QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1241

21 წლის ახალგაზრდა უჩივის სპაზმური ხასიათის ტკივილს მუცლის მარცხენა ქვემო კვადრანტში და დიარეას. გამოვლევით არ გამოვლინდა ანალური ნახეთქები ან ფისტულა. კოლონოსკოპიით დადგინდა წყლულოვანი პროქტოსიგმოიდიტი. პაციენტმა წონაში დაიკლო 7 კგ. მუცლის პალპაციით: მომატებული მგრძნობელობა მარცხენა ქვემო კვადრანტში. ფარულ სისხლდენაზე განავლის ანალიზი უარყოფითია. სხეულის ტემპერატურა 37.1“C“0,სუნთქვის სიხშირე წუთში -15, „TA“- 120/80მმ.ვწყ.სვ., პულსი 1 წუთში -65, სხეულის მასის ინდექსი-21. სისხლის საერთო ანალიზში „Hb“-9.9გ/დლ, ლეიკოც.-10.1X 109/ლ. ჩამოთვლილთაგან რისი გაკეთებაა მიზანშეწონილი?

1242

58 წლის ქალს რამოდენიმე საათის წინ აღენიშნა ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. გამოხატულია სკლერების იქტერობა, პალპაციით მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტი მგრძნობიარეა, პერიტონეალური ნიშნების გარეშე, მოისმინება ნაწლავების ხმიანობა. სხეულის ტემპერატურა - 37.7”C”0, სისხლში ლეიკოციტოზია, ღვიძლის ფუნქციური სინჯები მომატებულია. მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევით ნაღვლის საერთო სადინარი დილატირებულია, ობტურირებულია ნაღვლოვანი კენჭებით. რა არის ამ პაციენტის მართვის შემდეგი საფეხური?

1243

52 წლის ქალს ეპიგასტრიუმის არეში განუვითარდა ძლიერი ტკივილი ირადიაციით ზურგში და ატარებს სარტყლისებრ ხასიათს. ბოლო 5 საათის განმავლობაში ორჯერ ჰქონდა ღებინება. ანამნეზში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 ინსულინდამოკიდებული, არტერიული ჰიპერტენზია, ალკოჰოლიზმი. მუცლის პალპაციით მგრძნობიარეა ქოლედოქოპანკრეასული ზონა. პაციენტი კონტაქტურია, ორიენტირებულია. ჩამოთვლილთაგან რომელი გამოკვლევის შედეგია ყველაზე სპეციფიური ამ შემთხვევაში?

1244

41 წლის პაციენტი უჩივის ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში ბოლო რამდენიმე თვეა. თვითნებურად იღებს ანტაციდს. მიუხედავად ამისა, ბოლო თვის განმავლობაში სიმპტომები თანდათან გაუარესდა. დისკომფორტი ძლიერდება საკვების მიღების შემდეგ. ეწევა ½ კოლოფ სიგარეტს დღეში და იღებს ალკოჰოლს დაახლოებით კვირაში ერთხელ. ჩამოთვლილთაგან რომელი ქმედებაა მიზანშეწონილი აღნიშნულ პაციენტთან:

1245

37 წლის ქალს 3 დღის წინ დაეწყო საკვების მიღებასთან დაკავშირებული ძლიერი ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში. ტკივილი გაძლიერდა ბოლო 12 საათის განმავლობაში; იყო ღებინების ორი ეპიზოდი. სხეულის ტემპერატურა 38.0”C”0, „TA“-146/80მმ.ვწყ.სვ. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული მდგომარეობის განმაპიროებებლი უხშირესი მიზეზი?

1246

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პათოლოგიური მდგომარეობის გამოვლინებაა საკვების მიღების შემდეგ ტკივილი გულმკერდის არეში?

1247

ღვიძლში ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე დისტროფიულ დაავადებებს არ მიეკუთვნება:

1248

სტეატორეას არ იწვევს:

1249

მექანიკურ გაუვალობას არ იწვევს:

1250

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიის შემთხვევაში დიეტაში უნდა შეიზღუდოს:

1251

ნაღველკენჭოვანი დაავადების დროს ადგილი აქვს:

1252

რას წარმოადგენს სისხლძარღვოვანი ვარსკვლავები?

1253

პეპტიური წყლულის ქვემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებებიდან, რომელი მოქმედებს „H+K“+ატფ-აზას დათრგუნვით?

1254

შემდეგი სიმპტომოკომპლექსი: კვანძოვანი ერითემა, დიარეა, ცხელება, პერიოდული ტკივილი მუცლის არეში, ხანგრძლივად არსებული პერიანალური ფისტულები ან აბსცესები, საეჭვოა:

1255

ქრონიკულ პანკრეატიტს არ იწვევს:

1256

ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელმა მამაკაცმა ბოლო რამოდენიმე თვეში დაიკლო 10 კგ. მას აღენიშნება ტემპერატურის მომატება ღამის საათებში 38.0“C“0-მდე. მუცლის პალპაციით ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 5 სმ-ით, მკვრივი კონსისტენციის, ხორკლიანი და მცირედ მტკივნეული. ელენთა არ ისინჯება. სისხლის ანალიზში -ჰემოგლობინი 10.0 გ/დლ, ლეიკოციტები -10X109/ლ, ედს - 50 მმ/სთ, შარდის ანალიზიცვლილებების გარეშე. ჩამთვლილთაგან რომელია სავარაუდო დიაგნოზი:

1257

52 წლის ქალს, რომელმაც 2 კვირის წინ გადაიტანა ანგინა, განუვითარდა ტკივილი წელის არეში და ოლიგურია. ობიექტურად: კანის სიფერმკრთალე, სახის შეშუპება, პროტეინურია 1,0გ/დღეში, მიკროჰემატურია. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?

1258

53 წლის მამაკაცს აღენიშნება ჰიპოტენზია და გონების დაბინდვა. სისხლში: “pH„- 7.55 (ნორმა 7,35-7,45),“PCO2“ 46 მმ.ვწყ.სვ. (ნორმა 35-45მმ.ვწყ.სვ), ბიკარბონატის დონე 39 მმოლ/ლ (ნორმა 21,8- 27,2მმოლ/ლ),ნატრიუმი 141მმოლ/ლ (ნორმა 136-145მმოლ/ლ), ქლორი 98მმოლ/ლ (ნორმა 98-107მმოლ/ლ), კალიუმი 3.0(ნორმა 3,5- 5,1მმოლ/ლ). მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის რა ტიპის დარღვევა აღენიშნება პაციენტს?

1259

58 წლის მამაკაცს თირკმლების ქრონიკული დაავადებით აღენიშნება სისუსტე და სუნთქვის პროგრესირებადი უკმარისობა. სისხლში: კალიუმი - 5,6 მმოლ/ლ; ეკგ-ზე აღინიშნება მაღალი „T“ კბილები და „QRS“კომპლექსის გაფართოება. რომელი ქვემოთმოყვანილი საშუალება შეუწყობს ხელს კალიუმის დონის ეფექტურ დაქვეითებას?

1260

ხანდაზმულმა მამაკაცმა უკანასკნელი 24 საათის მანძილზე გამოყო 25 მლ შარდი. უროლოგმა გამოავლინა პროსტატის ჰიპერტროფია. თირკმლის უკმარისობის რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი ფორმა აღენიშნება ამ პაციენტს?

განმარტებები