სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
არტერიული წნევის ინვაზიური მონიტორინგის გართულებებია: 1. არტერიის თრომბოზი; 2. არტერიის სპაზმი; 3. ჰაეროვანი ემბოლია; 4. ინფექცია.
პულსოქსიმეტრია გამოიყენება: 1. PaO2 განსაზღვრისათვის; 2. პულსის სიხშირის განსაზღვრისათვის; 3. PaCO2 განსაზღვრისათვის; 4. არტერიული სისხლის ჟანგბადით გაჯერების შესაფასებლად.
პულსოქსიმეტრიის დროს დაშვებული შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. პაციენტის ფრჩხილებზე ლაქის არსებობა; 2. სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანება; 3. მეტჰემოგლობინის არსებობა; 4. კარბოქსიჰემოგლობინის არსებობა.
პრეოქსიგენაციის ხარისხს ყველაზე კარგად ასახავს მონაცემი:
პერფუზიის შესახებ შეიძლება მსჯელობა: 1. კანის საფარველის ფერის მიხედვით; 2. ლაქტატის დონის მიხედვით; 3. ტემპერატურული გრადიენტის (სხვაობა ცენტრალურ და პერიფერიულ ტემპერატურებს შორის) მიხედვით; 4. გულისცემის სიხშირის მიხედვით.
სპონტანური სუნთქვის პირობებში ცენტრალური ვენური წნევის გაზომვის დროს ნულოვანი ათვლის წერტილი მოთავსებულია:
ამოსუნთქულ ჰაერში ნახშირორჟანგის კონცენტრაციის განსაზღვრისათვის გამოიყენება:
კაპნოგრაფია გვაძლევს ინფორმაციას: 1. ენდოტრაქეული მილის ტრაქეაში მდებარეობაზე; 2. ენდოტრაქეული მილის საყლაპავში მდებარეობაზე; 3. ვენტილაციის ადექვატურობაზე; 4. სუნთქვით კოეფიციენტზე.
კაპნოგრაფია: 1.არ არის აუცილებელი მისი გამოყენება სააუნთქი გზების პროტეზირებით მიმდინარე ანესთეზიის დროს ; 2. არის დამხმარე მეთოდი აიროვანი და თრომბოემბოლიის ვერიფიცირებისათვის; 3. არის დამხმარე მეთოდი ავთვისებიანი ჰიპერპირექსიის ვერიფიცირებისათვის; 4. წარმოდგენას გვაძლევს ადსორბენტის გამოფიტვაზე.
სასუნთქი კონტურის რომელი ნაწილიდან უნდა შედიოდეს კაპნოგრაფში ამოსუთქული ჰაერი:
ალვეოლურ ჰაერში ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებების კონცენტრაციას განსაზღვრავს: 1. მასპექტრომეტრი; 2. ინფრაწითელი ანალიზატორი; 3. კვარცული ოსცილატორები; 4. პულსოქსიმეტრი.
ქვემოთჩამოთვლილთაგან ცენტრალური ტემპერატურის გაზომვა უფრო ზუსტად ხდება:
ელექტროენცეფალოგრამა ასახავს: 1. ტვინის სისხლმომარაგებას; 2. გამოყენებული ინჰალაციური საანესთეზიო საშუალების სახეობას; 3. მიოპლეგიის ხარისხს; 4. ც.ნ.ს.-ის ელექტრულ აქტივობას.
ელექტროენცეფალოგრაფია შეიძლება აღმოჩნდეს სასარგებლო შემდეგ შემთხვევბში: 1. კარდიოქირურგიული ოპერაციების დროს; 2. მართვითი ჰიპოტონიის გამოყენების დროს; 3. ნეიროქირურგიული ოპერაციების დროს; 4. ზოგადი ანესთეზიის მდგომარეობიდან გახანგრძლივებული გამოსვლისას.
სტანდარტული პრეოპერაციული გამოკითხვა მოიცავს: 1. ავადმყოფობის ანამნეზის შეკრებას; 2. სამკურნალწამლო საშუალებების აუტანლობის გარკვევას; 3. ოჯახური ანამნეზის შეკრებას; 4. ნიკოტინის მომხმარებლობის გარკვევას.
სტანდარტული პრეოპერაციული გამოკითხვისას უნდა დადგინდეს: 1. ინფორმაცია ადრე გამოყენებული სამკურნალო საშუალებებზე ; 2. ალერგიული ანამნეზი; 3. ნარკოტიკული პრეპარატების ბოროტად გამოყენება; 4.ალკოჰოლის ჭარბად და რეგულარულად გამოყენება.
ავადმყოფის პრეოპერაციული გამოკითხვისას, ანამნეზში უკვე აღნიშნული ზოგადი ანესთეზიის ფაქტი მოითხოვს შემდეგ დამატებით გამოკითხვას: 1. მედიკამენტური ალერგიის გარკვევა; 2. ოპერაციისშემდგომი გულისრევისა და ღებინების ფაქტის გარკვევა; 3. ღრმა ვენების თრომბოზის ფაქტის გარკვევა; 4. გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემების მხრივ გართულებების არსებობის ფაქტის გარკვევა.
გაძნელებული ინტუბაციის მიზეზია: 1. ანკილოზური სპონდილიტი; 2. დაუნის სინდრომი; 3. პიერ-რობენის სინდრომი; 4. ნევროზული ბულემია.
რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი პირობები ართულებენ ინტუბაციას: 1.მანდიბულარული სიღრმის კოეფიციენტი: რენტგენოგრამაზე უკანა სიღრმე > 3,6; 2. მანძილი ფარისებრი ჯირკვლიდან კბილებამდე > 6,5 სმ; 3. შემცირებული მანძილი ძვლოვანი მორჩიდან C1 მალამდე. 4. მცირე მანძილი წინა მჭრელის მწვერვალსა და ქვედა ყბის ფსკერს შორის.
მალამპატის შკალით სასუნთქი გზების შეფასებისას: