სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
50 წლის მამაკაცს აწუხებს ღებინება. აგრეთვე აღნიშნავს პერიოდულად სახის ძლიერ წამოწითლებას. მისი გადმოცემით, სისხლში ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებლის გამო ახლახან დაიწყო მკურნალობა რაღაც მედიკამენტით. ჩამოთვლილთაგან რომელი საშუალება შეიძლება იყოს პაციენტის ჩივილების გამომწვევი:
ჩამოთვლილთაგან რომელი პაციენტისთვისაა რეკომენდებული სტატინის დანიშვნა:
53 წლის მამაკაცი, დიაგნოსტირებული აქვს პერიფერიული არტერიების დაავადება. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების მაჩვენებელი - 172 მგ/დლ. დაენიშნა მკურნალობა ატორვასტატინით (10 მგ დღეში). რამდენ ხანში უნდა ჩატარდეს ლიპიდური სპექტრის განმეორებითი ანალიზი:
67 წლის პაციენტი, რომელსაც რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა სტენტირება (ჩაიდგა 2 სტენტი მარჯვენა და მარცხენა შემომხვევ კორონარში) იმყოფება რუტინულ ვიზიტზე. ამჟამად ღებულობს 75 მგ ასპირინს, 75 მგ კლოპიდოგრელს, 40 მგ ატორვასტატინს და 50 მგ მეტოპროლოლს 2-ჯერ დღეში. საერთო ქოლესტერინი 140 მგ/დლ და დსლპ-ქოლესტეროლი 72 მგ/დლ. პაციენტმა პოპულარულ გამოცემაში წაიკითხა, რომ სისხლში ქოლესტერინის დაბალი მაჩვენებლები ასოცირებულია ფსიქიატრიულ დარღვევებთან და სუიციდურ მიდრეკილებებთან. რის გამოც შეწუხებულია და ფიქრობს, რომ სტატინების მიღების გაგრძელება საჭირო აღარაა. რას ურჩევთ მას:
70 წლის ქალბატონს აწუხებს კუნთების ტკივილი. ანამნეზიდან აღსანიშნავია ჰიპოთირეოზი, ჰიპერქოლესტერინემია და თირკმლის მსუბუქი უკმარისობა. მკურნალობას იტარებს პრავასტატინით და თიროქსინით, თუმცა ზოგჯერ თიროქსინის მიღება ავიწყდება. სავარაუდოა მიოზიტის არსებობა. ჩამოთვლილთაგან რომელი დებულებაა მართებული:
58 წლის მამაკაცმა მოგმართათ ქვედა კიდურებში ტკივილის გამო. ტკივილი ეწყება ფეხით სიარულისას და აიძულებს გაჩერებას. ობიექტურად - ორივე ტერფის ზურგის არტერიაზე პულსაცია შესუსტებულია, წვივებზე თმიანობა არ აღინიშნება, ფეხის ფრჩხილები დისტროფიულია. რა არის ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
მოგმართათ 23 წლის მწეველმა ქალმა ჰაერის უკმარისობით. ქალი პრაქტიკულად ჯანმრთელია, რეგულარულად ღებულობს პერორულ კონტრაცეპტივს. ქოშინი დაეწყო უეცრად გულ-მკერდში ტკივილთან ერთად, ტკივილი დაკავშირებულია სუნთქვასთან. გასინჯვისას ყურადღებას იპყრობს ტაქიპნოე, ტაქიკარდია და მარჯვენა ქვედა კიდურის შეშუპება. სავარაუდო დიაგნოზის გათვალისწინებით, რა არის რეკომენდებული მკურნალობა:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი განაპირობებს ღრმა ვენების თრომბოზისა და პულმონური ემბოლიის რისკის მატებას:
მოგმართათ 29 წლის მწეველმა ქალმა ჰაერის უკმარისობით. დისპნეა დაეწყო უეცრად გულ-მკერდში ტკივილთან ერთად, ტკივილი დაკავშირებულია სუნთქვასთან. გასინჯვისას ყურადღებას იპყრობს ტაქიპნოე და ტაქიკარდია. ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან, რომელია სწორი პულმონური ემბოლიზმის შესახებ:
ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომლის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში გულის უკმარისობით:
58 წლის მამაკაცი გამოეწერა საავადმყოფოდან მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ ითვლება ეფექტურ საშუალებად ნაადრევი სიკვდილობის პრევენციის თვალსაზრისით ამ პაციენტებში:
ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი არ არის მოციმციმე არითმიის მიზეზი:
45 წლის მამაკაცი, ოჯახის ექიმს, 36 საათის წინ აღმოცენებული გულის ფრიალის გამო მიმართავს. გულის ფრიალს ტკივილი, ქოშინი ან სხვა მოვლენები არ ახლავს. მსგავსი პაციენტს არც ადრე ჰქონია. გასინჯვით კარდიო–ვასკულური პათოლოგია არ ვლინდება-გარდა არარეგულარული პულსისა. ელექტროკარდიოგრაფიულად დასტურდება მოციმციმე არითმია, პულსი წუთში 120. რა არის ამ შემთხვევაში ყველაზე გამართლებული მოქმედება:
80 წლის მამაკაცს მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით გამოწვეული გულის უკმარისობით, დანიშნული აქვს ასპირინი, სიმვასტატინი, ბისოპროლოლი, ფუროსემიდი და რამიპრილი. მიუხედავად ამისა, პაციენტი აღწერს, რომ უმნიშვნელო ფიზიკურ დატვირთვაზე (20 მეტრის გავლა) ქოშინი ეწყება. აუსკულტაციით ფილტვი სუფთაა, გამოხატულაი ქვედა კიდურების მსუბუქი შეშუპება. როგორ მოიქცევით:
28 წლის მამაკაცი სამი დღეა უჩივის ტემპერატურის მომატებას და ძლიერ, მჭრელ ტკივილის გულმკერდის შუა არეში. ტკივილი ღრმა ჩასუნთქვისას ძლიერდება და წინ გადახრისას სუსტდება. გასინჯვით ტემპერატურა 38.8 გრადუს C, გულ-სისხლძარღვთა და რესპირაციული სისტემების მხრივ გასინჯვით პათოლოგია არ ვლინდება. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
30 წლის ქალი მოგმართავთ მარცხენამხრივი, გამჭოლი ტკივილის გამო გულმკერდის არეში. ტკივილი ღრმა ჩასუნთქვისას ძლიერდება. მას ასევე აღენიშნება ქოშინი უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვისას. პაციენტი მწეველი არ არის და იღებს კომბინირებულ ორალურ კონტრაცეფციულ პრეპარატებს. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:
უფროსი ასაკის ბავშვს ფილტვის ეოზინოფილური ინფილტრატის შემთხვევაში უმეტესად აღენიშნება:
ალერგიულ ფარინგოტრაქეიტს ახასიათებს:
ალერგიული ფარინგოტრაქეიტის სამკურნალოდ გამოიყენება:
მასტენოზებელი ლარინგოტრაქეიტის (კრუპის სინდრომის) შეტევას არ ახასიათებს: