სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
ჩამოთვლილთაგან, რომელი პაციენტის მართვის გეგმაში ჩართავდით სისტემური კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის ხანმოკლე კურსს:
ჩამოთვლილთაგან, რომელია მართებული დებულება თეოფილინების როლის შესახებ ასთმის მკურნალობაში:
ასთმით დაავადებული პაციენტის სიმპტომები არაკონტროლირებადია საშუალო დოზით საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებით მონოთერაპიის პირობებში. როგორი ქმედება იქნება მართებული:
რა სიხშირით უნდა შემოწმდეს კლინიცისტის მიერ ასთმით დაავადებული პაციენტის მიერ საინჰალაციო საშუალების მოხმარების ტექნიკა:
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების მკურნალობასთან დაკავშირებით, ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მართებული:
68 წლის მამაკაცი მოათავსეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ქოშინისა და ჩირქოვანი ნახველის გამო. პაციენტი მწეველია. აქვს მძიმე ფქოდ. ბოლო წლის მანძილზე 3-ჯერ მოხვდა ჰოსპიტალში და ჩაუტარდა ანტიბიოტიკოთერაპია. ნახველში გამოვლინდა P.aeroginosa. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ვლინდება ჰიპერინფლაცია, თუმცა კონსოლიდაციის ნიშნები არ ჩანს. ჩამოთვლილთაგან, რომელ ანტიბიოტიკს დაუნიშნავთ პაციენტს:
ფქოდ-ით დაავადებულ პაციენტს ჩაუტარდა სპირომეტრია. შედეგები შემდეგნაირია: ფორსირებული სასიცოცხლო მოცულობა (ფსმ): 3.92 ლ (მოსალოდნელის 83%)• ფორსირებული ამოსუნთქვითი მოცულობა პირველი წამის მანძილზე (ფამ1):2.24 ლ (მოსალოდნელის 61%)• ტიფნოს ინდექსი (ფამ1/ფსმ): 57%. რა მკურნალობას დაუნიშნავთ პაციენტს:
80 წლის პაციენტს აქვს ხველა. შვილის გადმოცემით პაციენტი აგზნებულია. ანამნეზიდან ცნობილია, რომ ის დაავადებულია ფქოდ-ით. ობიექტურად: სუნთქვის სიხშირე 28/წუთში, მარჯვნივ ქვემო წილის დონეზე აუსკულტაციით - კრეპიტაცია. გულმკერდის რენტგენოგრაფიით მარჯვენა ფილტვის ქვედა წილში ვლინდება ინტენსიური დაჩრდილვა. ჩამოთვლილთაგან მართებულია:
50 წლის მამაკაცი მიმართავს ოჯახის ექიმს. იგი 7 დღის წინ დაბრუნდა მოგზაურობიდან. აქვს ძლიერი მშრალი ხველა. სუნთქვის სიხშირე 40 წუთში, ა/წ 70/50 მმ ვწყ სვ. პერკუსიით გულმკერდის მარჯვნივ ვლინდება მოყრუება. აუსკულტაციით ამავე მხარეზე - სუნთქვის შესუსტება და კრეპიტაცია. ჩამოთვლილთაგან მართებულია:
მწვავე ბრონქიტის მკურნალობასთან დაკავშირებით მართებულია:
ჩამოთვლილთაგან, მწვავე ბრონქიტის მქონე რომელ პაციენტისთვისაა მართებული ანტიბიოტიკოთერაპიის დანიშვნა:
66 წლის ქალს დაუდგინდა ლეგიონელოზური პნევმონია. რა ხანგრძლივობით არის რეკომენდებული ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება:
64 წლის მამაკაცს 3 თვეა აწუხებს მშრალი ხველა. პაციენტი არამწეველია. გულმკერდის რენტგენოგრამა და სპირომეტრიის მონაცემები ნორმის ფარგლებშია. დაახლოებით 3 თვე ნახევრის წინ, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის გადატანის შემდეგ, პაციენტს დაენიშნა რამიპრილი. როგორ მართავთ აღნიშნულ შემთხვევას:
55 წლის არამწეველ ქალს 10 თვეა აქვს ხველა. ხველა პერიოდულად პროდუქტიულია - მცირე რაოდენობით სეროზული ნახველით. პერიოდულად აქვს „ცხვირის გაჭედვა“ და ჩახველება „ყელის ჩაწმენდის“ მიზნით. ანამნეზიდან აღსანიშნავია წარსულში ურტიკარიის ეპიზოდი. მედიკამენტებიდან „ცხვირის გაჭედვის“ მოსახსნელად იყენებს ადგილობრივ სიმპატომიმეტურ საშუალებებს (დეკონგესტანტებს). სხვა რესპირაციული სიმპტომების არსებობას ან წონაში კლებას უარყოფს. გულმკერდის ფიზიკური გასინჯვით და რენტგენოლოგიური კვლევით ცვლილებები არ ვლინდება. როგორია თქვენი ტაქტიკა:
პოსტნაზალური წვეთის სინდრომის დროს მკურნალობა რეკომენდებულია:
60 წლის მამაკაცი, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებით, მკურნალობას იტარებს სალბუტამოლით, ატროვენტითა და მუკოლიზური საშუალებებით. მკურნალობის მიუხედავად, პაციენტი უჩივის ქოშინს. როგორ მოიქცევით:
46 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნება ფქოდ-ის ოჯახური ანამნეზი, მოგმართავთ ვიზიტზე. პაციენტი ამჟამად ჩივილებს არ აღნიშნავს, მაგრამ შიშობს, რომ მასაც შეიძლება განუვითარდეს ფქოდ-ი, რადგან მწეველია 20 წლის ასაკიდან. რომელი პროცენტული მაჩვენებელი ახასიათებს უკეთ ფქოდ-ის განვითარების სიხშირეს მწეველებში:
62 წლის მამაკაცი, უჩივის ხველას ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით, პროგრესირებად ქოშინს. ინსპექციით ვლინდება აკროციანოზი, კომბლისებრი თითები და საათის მინის ფორმის ფრჩხილები. პერკუსიით აღინიშნება კოლოფისებრი ხმიანობა. აუსკულტაციით - მკვრივი სუნთქვა გახანგრძლივებული ამოსუნთქვით, მშრალი მსტვინავი და მოგუგუნე, აგრეთვე სველი საშუალო–ბუშტუკოვანი ხიხინი. სისხლში ვლინდება ზომიერი ლეიკოციტოზი, ედს-ის აჩქარება. რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის სურათის დაზონრება და ბადებრიობა. სავარაუდოა დიაგნოზია:
სპირომეტრიის რომელი პარამეტრი გამოიყენება ფილტვების ობსტრუქციული და რესტრუქციული პათოლოგიების სადიფერენციაციოდ:
36 წლის პაციენტს ფქოდ-ის ოჯახური ანამნეზით, აღენიშნება ქრონიკული ბრონქიტი და ემფიზემა. პაციენტის გადმოცემით, მოზარდობის ასაკში ეწეოდა დღეში რამდენიმე სიგარეტს. სამუშაო გარემოს შეფასება გამორიცხავს იმ ფაქტორთა არსებობას, რომლებიც ასოცირებულნი არიან პროფესიული რესპირატორული დაავადების განვითარებასთან. როგორია ოჯახის ექიმის ტაქტიკა ამ შემთხვევაში: