სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
თუ სარეანიმაციო ღონისძიებები ტარდება ერთი რეანიმატოლოგის მიერ, ფილტვებში ჰაერის ჩაბერვის რიცხვისა და გულმკერდის ყაფაზზე ზეწოლათა რიცხვის თანაფარდობა გულის მასაჟის დროს უნდა იყოს
არააპარატული ხელოვნური სუნთქვა ინტუბირებულ პაციენტში წარმოებდეს შემდეგ რითმში
შხამის გადაყლაპვის შემთხვევაში უნივერსალური შხამსაწინააღმდეგო საშუალებაა
რა არ ახასიათებს წითელას გამონაყარს?
პაციენტს, მიოკარდიუმის ინფარქტით ჰიპოტენზიის ფონზე აღენიშნება დაბალი პულმონოკაპილარული წნევა ფილტვის შეშეუპების გარეშე. ინიციალური თერაპიაა:
პაციენტს ჰიპერტენზიის მკურნალობის მიზნით დაენიშნა კაპტოპრილი, რის ფონზეც შრატში კრეატინინის კონცენტრაციამ 7მგ/დლ (მგ%)-ს მიაღწია. წამლის მიღების შეწყვეტი შემდეგ კრეატინინის კონცენტრაცია 1.5 მგ/დლმდე შემცირდა. რომელი მოსაზრებაა სწორი აღნიშნული მდგომარეობის შესახებ:
სახეზეა ნაწლავის მწვავე მაღალი ობტურაციული გაუვალობის კლინიკა. როგორია სწორი ტაქტიკა პრეჰოსპიტალურ ეტაპზე:
უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს შორის სასუნთქი გზების ობსტრუქციის ყველაზე ხშირი მიზეზია:
რომელი მოსაზრებაა სწორი აუსკულტაციური ფენომენების შესახებ: 1). მიტრალური სტენოზის სიმძიმეზე (წინაგულშიდა წნევის მატებაზე) მიუთითებს გულის მეორე ტონსა და მიტრალური სარქვლების გაღების ხმიანობას შორის ინტერვალის შემცირება; 2). პრესისტოლური შუილი მიტრალური სტენოზის დროს შეიძლება გაქრეს მოციმციმე არითმიის აღმოცენებისას; 3). მწყერის მელოდიის კომპონენტები წარმოდგენილია დიასტოლური შუილით, პირველი და მეორე ტონებით;
მოზრდილებზე კარდიოპულმონური რეანიმაციის წარმოების დროს, გულის გარეგანი მასაჟის ჩატარებისას ხელისგულის სათანადო ნაწილი უნდა მოთავსდეს:
ორი პირის მიერ კარდიოპულმონური რეანიმაციის ჩატარებისას ხელოვნური სუნთქვის მწარმოებელმა შესაბამისი პერიოდულობით დაზარალებელს უნდა ჩაბეროს:
კარდიოპულმონური რეანიმაციის დაწყებისას ბავშვს პულსაცია უნდა გაესინჯოს:
ავადმყოფის გულმკერდის რენტგენოლოგიური შესწავლის დროს აღმოჩენილი იქნა მარჯვენა ფილტვის ველის ტოტალური ინტენსიური ერთგვაროვანი დაჩრდილვა. როგორ უნდა მოხედს ამ შემთხვევაში ექსუდაციური პლევრიტის და ფილტვის ატელექტაზის დიფერენციული რენტგენოდიაგნოსტიკა:
არასტაბილური განუსაზღვრელი ტიპის ფართოკომპლექსოვანი ტაქიკარდიის მკურნალობა იწყება:
ავადმყოფს აღენიშნება ქვედა სპასტიკური პარაპლეგია, მგრძნობელობის მოშლა გლობალური ანესთეზიის სახით D7 სეგმენტის ქვემოთ, აქვე პარადოქსული იშურიის მოვლენები და ნაწოლი დუნდულოს არეში. მიუთითეთ აღნიშნული მდგომარეობის გამომწვევი პათოლოგიური მდგომარეობა:
სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდიის მედიკამენტური მკურნალობა იწყება:
ბავშვებში ჩუტყვავილას ყველაზე ხშირი გართულებაა:
რომელი მოსაზრებაა სწორი სინქრონიზებული კარდიოვერსიის ჩატარებისას პირველი განმუხტვის ენერგიის შერჩევის შესახებ:
პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში გამოიყენება:
ირიგოსკოპიით ნაწლავის კონტრასტით მყარი შევსების სტადიაში ასწვრივი კოლინჯის მიდამოში ნახული იქნა ნაწლავის ლატერალური კედლიდან გამომდინარე უსწორმასწორო ზედაპირის მქონე ავსების დეფექტი 4X5 სმ ოდენობის. ქვემოთ ჩამოთვლილ დაავადებებს შორის რომელს შეესაბამება აღწერილი ენტგენოლოგიური სურათი?