QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

341

73 წლის მამაკაცს აღენიშნება დაძაბვის სტენოკარდია, თუმცა კორონარული ანგიოგრაფიის ჩატარების შედეგად მნიშვნელოვანი სტენოზი არ გამოვლინდა. გულის რომელი დაავადების დროს აღინიშნება ხშირად მსგავსი მოვლენა:

342

47 წლის ქალს აღენიშნება ახლადაღმოცენებული მარჯვენა მხრის სისუსტე და მეტყველების დარღვევა, რომელიც 3 საათია რაც გრძელდება. იგი ასევე აღნიშნავს ქოშინს ფიზიკურ დატვირთვაზე და ერთი თვის წინ ჰქონდა სინკოპეს ერთი ეპიზოდი. ექოკარდიოსკოპიით გამოვლინდა გულის სიმსივნე მარცხენა წინაგულში. სიმსივნური წარმონაქმნი ფეხით მიმაგრებულია ენდოკარდიუმზე. რომელი ქვემით ჩამოთვლილი დაზიანება არის სავარაუდო:

343

თქვენმა რამოდენიმე ხანდაზმულმა პაციენტმა გამოთქვა სურვილი ჩართულიყო ვარჯიშის პროგრამაში. მათ გულისმიერი სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა აქვთ სისხლძარღვებთან დაკავშირებული რისკის ფაქტორები, როგორიცაა დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. ამ პაციენტებისათვის, რა არის მართებული დატვირთვის ელექტროკარდიოგრაფულ ტესტთან მიმართებაში:

344

კუმბსის ტესტის გამოყენება საშუალებას იძლევა:

345

17 წლის გოგონას განუვითარდა ქოშინი ფიზიკურ დატვირთვაზე. თუმცა ხველა, ნახველი და ხიხინი არ აღინიშნება. ფიზიკური გასინჯვით გამოვლინდა მეორე ტონის ფიქსირებული გაორება და სისტოლური შუილი (3/6 გრადაციის), რომელიც ყველაზე უკეთ მოისმინება მკერდის ძვლის მარცხენა კიდესთან. ექოკარდიოგრაფიით დადასტურდა აღნიშნული მდგომარეობა. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს მისი მდგომარეობის საუკეთესო ახსნას:

346

62 წლის მამაკავს პროთეზირებული აორტის სარქვლით განუვითარდა სისუსტე და ცხელება. მას სარქველი გამოუცვალეს 5 წლის წინ, რადგანაც აღენიშნებოდა ბიკუსპიდალური აორტის სარქველი. ფიზიკური გასინჯვით აღენიშნება მხოლოდ სისტოლური განდევნის შუილი. რომელი მიკროორგანიზმი ამოითესება სავარაუდოდ სისხლის კულტურაში:

347

ჰემოლიზურ ანემიას არ ახასიათებს:

348

სიმპტომური ჰიპერტენზიის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი შეიძლება იყოს:

349

კარდიულ ასთმას ახასიათებს:

350

რომელი დაავადება არ მიმდინარეობს არტერიული ჰიპერტენზიით:

351

რომელი კვლევაა მიჩნეული “ოქროს სტანდარტად" რენოვასკულური ჰიპერტენზიების დიაგნოსტიკისათვის:

352

რა არ ახასიათებს არტერიების ათეროსკლეროზულ დაავადებას:

353

67 წლის მამაკაცს აღენიშნება წინა კედლის ინფარქტი, რის გამოც ჩაუტარდა თრომბოლიზური თერაპია. 3 დღის შემდეგ მას განუვითარდა ტკივილი გულის არეში, რომელიც ძლიერდება წინ წამოწევის დროს. გასინჯვით მისი ფიზიკალური მონაცემები ნორმის ფარგლებშია გარდა პერიკარდიული ხახუნისა. ეკგ-ზე აღინიშნება ინფარქტის შესაბამისი დინამიკა, თუმცა Pღ სეგმენტი დეპრესიულია, ხოლო კიდურების ყველა განხრაში აღინიშნება შთ სეგმენტის 1 მმ-იანი ელევაცია. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:

354

79 წლის მამაკაცს აღენიშნება სინკოპე. ფიზიკური გასინჯვით მას აღენიშნება საძილე არტერიის პულსის აღმავალი ტალღის შენელება, ხოლო გულის ფუძეზე მოისმინება სისტოლური შუილი. ფილტვების აუსკულტაციით ვეზიკულური სუნთქვა. გულმკერდის რენტგენოლოგიური კვლევით სავარაუდოდ გამოვლინდება:

355

აორტის დისექციის დროს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სწორია ყველა გარდა ერთისა:

356

25 წლის ნარკომანი მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში ხანგამოშვებითი ცხელების, მშრალი ხველის და ქოშინის 4 კვირიანი ანამნეზით. რენტგენოგრამაზე ჩანს დიფუზური ინტერსტიციული დაჩრდილვა. ედს – 25 მმ/სთ, ლეიკოციტები – 5500, ლიმფოციტები 14%. შიდსის ტესტი პოზიტიურია. სავარაუდო დიაგნოზი:

357

ბრონქოექტაზიური დაავადებით ავადმყოფების ფილტვების აუსკულტაციისას ჩვეულებრივ ვლინდება:

358

ინსტრუმენტული მონაცემებიდან რა ახასიათებს კრუპოზულ პნევმონიას:

359

ბრონქული ასთმის დროს ქვეითდება ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა სპირომეტრიული მაჩვენებელი, გარდა ერთისა:

360

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი წარმოადგენს ყველაზე მეტად ინფორმაციულ მეთოდს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დიაგნოსტიკაში:

განმარტებები