სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
ფქოდ-ით დაავადებულ 62 წლის პაციენტს აქვს ნახველის გაძლიერებული გამოყოფა და ძლიერი ქოშინი. პაციენტს არ აღენიშნება ფებრილური მდგომარეობა და ფიზიკალური გამოკვლევითაც არ იქნა გამოვლენილი ფილტვებში ლოკალური დაზიანების ნიშნები. სისხლის საერთო ანალიზი - ლეიკოციტები 8,4. ნახველი ჩირქოვანია და მასში აღინიშნება ნეიტროფილური ლეიკოციტების სიჭარბე. რომელი პათოგენური მიკრობის გამოვლენა არის ნაკლებად მოსალოდნელი:
62 წლის მამაკაცი, მწეველია 20 წლის ასაკიდან. ბოლო 3 წელია აღენიშნება ხველა ნახველის გაძნელებული გამოყოფით, ქოშინი ზომიერი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. ანამნეზში გიდ-ის ოჯახური ანამნეზი. პაციენტს არ აღენიშნება ტემპერატურა. აუსკულტაციით– შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა. სპირომეტრიით გამოვლინდა: FEV1/ FVC= 0,7; FEV1=82%. დიაგნოზის დასადგენად საჭიროა დამატებითი გამოკვლევები:
55 წლის მწეველი მამაკაცი, პერიოდულად იღებს ხანმოკლე მოქმედების ბრონქოდილატატორებს. მოგვმართავს პროდუქტიული ხველისა და ქოშინის პროგრესირების გამო, სპირომეტრიული გამოკვლევით დადგინდა : FEV1/FVC=0,67 ; FEV1=56%. როგორია თქვენი მოქმედების ტაქტიკა:
ფქოდ-ის მკურნალობისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი, გარდა:
48 წლის მამაკაცი, რომელიც იმყოფება აღრიცხვაზე ფქოდ-ის დიაგნოზით, მოგმართავთ მორიგ ვიზიტზე მდგომარეობის გაუარესების გამო. კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე გამოვლინდა ფილტვისმიერი გული. როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე მეტად დამახასიათებელი ფქოდ-ის ფონზე განვითარებული ფილტვისმიერი გულისათვის:
მოგმართავთ 19 წლის გოგონა, რომელიც უჩივის ღამის ხველასა და სულხუთვის შეგრძნებას, რაც ხელს უშლის ძილში. თქვენ ეჭვობთ ბრონქული ასთმის დიაგნოზზე. დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, ქვემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევებიდან, რომელს მიანიჭებდით უპირატესობას:
სასუნთქი გზების ობსტრუქციის შექცევადობის გამოსავლენად სპირომეტრიული გამოკვლევის დროს, ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი მაჩვენებლის სიდიდეა გადამწყვეტი:
ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისას PEF–თან დაკავშირებით ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია მცდარი:
პაციენტს აღენიშნება ბრონქული ასთმა. ამჟამად მოგმართავთ ჩივილებით სულხუთვის შეტევებზე კვირაში სამჯერ, რის გამოც უწევს ხანმოკლე მოქმედების წ2 აგონისტის ხმარება, ასევე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში აღნიშნავს გამწვავების ორი ეპიზოდის არსებობას, რისთვისაც დასჭირდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება. როგორ შეაფასებდით ამ პაციენტის მდგომარეობას:
მოგმართათ 23 წლის მამაკაცმა, რომელსაც დადგენილი აქვს ბრონქული ასთმის დიაგნოზი და დანიშნული აქვს ხანმოკლე მოქმედების b2 აგონისტი, საჭიროების შემთხვევაში. ამჟამად პაციენტი უჩივის სულხუთვის შეტევებს კვირაში სამი დღის განამავლობაში და ასთმის სიმპტომების გამო კვირაში ერთხელ ღამით გამოღვიძებას. რა იქნება შემდგომი ნაბიჯი ამ პაციენტის მდგომარეობის მართვის თვალსაზრისით:
მძიმე პერსისტიული ასთმის შემთხვევაში მაკონტროლებელი მკურნალობის საშუალებას არ მიეკუთვნება:
ბრონქოდილატატორებთან დაკავშირებით, ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელია არასწორი:
ასთმის მკურნალობასთან დაკავშირებით, რომელია მცდარი:
საინჰალაციო სტეროიდებით მკურნალობის დანიშვნის ჩვენება არ არის:
ასთმის მწვავე შეტევის მკურნალობის თვალსაზრისით, სწორია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
ფილტვის ტუბერკულოზზე ეჭვის მიტანის შემდეგ, პაციენტს პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეს:
რას ნიშნავს “მულტირეზისტენტული ტუბერკულოზი”:
ფილტვის ტუბერკულოზის ეჭვის მიტანა შესაძლოა, გარდა:
ოჯახის ექიმს მიმართა 22 წლის მამაკაცმა, რომელიც ბოლო 3 დღის განმავლობაში უჩიოდა მუცლის ძლიერ ტკივილს, ტემპერატურულ რეაქციას და საერთო სისუსტეს. სხვა, მათ შორის რესპირატორულ ჩივილებს, პაციენტი არ აღნიშნავდა. პალპაციით მუცელი რბილი და თავისუფალი; აუსკულტაციით მარჯვენა ფილტვის შუა და ქვემო წილების პროექციაზე სუნთქვა არ ტარდებოდა. გულმკერდის რენტგენოგრაფიით მარჯვენა ფილტვის მეოთხე ნეკნის არიდან დაფიქსირდა ინტენსიური დაჩრდილვა ირიბი ხაზით. რა არის ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი ამ შემთხვევაში:
ოჯახის ექიმს მიმართა 33 წლის იძულებით გადაადგილებულმა, სოციალურად დაუცველმა ქალბატონმა, რომელსაც ანამნეზში 2 წელიწადზე მეტია აღენიშნებოდა მშრალი, ჩახველებითი ხასიათის ხველა, საერთო სისუსტე და ადვილად დაღლა. ბოლო 3 კვირის განმავლობაში ამ ჩივილებს დაემატა ფებრილური ტემპერატურა. აუსკულტაციით მარჯვენა ფილტვის პროექციაზე დაფიქსირდა გაფანტული სველი ხიხინი. გულმკერდის რენტგენოგრაფიით მარჯვენა ფილტვის პროექციაზე აღინიშნებოდა არაჰომოგენური დაჩრდილვა განათების უბნებით. როგორ მოიქცევით: