სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
55 წლის მამაკაცმა მომართა თქვენს პირველადი ჯანდაცვის ოფისს. ანამნეზიდან მნიშვნელოვანია თამბაქოს წევა (40 კოლოფი წელიწადში); სვამს 4 ლუდს ღამეში; მისი ფიზიკური აქტიურობა უმნიშვნელოა (ცოტად მოძრაობს). ფიზიკური გასინჯვით: არტერიული წნევა 148/95 მმ.ვწყ.სვ. სიმაღლე – 172 სმ, სხეულილს წონა – 80 კგ. დანარჩენი მონაცემები ნორმის ფარგლებში. ლაბორატორიული გამოკვლევით – სისხლის საერთო ანალიზი, ბიოქიმიური გამოკვლევების შედეგები, “TSH” და შარდის ანალიზი ნორმის ფარგლებშია. ასევე ნორმის ფარგლებშია ეკგ. მომდევნო თვეების განმავლობაში გაზომილი არტერიული წნევის ციფრები პირველის ანალოგიურია. პაციენტის არტერიული წნევის გათვალისწინებით, მკურნალობის რა სქემა უნდა შეთავაზოთ პაციენტს?
40 წლის ქალბატონმა, რომელსაც თქვენ რეზისტენტული ჰიპერტენზიის გამო მკურნალობთ, მოგმართათ მორიგი ვიზიტისათვის. ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგები ნორმის ფარგლებშია. ეკგ-ზე მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის ნიშნები ვლიდნება. ვიზიტის დროს მისი არტერიული წნევა კვლავ მაღალია – 175/100 მმ. ვწყ.სვ. ანტიჰიპერტენზიული წამლებისა და მათი დოზების შერჩევის პროცესში პაციენტის არტერიული წნევა ნაკლებად იცვლება. ბოლო ვიზიტზე რაიმე ცვლილება არ გამოვლინდა, გარდა ნაზი შუილისა მუცლის მარცხენა ზედა მეოთხედში. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მოსაზრებაა სწორი რენოვასკულური ჰიპერტენზიის შესახებ?
არტერიული ჰიპერტენზიის დაფიქსირებისას რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი გამოკვლევები არ კეთდება რუტინულად (ჩვეულებრივ)?
თქვენს საოჯახო მედიცინის ოფისში მორიგ ვიზიტზე მოვიდა 64 წლის მამაკაცი. თქვენ მას ჰიპერტენზიის გამო მკურნალობთ მრავალი წლის მანძილზე. პაციენტი იღებს თიაზიდურ შარდმდენს და კალციუმის არხების ბლოკერს. აღნიშნული რეჟიმით არტერიული წნევა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. პაციენტი გეკითხებათ, რამდენად სასარგებლო იქნება მისთვის სისხლის წნევის ამბულატორიული მონიტორინგის (სწამ) გამოყენება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, რომელი მოსაზრებაა სწორი სწამ-ის შესახებ?
გულმკერდის არეში ტკივილის სინდრომისას, როდესაც ბოლო ტკივილიდან გასულია 36 საათი, რომელი მარკერია ყველზე სპეციფიკური?
პაციენტი 52 წლის მამაკაცი. ერთი თვის წინ გადატანილი ქვედა კედლის ინფარქტი შთ სეგმენტის ელევაციით. მაღალი რისკის ნიშნების გარეშე. მედიკამენტური მკურნალობის შედეგად თავს კარგად გრძნობს. ფიზიკურად აქტიურია, ტკივილი არ ჰქონია. ეკგ-ზე თ კბილები უარყოფითია III, აVF განხრებში. ექოსკოპიურად ქვედა კედლის ჰიპოკინეზია. განდევნის ფრაქცია - 50%; რომელი სტრატეგიაა სწორი:
პაციენტი 60 წ. ქალბატონი, 3 თვის წინ გადაიტანა წინა კედლის ინფარქტი შთ სეგმენტის ელევაციით, ჩაუტარდა სტენტირება, აღენიშნებოდა ერთი სტენოზი მარცხენა კორონარის წინა დასწვრივ ტოტში. ჩაუტარდა პროფილაქტიკური გასინჯვა. ტესტები ნორმალურია. საერთო ქოლესტერინი 160 მგ/დლ. დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდები - 97 მგ/დლ. პაციენტი ღებულობს სტატინებს. არის დიეტაზე. რა სტრატეგიაა სწორი:
როდის არის ნაჩვენები ანგიოპლასტიკისა და სტენტირების ჩატარება:
პაციენტი, 54 წლის, 2 წელია აღენიშნება გულმკერდში ტკივილი მესამე სართულზე ასვლისას. საჭიროებს:
პაციენტი 40 წლის, სტაბილური სტენოკარდიის დიაგნოზით. იმყოფება სრულ მედიკამენტურ მკურნალობაზე (ბეტა-ბლოკერები, ასპირინი, გახანგრძლივებული ნიტრატები, სტატინი). ბოლო ერთი კვირაა აღენიშნება დატვირთვისას ტკივილი გულ-მკერდში და გულის უკმარისობის მოვლენები (ქოშინი დატვირთვაზე და ფეხების შეშუპება). პაციენტს ესაჭიროება:
პაციენტი 50 წლის, 6 წელია პერიოდულად აქვს რეტროსტერნალური ტკივილი ერთი კმ გავლისას ან მე-5 სართულზე ასვლისას, ერთი თვის წინ ჰქონდა პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეპიზოდი, რომელიც მოეხსნა ჰოსპიტალში. მას შემდეგ მიუხედავად მაღალი ფიზიკური დატვირთვებისა ტკივილი არ ჰქონია. ღებულობს მხოლოდ ასპირინს და სტატინს. პაციენტს ესაჭიროება:
პაციენტს 5 წლის წინ წარმატებულად ჩატარებული სტენტირების შემდეგ კვლავ დაეწყო ტკივილი რეტროსტერნალურ არეში ფიზიკურ დატვირთვაზე, რაც ნიტროგლიცერინის მიღების შემდეგ ეხსნება. პაციენტი საჭიროებს:
ოჯახის ექიმის პრაქტიკაში გულმკერდში აღმოცენებული ტკივილის მიზეზი, უხშირესად არის:
ყველაზე მაღალი სპეციფიკურობისა და სენსიტიურობის (მგრძნობელობის) მქონე მარკერი მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს არის:
პოსტინფარქტული პერიოდის მე-3 დღეს პაციენტს კვლავ აღმოუცენდა ტკივილისა და დისკომფორტის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან. განმეორებით მიოკარდიუმის ნეკროზზე მიუთითებს:
მაღალი რისკის მქონე პაციენტის განათლება გულმკერდში აღმოცენებული ტკივილის დროს გულისხმობს:
გულის უკმარისობის განვითარების მაღალი რისკის მქონე პაციენტთან გულის სტრუქტურული პათოლოგიისა და გულის უკმარისობის სიმპტომების გარეშე ჰიპერტენზიის სამკურნალოდ არჩევის პრეპარატია:
რომელია ყველაზე საკვანძო დიაგნოსტიკური ტესტი გულის შეგუბებითი უკმარისობის გამოსავლენად?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია გულის უკმარისობის ყველაზე ხშირი მიზეზი?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მედიკამენტის გამოყენებაა ყველაზე მეტად გამართლებული გულის უკმარისობის ნებისმიერი სტადიის დროს?