QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

3401

რომელი მოსაზრებაა სწორი წითურას შესახებ?

3402

12 წლის გოგონას განუვითარდა უნებლიე მოძრაობები ხელისა და ფეხის უნებლიე გაქნევის, თვალის მოულოდნელი დახუჭვის და ენის პერიოდული გამოყოფის სახით; ამავე დროს აღენიშნებოდა კუნთთა ჰიპოტონია, მუხლის რეფლექსის საქანელასებრი მოდიფიკაცია და გორდონის ნიშანი. მიუთითეთ აღნიშნული მდგომარეობის გამომწვევი მიზეზი:

3403

ადრენალინი: 1). ზრდის სისხლძარღვთა პერიფერიულ წინააღმდეგობას; 2). ამცირებს კორონარულ და ცერებრულ სისხლის მიმოქცევას; 3). შეუძლია გააუჯობესოს დეფიბრილაციის ეფექტურობა პარკუჭების ფიბრილაციის დროს; 4). ზრდის მიოკარდიუმის კუმშვადობას

3404

ყველაზე მიზანშეწონილი მკურნალობა დეჰიდრატაცის თავიდან ასაცილებლად პროფუზული ფაღარათის დროს არის:

3405

რომელი მოსაზრებაა არასწორი ბავშვებში ყურის დაავადებების შესახებ?

3406

რომელი კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს წითელას პროდრომულ პერიოდს?

3407

რომელი კლინიკური გამოვლინება არ ახასიათებს ქუნთრუშას?

3408

რა არ ახასიათებს ქუნთრუშას გამონაყარს?

3409

რომელი ჯგუფის ანტიმიკრობულ პრეპარატებს ანიჭებენ უპირატესობას ქუნთრუშას მკურნალობისას?

3410

ქვემოჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელი არ ახასიათებს ჩუტყვავილას გამონაყარს?

3411

რომელი კლინიკური გამოვლინება არ აღინიშნება ინფექციური მონონუკლეოზის მიმდინარეობაში?

3412

ქვემოაღნიშნული პრეპარატებიდან რომელი არ გამოიყენება ბრონქული ასთმის შეტევის კუპირების მიზნით:

3413

ბრონქული ასთმის მძიმე შეტევის მკურნალობის ქვემოჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელია არასწორი:

3414

ფილტვის შეშუპების მკურნალობისას არ გამოიყენება:

3415

კრუნჩხვითი სინდრომის მკურნალობისას პირველ რიგში რა უნდა უზრუნველყონ:

3416

სამი წლის ბიჭუნას აღენიშნება უეცარი შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის არეში, ხშირი ღებინება. ბავშვი ტირის. შეტევათა შორის პერიოდში იგი მშვიდია. მშობლები აღნიშნავენ, რომ ბავშვს აქვს თხიერი სისხლიანი განავალი. პალპატორულად ისინჯება ძეხვისებირი სიმკვრივე მუცლის მარჯვენა ნაწილში. რომელია სწორი დიაგნოზი:

3417

პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილ დებულებათაგან რომელია მართებული:

3418

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობის მიზნით ბეტა-ბლოკერების გამოყენება უკუნაჩვენები არ არის შემდეგი თანმხლები დაავადებების დროს:

3419

ფილტვების შეშუპების შესახებ ქვემოჩამოთვლილი დებულებებიდან რომელია მართებული?

3420

ჩვეულებრივ რომელი პათოლოგია იწვევს გულის პირველი ტონის გაძლიერებას?

განმარტებები