QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

3421

რომელი პრეპარატი მოქმედებს ჰენლეს მარყუჟის აღმავალ ნაწილზე?

3422

ანტიარითმიული საშუალებების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება პროპრანოლილი?

3423

ანტიარითმიული საშუალებების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ქინიდინი?

3424

ანტიარითმიული საშუალებების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ვერაპამილი?

3425

ანტიარითმიული საშუალებების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება ლიდოკაინი?

3426

ანტიარითმიული საშუალებების რომელ ჯგუფს მიეკუთვნება სოტალოლი?

3427

წლის მამაკაცს მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან 2 წლის თავზე აღენიშნება მოციმციმე არითმია. არითმიის ხანდაზმულობა უცნობია. პარკუჭების შეკუმშვის სიხშირეა 142 წუთში, თ/A - 128/84 მმ ვწყ.სვ. გულის უკმარისობის ნიშნები არ არის. როგორ უნდა დაიწყოს აღნიშნული პაციენტის მკურნალობა? 1). დილთიაზემი ივ; 2). ნოვოკაინამიდის ინტრავენური ინექცია; 3). ჰეპარინი; 4). სასწრაფო კარდიოვერსია; 5). ლიდოკაინი.

3428

რომელი პრეპარატის მოხსნის შემდეგ ვითარდება მძიმე, ე.წ. `რიკოშეტული~ ჰიპერტენზია:

3429

28 წლის მამაკაცს ორი საათის განმავლობაში აღენიშნება გულმკერდის შებოჭილობა, ხველა, მსტვინავი სუნთქვა, მსგავსი შეტევები ხშირად აქვს უკანასკნელი წლების განმავლობაში. ფიზიკური გასინჯვით გამოვლინდა ქოშინი, ორთოპნოე, ციანოზი, მსტვინავი მშრალი ხიხინი როგორც ჩასუნთქვისას ისე ამოსუნთქვისას და ერთეული სველი მსხვილბუშტუკოვანი ხიხინი. მაჯისცემა თანაბარი - 130 წუთში. ნახველი ბლანტი და წებოვანია. რა უნდა დაენიშნოს პაციენტს?

3430

მწვავე გაურთულებელი ბრონქიტის დროს მიზანშეწონილია შემდეგი მკურნალობა, გარდა:

3431

55 წლის დიაბეტით დაავადებული მამაკაცი იმყოფება კომაში. კომის ფორმის დიფერენცირება გაძნელებულია. მკურნალობა იწყება

3432

50 წლის მამაკაცს დაეწყო ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, საერთო სისუსტე. ოჯახის წევრების მიერ კუნთებში გაუკეთდა კეტოროლაკი. ტკივილის ინტენსიურობა შემცირდა. ყურადღებას იქცევს ტაქიკარდია და ჰიპოტენზია. რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში:

3433

ჩამოყალიბებული ტრავმული (ჰიპოვოლემიური) შოკისთვის დამახასიათებელია ყველა ქვემოჩამოთვლილი ნიშანი, გარდა ერთისა (აღნიშნეთ):

3434

საშვილისნოსგარე ორსულობის შეწყვეტის (ფალოპის მილის გასკდომის) კარდინალური ნიშნებია: 1). ამენორეა; 2). უეცარი ტკივილი მუცლის და მენჯის არეში; 3). ცხელება; 4). შოკის სურათი; 5). ბრადიკარდია.

3435

არადიფერენცირებული კომის მკურნალობა საწყის ეტაპზე მოიცავს ღონისძიებებს შემდეგი თანმიმდევრობით: 1). ადრენალინის ინექცია გულში; 2). ფეხების მაღლა აწევა; 3). გლუკოზის ინტრავენური ინექცია; 4). ზედა სასუნთქი გზების გამავლობის უზრუნველყოფა; 5). ნალოქსონის (ნარკანის) ინტრავენური ინექცია

3436

20 წლის მამაკაცი მოჰყვა ავტოავარიაში. ობიექტურად-პაციენტი გონებაზეა, სუნთქავს თავისუფლად, ძალზე ფერმკრთალია, თ/A-90/60 მმHგ, P-120 წთ. პაციენტს სამკურნალოდ პირველ რიგში უნდა გაუკეთდეს

3437

45 წლის ალკოჰოლიზმით შეპყრობილ მამაკაცს აქვს ძლიერი ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში ირადიაციით ზურგში, გულისრევა და ღებინება. ტკივილი 4 დღის წინ დაეწყო, მაგრამ ბოლო 24 საათის განმავლობაში მისმა ინტენსიურობამ ძლიერ მოიმატა. გასინჯვისას აღინიშნება მუცლის კუნთების დაჭიმულობა (დეფანსი) ეპიგასტრიუმის არეში, დიდი ზომის ექკიმოზები (სისხლჩაქცევები) მუცლის გვერდით ზედაპირზე (გრეი ტერნერის ნიშანი) და ჭიპის ირგვლივ (კულენის ნიშანი). სავარაუდო დიაგნოზია:

3438

რომელი პათოლოგია შეიძლება გახდეს თირკმლების მწვავე უკმარისობის მიზეზი?

3439

მიოკარდიუმის ინფარქტის ყველაზე ხშირი გართულებაა:

3440

18 წლის მამაკაცს აღენიშნება საერთო სისუსტე, ძლიერი ყელის ტკივილი. ანამნეზში კონტაქტი მსგავსი სიმპტომების მქონე პირთან არ გამოვლინდა. ამასთან პაციენტი უჩივის შემცივნებას და ძლიერ ოფლიანობას, მაგრამ არა აქვს სურდო, ხველა, გულისრევა, ღებინება, ფაღარათი. ფიზიკური გასინჯვით - ფარინგიტი, კისრის ლიმფადენოპათია, ცხელება 38 ˚თ, ელენთა ისინჯება ნეკნთა რკალიდან 3 სმ- ით ქვემოთ. სისხლში აღინიშნება ატიპიური ლიმფოციტები. ჰეპატომეგალია, სიყვითლე არ არის. სავარაუდო დიაგნოზია

განმარტებები