QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

საოჯახო მედიცინა სალიცენზიო

2354 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

361

რისკის რომელ კატეგორიას მიეკუთვნება 54 წლის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და არტერიული ჰიპერტენზიის (ა/წ 164/98 მმ ვწყ სვ) მქონე ქალბატონი?

362

როგორია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის სამიზნე მაჩვენებელი 54 წლის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და არტერიული ჰიპერტენზიის (ა/წ 164/98 მმ ვწყ სვ) მქონე ქალბატონისთვის:

363

28 წლის მამაკაცს რამდენიმე თვეა აღენიშნება არტერიული წნევის მატება 128/84 მმ ვწყ სვ-მდე. პაციენტი მსუქანია, ეწევა თამბაქოს. ფიზიკური გასინჯვით ცვლილებები არ ვლინდება. რა იქნება შემდეგი ნაბიჯი:

364

40 წლის ქალს 3 თვის წინ დაესვა ჰიპერტენზიის დიაგნოზი და დაენიშნა ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა. დიაბეტი და თირკმლების დაავადება გამოირიცხა. პაციენტი მუდმივად იღებს ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას და ასრულებს ცხოვრების წესის მოდიფიკაციის მიზნით მიღებულ რეკომენდაციებს. ამჟამად მისი არტერიული წნევაა 138/88 მმ ვწყ სვ. რა იქნება შემდგომი ეტაპი:

365

66 წლის ქალს აქვს არტერიული ჰიპერტენზია. ა/წ 162/70 მმ ვწყ სვ. მკურნალობის მიზნით იღებს აგფ ინჰიბიტორისა და თიაზიდური შარდმდენის კომბინაციას. პაციენტი საჭიროებს:

366

50 წლის მამაკაცს აქვს დიაბეტი და არტერიული ჰიპერტენზია. მკურნალობას იტარებს აგფ ინჰიბიტორით. ასევე, ასრულებს რეკომენდაციებს ცხოვრების წესის მოდიფიკაციის მიზნით. თუმცა არტერიული წნევის ციფრები კვლავ მომატებულია 158/85 მმ ვწყ სვ. სამიზნე არტერიული წნევის მიღწევის მიზნით რეკომენდებულია:

367

56 წლის ქალი იმყოფება რუტინულ ვიზიტზე. ჩივილები არა აქვს. გასინჯვით ა/წ 156/96 მმ ვწყ სვ, პულსი - 72 წუთში, მცირედ გამოხატულია ტერფების შეშუპება, გულის უკმარისობის სხვა ნიშნები არ ვლინდება შარდის ანალიზით პროტეინურია არ აღინიშნება. თირკმლების ფუნქცია ნორმალურია. ეკგ - არსებითი ცვლილებების გარეშე. რა სახის მკურნალობაა რეკომენდებული:

368

52 წლის ჰიპერლიპიდემიის მქონე მამაკაცი მოგმართავთ განმეორებით ვიზიტზე. მკურნალობას იტარებს: ასპირინით, სიმვასტატინით, ჰიდროქლორთიაზიდით. თამბაქოს არ მოიხმარს. ა/წ 144/88 მმ ვწყ სვ, P – 72, R – 16. ფიზიკური გასინჯვით: ტერფების არეში მცირედ გამოხატული შეშუპება, გულმკერდის აუსკულტაციით - პათოლოგიური ხმიანობა არ მოისმინება. გულისცემა რითმული. შარდის საერთო ანალიზით: პროტეინურია (1+), სისხლში შარდოვანა 24 (ნორმა 7-18 მგ/დლ), კრეატინინი 1.6 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ). ეკგ - არსებითი ცვლილებების გარეშე. როგორი რეკომენდაციაა მართებული:

369

62 წლის მამაკაცმა გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ დაკარგა დანიშნულების ფურცელი, ამიტომ მკურნალობას აგრძელებს პრეჰოსპიტალური დანიშნულებით, რომელიც მოიცავს: ასპირინს, სიმვასტატინს, ლიზინოპრილს და ჰიპოთიაზიდს. ვლინდება ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას (+), ღამის პაროქსიზმული ქოშინი (+), ტერფების შეშუპება (1+). თამბაქოს არ ეწევა. ა/წ 144/88 მმ ვწყ სვ, P – 72, R – 16. გულმკერდის აუსკულტაციით-პათოლოგიური ხმიანობა არ მოისმინება. გულისცემა რითმული. შარდის საერთო ანალიზით: პროტეინურია (1+), სისხლში შარდოვანა 24 (ნორმა 7-18 მგ/დლ), კრეატინინი 1.8 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ). ეკგ-მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. პაციენტისთვის რეკომენდებულია:

370

44 წლის ჰიპერტენზიის მქონე ქალი უჩივის ქოშინის მატებას. მკურნალობას იტარებს მეტოპროლოლითა და ჰიპოთიაზიდით. აღნიშნავს ხველას დილით ლორწოვანი ნახველით. თამბაქოს ეწევა. ალერგიას უარყოფს. ა/წ 142/92 მმ ვწყ სვ, P – 60, R – 20. გულმკერდის აუსკულტაციითექსპირაციული მსტვინავი სუნთქვა. გულისცემა რითმული. შარდის საერთო ანალიზით: პროტეინურია (1+), სისხლში შარდოვანა 12 (ნორმა 7-18 მგ/დლ), კრეატინინი 0.9 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ), K+ 3.2. ეკგ- იშემია არ ვლინდება. განდევნის ფრაქცია-ნორმის ფარგლებში. პაციენტისთვის რეკომენდებულია:

371

44 წლის მამაკაცი იმყოფება ოჯახის ექიმთან განმეორებით ვიზიტზე. ანამნეზიდან საყურადღებოა მიოკარდიუმის ინფარქტი, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, გულის შეგუბებითი უკმარისობა, ცერებრო–ვასკულური დაავადება (ანამნეზში ინსულტით). მკურნალობას იტარებს მეტოპროლოლით, ფუროსემიდით, ასპირინით, სიმვასტატინით. ვლინდება ქოშინი ფიზიკური დატვირთვაზე (+), პაციენტი მწეველია, ა/წ 142/92 მმ ვწყ სვ, P – 60, R – 20. გულმკერდის აუსკულტაციით - პათოლოგიური ხმიანობა არ მოისმინება. გულისცემა რითმული. შარდის საერთო ანალიზით: პროტეინურია (1+), სისხლში შარდოვანა 18 (ნორმა 7-18 მგ/დლ), კრეატინინი 1.9 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ), გფრ <60, K+ 3.5. გულის ულტრაბგერითი კვლევით განდევნის ფრაქცია 35%, დიასტოლური დისფუნქცია. პაციენტისთვის რეკომენდებულია:

372

48 წლის მამაკაცს ახლახან დაუდგინდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. იმყოფება განმეორებით ვიზიტზე. მკურნალობას იტარებს ჰიპოთიაზიდით. ანამნეზიდან აღსანიშნავია პოლიურია. ალერგიას უარყოფს. ა/წ - 164/106 მმ ვწყ სვ, P – 72. პაციენტი მსუქანია, გულმკერდის აუსკულტაციით - პათოლოგიური ხმიანობა არ მოისმინება. გულისცემა რითმული. შარდის საერთო ანალიზით: პროტეინურია (2+), სისხლში შარდოვანა 14 (ნორმა 7- 18 მგ/დლ), კრეატინინი 1.7 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ), Na 140, K+ 3.8. პაციენტისთვის რეკომენდებულია:

373

ჰიპერტენზიის მქონე 45 წლის ქალი იმყოფება განმეორებით ვიზიტზე. ანამნეზიდან საყურადღებოა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, თირკმლების ქრონიკული დაავადება და გულის შეგუბებითი უკმარისობა. პაციენტი მსუქანია. მკურნალობას იტარებს ჰიპოთიაზიდით და ბეტა-ბლოკერით. ა/წ - 138/88 მმ ვწყ სვ, P – 50. გულმკერდის აუსკულტაციით-პათოლოგიური ხმიანობა არ მოისმინება. პერიფერიული შეშუპება არ ვლინდება. გულისცემა რითმული. შარდის საერთო ანალიზით: პროტეინურია (2+), სისხლში შარდოვანა 14 (ნორმა 7-18 მგ/დლ), კრეატინინი 1.9 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ), Na 140, K+ 4.0. პაციენტისთვის რეკომენდებულია:

374

ჰიპერტენზიის მქონე 52 წლის მამაკაცი იმყოფება განმეორებით ვიზიტზე. ანამნეზიდან საყურადღებოა ასთმა. მკურნალობას იტარებს კალციუმის არხების ბლოკერით. ა/წ - 162/102 მმ ვწყ სვ, P – 80. გულმკერდის აუსკულტაციით-პათოლოგიური ხმიანობა არ მოისმინება. ვლინდება პერიფერიული შეშუპება (2+). გულისცემა რითმული. შარდის საერთო ანალიზით: მიკროალბუმინურია, სისხლში შარდოვანა 24 (ნორმა 7- 18 მგ/დლ), კრეატინინი 1.0 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ), Na 140, K+ 4.1. პაციენტისთვის რეკომენდებულია:

375

74 წლის მამაკაცმა ახლახან გადაიტანა მიოკარდიუმის ინფარქტი. მკურნალობას იტარებს ასპირინით, დოქსაზოზინით, სიმვასტატინით, ლიზინოპრილით და ჰიპოთიაზიდით. ვლინდება ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას (+) და ღამის პაროქსიზმული ქოშინი (+). თამბაქოს არ ეწევა. ა/წ - 144/88 მმ ვწყ სვ, P – 72, R – 16. გულმკერდის აუსკულტაციით-პათოლოგიური ხმიანობა არ მოისმინება. ვლინდება პერიფერიული შეშუპება (1+). გულისცემა რითმული. შარდის საერთო ანალიზით: პროტეინურია (1+), სისხლში შარდოვანა 28 (ნორმა 7-18 მგ/დლ), კრეატინინი 1.8 (ნორმა 0.5-1.5 მგ/დლ), ეკგ - მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. პაციენტისთვის რეკომენდებულია:

376

რას ურჩევთ 54 წლის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის და არტერიული ჰიპერტენზიის (ა/წ 164/98 მმ ვწყ სვ) მქონე ქალბატონს, რომლის ლიპიდური სპექტრის განსაზღვრისას გამოვლინდა დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი 160 მგ/დლ:

377

62 წლის მამაკაცი მიეკუთვნება რისკის საშუალო კატეგორიას (რამდენიმე კარდიო-ვასკულური რისკ-ფაქტორი (2+), ფრემინგემის 10 წლიანი გლობალური რისკი 15%). ლიპიდური სპექტრის განსაზღვრით ვლინდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი (დსლპ-ქ) 172 მგ/დლ. ჩამოთვლილთაგან, რომელია მართებული აღნიშნულ პაციენტთან დაკავშრებით:

378

45 წლის მამაკაცი მიეკუთვნება რისკის დაბალ კატეგორიას (1 რისკ ფაქტორი). ლიპიდური სპექტრის განსაზღვრით ვლინდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინი (დსლპ-ქ) 198 მგ/დლ. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული აღნიშნულ პაციენტთან დაკავშრებით:

379

ექიმს მიმართავს 47 წლის ქალი. პაციენტი მსუქანია, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრისას გამოვლინდა ტრიგლიცერიდების მატება 308 მგ/დლ. ჩამოთვლილთაგან, რომელი ღონისძიება არ გააუმჯობესებს ტრიგლიცერიდების მაჩვენებელს:

380

ექიმს მიმართავს 47 წლის ქალი. პაციენტი მსუქანია, ლიპიდური სპექტრის განსაზღვრისას გამოვლინდა ტრიგლიცერიდების მატება 308 მგ/დლ. ექიმმა შესთავაზა ცხოვრების წესის მოდიფიკაცია: წონის დაკლება, საკვები რაციონის ცვლილება (ე. წ. ხმელთაშუა ზღვის დიეტა), ფიზიკური აქტივობის გაზრდა. 3 თვეში ლიპიდური სპექტრის განმეორებითი შეფასებისას ტრიგლიცერიდების დონე კვლავ მაღალია. ჩამოთვლილთაგან რომელი მედიკამენტი შეამცირებს ყველაზე ეფექტურად ტრიგლიცერიდების დონეს:

განმარტებები