სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
ჩამოთვლილთაგან რომელი ტერმინი ასახავს სისხლის იმ მოცულობას, რომელიც გულიდან განიდევნება სისტოლის განმავლობაში?
გულის უკმარისობის მქონე პაციენტების ყველაზე ხშირი ჩივილია:
ჩამოთვლილთაგან, რომელი განიხილება, როგორც არჩევის პრეპარატი, სისტოლური დისფუნქციით მიმდინარე გულის უკმარისობის დროს?
ყველა ჩამოთვლილი არის დიგოქსინის ტოქსიკური ეფექტი, გარდა ერთისა:
ჩამოთვლილთაგან, პრედატვირთვის ყველაზე ზუსტი განმარტებაა:
გულის უკმარისობის დროს განვითარებული კომპენსატორული მექანიზმებია:
გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს შორის რენინ-ანგიოტენზინალდოსტერონის სისტემის აქტივაციის შესახებ დებულებებიდან ყველა სწორია, გარდა ერთისა:
ჩამოთვლილთაგან რომელია, მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის ყველაზე ნაკლებად მოსალოდნელი მიზეზი:
ყველა ჩამოთვლილი წარმოადგენს გულის უკმარისობის განვითარების ხელშემწყობ ფაქტორს, გარდა ერთისა:
59 წლის პაციენტი, რომელსაც აქვს არტერიული ჰიპერტენზია, აღნიშნავს ქვედა კიდურების გამოხატულ შეშუპებას. ქოშინს ფიზიკური დატვირთვისას, ორთოპნოეს და პაროქსიზმულ ღამის ქოშინს უარყოფს. ფიზიკური გამოკვლევით საუღლე ვენებში წნევის მომატება არ ვლინდება. ყველაზე მეტად ამისი მიზეზი შეიძლება იყოს:
ჩამოთვლილი ტესტებიდან, რომელი არ გამოიყენება გულის უკმარისობაზე საეჭვო პაციენტის გამოსაკვლევად:
ჩამოთვლილთაგან, რომელია შესაბამისი რეკომენდაცია, გულის უკმარისობის მქონე პაციენტისათვის:
84 წლის ქალს ახლახან დაუდგინდა გულის უკმარისობა მძიმე მარცხენა პარკუჭოვანი დისფუნქციით. სისტოლური წნევა არის 96 მმ/ვწყ/სვ. შრატში ნატრიუმის კონცენტრაცია 133 მექვ/ლ. რეკომენდებულია აგფ-ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყება საცდელი დოზით:
62 წლის პაციენტს, რომელსაც აქვს გულის უკმარისობა, აღენიშნება შეშუპების მატება, სველი ხიხინი და საუღლე ვენების გაფართოვება. პაციენტი დაიწყო დღეში ერთხელ 40 მგ ფუროსემიდის მიღება, მაგრამ უკმარისობის სიმპტომები არ მცირდება. ჩამოთვლილთაგან რეკომენდებულია:
პაციენტს აქვს გულის უკმარისობა გამოხატული შეგუბებითი მოვლენებით, დიურეტიკებით პერორალურად მკურნალობა უეფექტოა. მისთვის რეკომენდებულია:
ჩამოთვლილი დებულებებიდან, რომელი შეესაბამება სინამდვილეს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში ბეტა-ბლოკერის გამოყენებასთან მიმართებაში?
ჩამოთვლილთაგან, რომელი პრეპარატს ექნება დაბალი ეფექტი პაციენტებში, რომელთაც აქვთ დიასტოლური დისფუნქცია, ხოლო სისტოლური ფუნქცია ნორმალურია?
ასიმპტომური პაციენტები, რომელთაც აქვთ საშუალო ან მძიმე ხარისხის მარცხენა პარკუჭოვანი სისტოლური დისფუნქცია, უნდა მკურნალობდნენ:
28 წლის მამაკაცს რამდენიმე თვეა აღენიშნება არტერიული წნევის მატება 128/84 მმ ვწყ სვ-მდე. პაციენტი მსუქანია, ეწევა თამბაქოს. ფიზიკური გასინჯვით ცვლილებები არ ვლინდება. პაციენტს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ მას აქვს:
57 წლის მამაკაცს აქვს გარდამავალი კოჭლობა. როგორია დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინის სამიზნე მაჩვენებელი აღნიშნული პაციენტისთვის?