QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

361

სპირომეტრიის რომელი პარამეტრით არის შესაძლებელი ფილტვების ობსტრუქციული და რესტრიქციული პათოლოგიების ერთმანეთისგან დიფერენცირება:

362

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი გამოკვლევა არის ყველაზე მეტად სპეციფიური ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიისათვის:

363

რომელია ყველაზე მეტად შესაძლო დიაგნოზი შემდეგი სიმპტომოკომპლექსის არსებობისას: თმის ცვენა, ართრიტი, ერითემა, სეროზიტი, რენული, ნევროლოგიური, ჰემატოლოგიური დარღვევები:

364

33 წლის ფერმერი უჩივის ხიხინის რეკურენტულ ეპიზოდებს, რომელიც ვითარდება ბეღელში თივის დაბინავების შედეგად. აუსკულტაციით მოისმინება ბიბაზალური სველი ხიხინი. გულის ტონები აუსკულტაციურად ნორმალურია. ლაბორატორიული მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია, ეოზინოფილების მომატება არ აღინიშნება. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით გამოვლინდა ლაქოვანი ინფილტრატები ქვემო წილებში. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:

365

ემერჯენსის დეპარტამენტში მკურნალობს 63 წლის ქალი, რომელსაც აღენიშნება სუნთქვის გაძნელება. ანამნეზში ფილტვების დაავადება არ აღინიშნება. მას დაუსვეს მკერდის კიბოს დიაგნოზი და დაუნიშნეს შესაბამისი მკურნალობა. ფიზიკური გასინჯვით არტერიული წნევა 120/80, პულსი 100. გული და ფილტვები ნორმაშია. ღრმა ვენების თრომბოზის კლინიკური ნიშნები არ ვლინდება. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი კვლევა არის მიზანშეწონილი ფილტვის არტერიის თრომბოლემბოლიის გამორიცხვის მიზნით:

366

56 წლის მამაკაცმა მომართა ექიმს ქრონიკული ხველის გამო. ხველა აღინიშნენბა მუდმივად და უკანასკნელი 3 წელია რაც განიცადა პროგრესირება. ხველებას თან სდევს მოყვითალო ფერის ნახველი. ანამნეზში ხიხინი, ასთმა და გულის შეგუბებითი უკმარისობა, რეფლუქს ეზოფაგიტი არ აღინიშნება. იგი მწეველია (25 წელი) და ყოველდღიურად ეწევა 1 კოლოფ სიგარეტს. ობიექტურად გულმკერდის აუსკულტაციით ვეზიკულური სუნთქვა, რენტგენოლოგიური გამოკვლევით პათოლოგია არ ვლინდება, ფორსირებული ამოსუნთქვითი მოცულობა პირველ წამზე და ფორსირებული სასიცოცხლო ტევადობის მაჩვენებლები ნორის ფარგლებშია. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:

367

28 წლის მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში სისხლიანი ნახველის გამო. ანამნეზში აღინიშნება რეკურენტული პნევმონია და ქრონიკული პროდუქტიული ხველა ცუდი სუნის მქონე ნახველით. სხვა დაავადებებს არ აღნიშნავს, მწეველი არ არის. ფიზიკური გასინჯვით ორალური დაზიანება არ ვლინდება. გულის ტონები სუფთაა, ფილტვების აუსკულტაციით უკანა მხარეს მოისმინება სველი ინსპირაციული ხიხინი ფილტვის ფუძეზე. მისი თითები დოლის ჩხირისებურია. ჰეპატოსპლენომეგალია და პალპირებადი ლინფური ჯირკვლები არ ვლინდება. რენტგენოლოგიურად აღინიშნება ფიბროზი და ინფილტრატების არსებობა მარჯვენა ფილტვის ქვემო წილში. რამელი დიაგნოსტიკური კვლევის ჩატარება არის სასურველი:

368

23 წლის მამაკაცს აღენიშნება ბრონქული ასთმის გამწვავება. იგი სალბუტამოლის აეროზოლს უფრო ხშირად იყენებს. ასევე გაზარდა საინჰალაციო სტეროიდების მიღება, თუმცა სუნთქვის გაძნელება მაინც აღენიშნება. ადრე მისი ასთმა დიაგნოსტირებული იყო, როგორც მსუბუქი, გამწვავებების გარეშე და არ მოითხოვდა მკურნალობაში ორალური სტეროიდების ჩართვას, ან ჰოსპიტალიზაციას. შეტევის ამ ეტაპზე პაციენტს აღენიშნება ბრონქების ობსტრუქციის რეკურენტული ეპიზოდები, ცხელება, სისუსტე და მოყავისფრო ფერის ნახველი. ფიზიკური გასინჯვით ვლინდება ექსპირაციული ტიპის მშრალი ხიხინი. გული, მუცელი და ნერვული სისტემა გასინჯვით პათოლოგიის გარეშე. გულმკერდის გაშუქებით ვლინდება ზემო წილების ინფილტრატი. სისხლში ეოზინოფილები – 3000/მლ.პლაზმაში გამოვლინდა ანტისხეულები ასპერგილას მიმართ. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:

369

67 წლის ქალს ჩაუტარდა სპირომეტრიული კვლევა ქოშინის შეფასების მიზნით. გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა FEV1/FVჩ თანაფარდობის დაქვეითება. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:

370

ქვემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნებიდან რომელი არ ახასიათებს თრომბოციტოპენიურ პურპურას:

371

რომელი აუსკულტაციური ნიშანი ახასიათებს ექსუდაციურ პლევრიტს:

372

პაციენტს აღენიშნება ხველა სისხლიანი ნახველით, ქოშინი, ჰემატურია, სისხლში ფილტვებისა და თირკმლების ბაზალური მემბრანების საწინააღმდეგო IგG ანტისხეულების მომატება. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:

373

მწვავე მუცლის რომელ მიზეზს ახასიათებს უეცარი მოვლითი ტკივილი, რომელიც დასაწყისში პერიოდულია – ახასიათებს ტკივილის (და ღებინების) არსებობის და გაქრობის ეპიზოდების მონაცვლეობა, ხოლო რამდენიმე საათში ან დღეში იცვლება მუდმივი ტკივილით:

374

ჰეპატოცელულური კარცინომის სადიაგნოზოდ საუკეთესო ტუმორული მარკერია:

375

რომელი დაავადების დროს დიარეა, ჩვეულებრივ, არ არის თანხლებული ცხელებით:

376

ჰეპატომეგალია, ნევროლოგიური და ფსიქიური სიმპტომატიკა (დისფაგია, დიზართრია, ტრემორი, კოორდინაციის დარღვევა, ატაქსია, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი), თვალის რქოვანა გარსისა და სკლერის საზღვარზე ოქროსფერი ან მომწვანო-ოქროსფერი რგოლის არსებობა, შარდში სპილენძის კონცენტრაციის მატება ახასიათებს:

377

ქვემოთ მოყვანილი გამოკვლევებიდან რომელს უნდა მიეცეს უპირატესობა არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის დასადგენად:

378

რომელია შესაძლო დიაგნოზი შემდეგი სიმპტომოკომპლექსის არსებობისას: წერტილოვანი, ღია წითელი ფერის გამონაყარით იფარება მთელი სხეული გარდა ცხვირ-ტუჩის სამკუთხედისა:

379

29 წლის ქალს ჩაუტარდა ყოველწლიური რუტინული სისხლის ანალიზი, რომლის შედეგად გამოვლინდა არაპირდაპირი ბილირუბინის დონის მომატება. ჰემოლიზის ნიშნები არ აღენიშნება, ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:

380

53 წლის მამაკაცი უჩივის დიარეას. მას აღენიშნება სახის გაწითლება, რომელიც ერთი წუთის მანძილზე გრძელდება. ფიზიკური გასინჯვით ვლინდება ტელეანგიექტაზიები სახის მიდამოში და შუილი გულის არეში, რომელიც 2 წლის წინ არ მოისმინებოდა. შუილი ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვის შემდეგ. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევის საშუალება არის მიზანშეწონილი დიაგნოსტიკური ძიების საწყის ეტაპზე:

განმარტებები