სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
25 წლის ადრე ჯანმრთელი მამაკაცი უჩივის სისუსტეს და ადვილად დაღლას. ერთი კვირის წინ გადაიტანა ე.წ. ვირუსის ტიპის ინფექცია, რომლის დროს აღენიშნებოდა ყელის ტკივილი, ცხელება და მიალგია. ამჟამად იგი გაყვითლებულია. სხვამხრივ, ფიზიკური გასინჯვით პათოლოგია არ ვლინდება. ლაბორატორიული კვლევებით საერთო ბილირუბინი არის 4,0 მგ.დლ (ნორმა 0,1-1,0 მგ/დლ), პირდაპირი ბილირუბინი – 0,3 მგ/დლ (ნორმა 0,0-0,3 მგ/დლ). რა არის სავარაუდო დიაგნოზი:
ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტის დროს განავლის შესწავლით ვლინდება:
ცხელებით მიმდინარე რომელ დაავადებაზე მიუთითებს შარდში ბენსჯონსის ცილის არსებობა:
ცხელებით მიმდინარე რომელი დაავადების დიაგნოსტიკისათვის გამოიყენება სისხლის სქელი წვეთის გამოკვლევა:
რომელ დაავადებას ახასიათებს პოლიართრალგიები, ანტისტრეპტოლიზინ-O-ს ტიტრის მომატება და ცხელება:
ნეფროზული სინდრომისათვის დამახასიათებელია ყველა გარდა ერთისა:
თირკმლების ამილოიდოზისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშანი, გარდა:
64 წლის ქალს აღენიშნება მეტაბოლური ალკალოზი, ბიკარბონატის დონე 34 მექვ/ლ. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:
77 წლის მამაკაცს, რომელსაც აღენიშნება მოცულობითი წარმონაქმნი ფილტვებში, უეცრად განუვითარდა ასიმპტომური ჰიპონატრიემია. საუღლე ვენები დაბერილია 4 სმ-ით. გულისა და ფილტვების აუსკულტაციით პათოლოგია არ ვლინდება. შარდში ნატრიუმი 64 მექვ/ლ. შარდის ოსმოლარობა 650 ოსმ/კგ. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:
24 წლის ქალს შარდის ანალიზით გამოუვლინდა მიკროჰემატურია. მან ორჯერ ჩაიტარა ანალიზი მენსტრუალური ციკლის პერიოდებს შორის და ორივეჯერ გამოვლიდა ჰემატურია. მიკროსკოპული გამოკვლევებით აღინიშნება დეფორმული ერითროციტები, ასევე აღინიშნება ერითროციტული ჩხირები. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი არის ჰემატურიის სავარაუდო მიზეზი:
20 წლის მამაკაცს უეცრად განუვითარდა ჰემატურია და პროტეინურია, რასაც შემდგომში მოჰყვა აზოტემია, წყლისა და მარილის შეკავება. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:
რომელია შესაძლო დიაგნოზი შემდეგი სიმპტომოკომპლექსის არსებობისას: ცხელება, სისხლდენები, ტკივილი ძვლებში, პათოლოგიური მოტეხილობები, მიდრეკილება ინფექციებისადმი, ძალიან მაღალი ედს, ანემია, თრომბოციტოპათია, ნეფროპათია, ჰიპერკალციემია, შარდსა და შრატში M-გლობულინის მატება, ძვლის ტვინის ინფილტრაცია პლაზმური უჯრედებით, რენტგენოლოგიურად ოსტეოლიზი:
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი ანემიისათვის არის დამახასიათებელი ანიზოციტოზი, ერითროციტების ბაზოფილური პუნქტაცია, ჰიპერსეგმენტირებული ნეიტროფილების არსებობა:
რომელი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი ე.წ. “ფილადელფიული ქრომოსომის" არსებობა:
სისხლის შედედების უნარის დაქვეითებით (კოაგულოპათიებით) განპირობებულ ჰემორაგიულ დიათეზებს მიეკუთვნება ყველა ქვემოთჩამოთვლილი, გარდა:
B 12-დეფიციტური ანემიის და ფოლიუმის მჟავის დეფიციტით გამოწვეული ანემიის განმასხვავებელი ნიშანია:
70 წლის ადრე ჯანმრთელ ქალს პლაზმის ელექტროფორეზის ჩატარების შედეგად აღმოაჩნდა ასიმპტომური მონოკლონური იმუნოგლობულინების მომატება. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:
რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს A ჰემოფილიის კლინიკურ გამოვლინებას:
რომელია შესაძლო დიაგნოზი შემდეგი სიმპტომოკომპლექსის არსებობისას: ჰემორაგიული პეტექიური გამონაყარი ქვემო კიდურებზე, დუნდულოებზე, ქუთუთოებზე, თავის ტკივილი, ცხელება, დიფუზური ცერებრული სიმპტომატიკა:
რომელია შესაძლო დიაგნოზი შემდეგი სიმპტომოკომპლექსის არსებობისას: ხანდაზმული ასაკი, სისხლჩაქცევები ხელის გულზე, წინამხრის გამშლელ ზედაპირზე, სისხლჩაქცევები ტოვებენ პიგმენტურ ლაქებს. ანამნეზში შესაძლებელია ინსოლაცია, ჰემოსტაზის სისტემაში ცვლილებები არ არის: