროკარდიოგრაფია; 3. სისხლში ჰემატოკრიტის განსაზღვრა; 4. ჰემოგლობინის კონცენტრაცია.
პრეოპერაციულად როდის არის აუცილებელი შარდოვანას განსაზღვრა სისხლში გეგმიური დაბალი რისკის ჩარევის დროს: 1. როდესაც ანამნეზში აღინიშნება ხანგრძლივი დიარეა; 2. როდესაც აღინიშნება თირკმლისა და ღვიძლის პათოლოგია; 3. პაციენტებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ სტეროიდულ ჰორმონებს; 4. როდესაც ანამნეზში აღინიშნება შაქრიანი დიაბეტი.
პრეოპერაციულად როდის არის აუცილებელი განისაზღვროს ღვიძლის ფუნქციური სინჯები, მაღლი რისკის ჩარევის დროს: 1. ალკოჰოლდამოკიდებულ პირებში; 2. კვების დარღვევის დროს; 3. პანკრეასის თავის კიბოს გამო წარმოებული ოპერაციული ჩარევის წინ; 4. პაციენტებში ვარიკოზული სისხლდენით
პრეოპერაციულად როდის არის აუცილებელი განისაზღვროს გლუკოზა სისხლში: 1. კორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივად ნამკურნალებ ავადმყოფებში; 2. ქრონიკული ტროფიკული წყლულებით და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში; 3. კომატოზური მდგომარეობის დროს; 4. პოლიურიის არსებობისას ანამნეზში.
პრეოპერაციულად როდის არის აუცილებელი გაკეთდეს კოაგულოგრამა: 1. ღვიძლის დაავადებების დროს; 2. ქრონიკული ან მწვავე ინფექციური პროცესის არსებობისას; 3.ყველა თორკაალური ჩარევის წინ 4. ყოველთვის ახალგაზრდა მამაკაცში თიაქარკვეთის დროს
პრეოპერაციულად როდის არის აუცილებელი ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა: 1. არტერიული ჰიპერტენზიის არსებობისას ანამნეზში; 2. დეკომპენსირებული ორგანული დაავადებების დროს გეგმიურ ანესთეზიოლოგიაში; 3. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიაზე ეჭვის დროს; 4. პროფუზული გასტროდუოდენური სისხლდენით გართულებული თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, ანამნეზში სხვა თანმხლები დაავადებების არსებობის გარეშე.
პრეოპერაციულად როდის არის აუცილებელი ელექტროკარდიოგრაფიული გამოკვლევა: 1. გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი ანამნეზში; 2. დაძაბვის სტენოკარდია მე-2 ფუნქციური კლასი; 3. ავადმყოფებში 40 წლის ასაკის ზემოთ გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიის გარეშე; 4. ინტრაოპერაციულ ქირურგიულ ტაქტიკაში ვაზოკონსტრიქტორების წიანსწრიდაგეგმილი გამოყენებისას.
პრეოპერაციულ პერიოდში ინსტრუმენტული გამოკვლევებით გამოვლინდა ქვემოთ ჩამოთვლილი მონაცემები. რომელია მათგან ყველაზე სახიფათო ზოგადი ანესთეზიის უსაფრთხოების თვალსაზრისით: 1. მიოკარდიუმის ჰიპოკინეზური ზონები; 2. მიოკარდიუმის აკინეზური ზონები; 3. 5-ზე მეტი პარკუჭოვანი ექსტრასისტოლა წთ-ში; 4. ST სეგმენტის დეპრესია.
ამერიკის ანესთეზიოლოგთა საზოგადოების (ASA) კლასიფიკაციით, ზოგადი ანესთეზიის რისკის შეფასებისას, მხედველობაში უნდა მივიღოთ შემდეგი: 1. თანმხლები დაავადებები; 2. სხვადასხვა ორგანოებისა და ორგანოთა სისტემების ფუნქციური დარღვევები; 3. ანესთეზიისა და ოპერაციის გეგმიური ხასიათი; 4. ანესთეზიისა და ოპერაციის გადაუდებელი ხასიათი.
გეგმიური ოპერაციის გადავადების მიზეზები შეიძლება გახდეს: 1. ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია; 2. ისეთი თერაპიული დაავადების არსებობა, რომელიც არ იმყოფება ოპტიმალური კონტროლის ქვეშ; 3. საჭმელის მიღება ანესტეზიამდე 70წთ-ით ადრე წინ; 4. წინასაოპერაციო მომზადების არასრულად ჩატარება.
პრემედიკაციის მიზნებია: 1. შიშის მოხსნა; 2. ჰიპნოზის მიღწევა; 3. სეკრეციის დაქვეითება; 4. მიორელაქსანტების მოქმედების გაძლიერება.
პრემედიკაციის მიზნებია: 1. სეკრეციის შემცირება; 2. საანესთეზიო საშუალებების ჰიპნოზური ეფექტის შემცირება; 3. რეტროგრადული ამნეზიის მიღწევა; 4. ვაგუსური რეფლექსების გაძლიერება.
პრემედიკაციის მიზნებია: 1. კუჭის წვენის მოცულობის შემცირება PHის გაზრდა; 2. სიმპატომიმეტური პასუხის შემცირება; 3. ოპერაციისშემდგომი გულისრევისა და ღებინების შემცირება; 4. შიშის მოხსნა.
ინტრამუსკულარულად პრემედიკაციაში გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: 1. დიაზეპამი; 2. მორფინი; 3. ატროპინი; 4. ნეოსტიგმინი.
პრემედიკაციაში პერორალურად გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: 1. ლორაზეპამი; 2. დიაზეპამი; 3. მორფინი; 4. ატროპინი.
პრემედიკაციაში გამოიყენება შემდეგი პრეპარატები: 1. მეტოკლოპრამიდი; 2. ნატრიუმის თიოპენტალი; 3. ფენტანილი; 4. ადრენალინი ანამნეზში ალერგიის არსებობისას.