სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ფენოთიაზინის ჯგუფის პრეპარატები პრემედიკაციაში გამოიყენება: 1. ოპიოიდების ეფექტების პოტენცირების მიზნით; 2. ალფა ადრენოლიტური ეფექტების გამო; 3. ანტიქოლინერგული თვისებების გამო; 4. აღარ გამოიყენება
ოპერაციისწინა ღამეს ოპიოიდების დანიშვნა პრემედიკაციაში აუცილებელია: 1. ტკივილის სინდრომის არსებობის დროს; 2. გარეგანი სუნთქვის ფუნქციის დარღვევების დროს; 3. სედაციის მიზნით; 4. ოდის სფინქტერის სპაზმის მოხსნის მიზნით.
ბენზოდიაზეპინები პრემედიკაციაში ინიშნება შემდეგი მიზნით: 1. სედაციის მიზნით; 2. რეტროგრადული ამნეზიის მიღწევის მიზნით; 3. კრუნჩხვითი ზღურბლის გაზრდის მიზნით; 4. ოპიოიდების ეფექტების პოტენცირების მიზნით.
ბენზოდიაზეპინები პრემედიკაციაში ინიშნება: 1. ნარკოტიკულ ანალგეტიკებთან ერთად; 2. ფენოთიაზინებთან ერთად; 3. ქოლინოლიტიკებთან ერთად; 4. ანტაციდებიდან, ბენზოდიაზეპინებთან ერთად, ინიშნება მხოლოდ ციმეტიდინი.
ატროპინი პრემედიკაციაში გამოიყენება შემდეგი მიზნებით: 1. ჰიპერსალივაციის პროფილაქტიკის მიზნით; 2. მისი აქტუალობა პრემედიკაციაში შემცირებულია; 3. ვაგალური რეფლექსების შემცირების მიზნით; 4. გულის შეკუმშვათა სიხშირის შემცირების მიზნით.
სტეროიდული ჰორმონები პრემედიკაციაში გამოიყენება: 1. დამძიმებული ალერგოანამნეზის დროს; 2. სტეროიდდამოკიდებულ ავადმყოფებში; 3. ადრენოკორტიკოტროპული უკმარისობის დროს; 4. ავადმყოფებში, რომელთაც ჩატარებული აქვთ ქიმიო- და სხივური თერაპია.
ჩამოთვლილთაგან რომელი მდგომარეობა ზრდის პერიოპერაციული მიოკარდიუმის ინფარქტის რისკს? 1. უმკურნალებელი ჰიპერტენზია, კორონარული არტერიების დაზიანების გარეშე; 2. შეგუბებითი გულის უკმარობა; 3. 1წლის წინ ჩატარებული აორტო-კორონარული შუნტირება ჩივილების გარეშე; 4. არასტაბილური სტენოკარდია.
დამძიმებული ალერგოანამნეზის დროს პრემედიკაციაში გამოიყენება: 1. H1 ბლოკატორები; 2. ეუფილინი; 3. სტეროიდები; 4. მორფინი.
ფილტვების რესპირატორული რეზერვების შემცირების შემთხვევაში პრემედიკაციაში არ უნდა დაინიშნოს: 1. ბენზოდიაზეპინები; 2. პრომეტაზინი; 3. ოპიოიდები; 4. ეუფილინი.
პრემედიკაციაში ნერწყვის გამოყოფის მაბლოკირებელი პრეპარატის ჩართვა: 1. უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებიც საჭიროებენ პირის ღრუში ოპერაციულ ჩარევას; 2. არ შეიძლება, თუ იხმარება კეტამინი; 3. არ ახასიათებს არასასურველი გვერდითი მოვლენები; 4. შეიძლება გამოიწვიოს ბრონქული სეკრეტის წებოვნების გაზრდა.
ანესთეზიის და ფართო ქირურგიული ჩარევის წინ წყდება შემდეგი პრეპარატების მიღება: 1. ორალური კონტრაცეპტივების; 2. ბეტა ბლოკატორების 3. კუმარინის; 4. ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორების.
75 წლის პაციენტი, სტაბილური სტენოკარდიით, რომლის ფიზიკური აქტივობა შეზღუდულია და შეუძლია მხოლოდ 200 მეტრამდე მანძილის გავლა, ASA კლასიფიკაციით მიეკუთვნება:
ამერიკის ანესთეზიოლოგთა ასოციაციის (ASA) II კლასის პაციენტთა შორის ოპერაციის მსვლელობაში, ზოგადი ანესთეზიის უხშირესი გართულებაა:
მასშტაბური ქირურგიული ოპერაციის ჰიპოთერმიის პირობებში ჩატარებისას მნიშვნელოვნად იზრდება: 1. ინტრაოპერაციული ჰემოტრანსფუზიის საჭიროება 2. პოსტოპერაციული ინტენსიური თერაპიის პალატაში დაყოვნება 3. პოსტოპერაციულად ჭრილობის ინფიცირების ალბათობა 4. პოსტოპერაციულად მიოკარდიუმის იშემიის განვითარების რისკი
პოსტოპერაციული კანკალის წინააღმდდეგ შეიძლება ეფექტური იყოს 1. კლონიდინი 2. ტრამადოლი 3. პეტიდინი 4. პარაცეტამოლი
კუჭის რეფლუქსის არსებობა მნიშვნელოვნად ზრდის ზოგადი ანესთეზიის პროცესში ასპირაციის რისკს. რომელი პრეპარატებია ეფექტური ასეთ პაციენტებში? 1. H2- ბლოკერები; 2. მეტოკლოპრამიდი; 3. პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები; 4. ატროპინი
რა შემთხვევებშია მოსალოდნელი თირკმელზედა ჯირკვლის სისტემური უკმარობა? 1. სტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ; 2. ონკოლოგიურ პაციენტებში, რომლებიც გადიან ქიმიოთერაპიის და/ან სხივური თერაპიის კურსს; 3. პაციენტებში, რომლებიც ქრონიკულად იღებენ პრედნიზოლონს დღეში 5 მგ და მეტი დოზით 4. პაციენტებში, რომლებიც სტეროიდებს იღებენ ინჰალაციური გზით;
ქვემოთჩმოთვლილთაგან რომელი ქირურგიული განაკვეთია უხშირესად ასოცირებული პოსტოპერაციულ ფილტვისმიერ გართულებებთან?
ზოგადი ანესთეზიის დროს გულის გაჩერების შესახებ მართებულია: 1. ხშირად ვითარდება ინდუქციის პროცესში; 2. უხშირესი მიზეზია ვენტილაციის მოშლა; 3. უხშირესი წინამორბედი არითმიის სახეაბრადიკარდია; 4. უმეტეს შემთხვევებში არაპროგნოზირებადია და არ ექვემდებარება მკურნალობას.
რთულ ოროტრაქეულ ინტუბაციას (2 და მეტი მცდელობა) ადგილი აქვს ზოგადი ქირურგიის პროფილის ოპერაციათა