სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ენდოკრინული არტერიული ჰიპერტენზიის მიზეზი?
შაქრიანი დიაბეტით და არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულ 65 წლის ქალბატონს დაეწყო ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში. ანამნეზში 5 წლის წინ გადატანილი მიოკარდიუმის წინა კედლის გავრცელებული ინფარქტი. ქვემო კიდურები პასტოზურია. ფილტვების აუსკულტაციით ორივე მხარეს ქვემო წილებში მოისმინება სველი ხიხინი, რენტგენოლოგიურად მნიშვნელოვანი შეგუბება პულმონალურ სისხლძარღვებში. ექოკარდიოგრამაზე მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია - 30%. იღებს ლოზარტანს, კარვედილოლს და ასპირინს. რომელი პრეპარატის ხანგრძლივად დანიშვნა არის მიზანშეწონილი აღნიშნულ შემთხვევაში?
67 წლის მწეველ მამაკაცს განუვითარდა მარჯვენა თვალში მხედველობის გარდამავალი დაკარგვის ეპიზოდი, ტკივილი ბეჭთაშუა არეში. რამდენიმე თვეა აქვს ტკივილი თავის მარჯვენა ნახევარში, დისფაგია. უჩივის „ყბის დაღლას ღეჭვისას“. ნევროლოგიური სტატუსი ნორმალურია, ფოკალური დეფიციტის გარეშე. პულსი 1 წუთში 72, „TA“- 140/85მმ.ვწყ.სვ. ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადება ასოცირდება ამ მდგომარეობასთან?
32 წლის ქალბატონს აქვს ჩივილები: პერიოდული ტკივილი მუცლის არეში, შებერილობა, შეკრულობის და დიარეის მონაცვლეობა. საკვების მიღება და სტრესი უმძიმებს მდგომარეობას. ტკივილი შედარებით ნელდება დეფეკაციის შემდეგ. თქვენ ეჭვი მიიტანეთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომზე. რას გააკეთებდით აღნიშნულ შემთხვევაში?
ახალგაზრდა მამაკაცს ხშირად აღენიშნება ნაწლავების გაძლიერებული პერისტალტიკა, ნაწლავური კოლიკა, განავალში სისხლიანი ლორწო. იგი გამხდარია, აღენიშნება ზემო კიდურების და მუხლების სახსრებში დისკომფორტი. მუცელი რბილი, მარცხენა ქვემო კვადრანტში შემკვრივებული. რომელია სავარაუდო დიაგნოზი?
ახალგაზრდა ქალბატონს აღენიშნება დისფაგია როგორც მყარ, ისე თხიერ საკვებზე. უძლიერდება საკვების ჩქარი მიღებისას და სტრესულ მდგომარეობაში. მანომეტრიით საყლაპავის ქვემო სფინქტერის წნევა მოსვენებულ მდგომარეობაში ნორმალურია, ყლაპვისას სფინქტერის წნევა არ სუსტდება. რომელი მედიკამენტის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი?
ახალგაზრდა ქალს ერთი კვირაა აღენიშნება სიყვითლე, ქავილი, მუქი ლუდისფერი შარდი. ღვიძლის ფუნქციური სინჯები ზომიერად მომატებულია. ულტრაბგერითი კვლევით ნაღვლის ბუშტის პათოლოგიური ცვლილებები არ იქნა ნანახი, მაგრამ არ ვიზუალიზდება ნაღვლის საერთო სადინარი. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ქმედება იქნება მიზანშეწონილი?
59 წლის მამაკაცი ალკოჰოლის ჭარბად მოხმარების შემდგომ მოთავსდა კლინიკაში შეუჩერებელი ღებინებით და თავბრუსხვევით. პალპაციით მტკივნეულია ეპიგასტრიუმის მიდამო, მომატებულია მგრძნობელობა მარჯვენა ზედა კვადრანტში, ნაწლავის პერისტალტიკური ხმიანობა შემცირებულია. მუცლის მარჯვენა და მარცხენა გვერდით ზედაპირებზე გამოხატულია მოლურჯო, იისფერი ლაქები. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია დამახასიათებელი აღწერილი მდგომარეობისათვის?
ცისტური ფიბროზით დაავადებულ ახალგაზრდა ქალს აღენიშნება პანკრეასის ეგზოკრინული უკმარისობა. რა არ არის დამახასიათებელი აღნიშნული მდგომარეობისთვის:
საშუალო ასაკის მამაკაცს აღენიშნება ანემია, ჰიპოპროტეინემია, ტკივილი მუცელში, დიარეა, წონის დაქვეითება, ცხელება, ლიმფადენოპათია, ართრალგია. ნაწლავების ლორწოვანის ბიოიფსიით ნანახი იქნა „PAS“ დადებითი გლიკოპროტეინის შემცველი მაკროფაგები, „D“ ქსილოზის შეწოვის ტესტი დარღვეულია. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:
შუა ხნის მამაკაცს აღენიშნება ინტრავენური ნარკომანიის დაახლოებით 20-წლიანი ანამნეზი. მკურნალობდა ბაქტერიული ენდოკარდიტის გამო. არ იცის თუ როდის დაავადდა “C” ვირუსული ჰეპატიტით. ვირუსის გენოტიპი 2; ღვიძლის ფუნქციური სინჯები მომატებულია. ჩაუტარდა ღვიძლის ბიოფსია. ჩამოთვლილთგან რომელი შეიძლება ჩაითვალოს ღვიძლის ციროზის ჩამოყალიბების პრედიქტორად?
ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელ ახალგაზრდა მამაკაცს დაახლოებით 5 დღეა აღენიშნება დაღლილობა და შარდის ფერის გამუქება. ობიექტურად გამოხატულია სიყვითლე, ღვიძლი გადიდებულია და პალპაციით მგრძნობიარე. სისხლის ბიოქიმიური კვლევით ღვიძლის ფუნქციური სინჯები მომატებულია. ჩამოთვლილი დიაგნოზებიდან პირველ რიგში რომელზე უნდა იქნეს მიტანილი ეჭვი?
25 წლის ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ქრონიკული დიარეა, წონის კლება. კახექსიურია. სისხლში ჰემოგლობინის, კალციუმის და ალბუმინის დონე დაბალია. საფიქრებელია მალაბსორბციის არსებობა. ჩამოთვლილთაგან რომელია უპირატესი დიაგნოსტიკური ღირებულების გამოკვლევა?
შუახნის მამაკაცს კრონის დაავადების გამო ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. აღენიშნება ძლიერი დიარეა, წყლისა და ელექტროლიტების დიდი რაოდენობით კარგვა, ზოგჯერ კრუნჩხვები. რა შეიძლება იყოს ჩამოთვლილი სიმპტომების მიზეზი?
ახალგაზრდა ქალს ფიზიკური დატვირთვის შემდეგ აღენიშნება სისხლში არაკონიუგირებული ბილირუბინის მომატება. ღვიძლის სხვა ფუნქციური ტესტები ნორმის ფარგლებშია, არ აღენიშნება ჰემოლიზი. ჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზი შეესატყვისება ამ მდგომარეობას?
33 წლის ქალბატონს დაუდგინდა პირველადი ბილიური ციროზის დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან რომელია ბილიარული ცირზის რადიკალური მკურნალობის მეთოდი?
72 წლის ქალს აღენიშნება მელენა. იგი თეძოს სახსრის არეში ტკივილის გამო იღებდა იბუპროფენს. ენდოსკოპიური კვლევით დაუდგინდა კუჭის წყლული. ჩამოთვლილთაგან რომელი მეტად წარმოადგენს წყლულის განვითარების მიზეზს?
შუახნის ქალბატონს აღენიშნება დისკომფორტი დილით საკვების მიღების შემდეგ. სვამს ანტაციდს, მაგრამ შედეგი მინიმალურია. ენდოსკოპიური კვლევით დაუდგინდა 12 - გოჯა ნაწლავის წყლული, ბიოპტატის შესწავლით პროცესის მალიგნიზაცია გამოირიცხა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი გადაწყვეტილება აღნიშნულ შემთხვევაში?
რომელი დაავადების დროს გვხვდება ენტეროპათია ცილების მნიშვნელოვანი დაკარგვით?
35 წლის მამაკაცს ბოლო 6 თვის განმავლობაში აქვს დაღლილობა და ძილიანობა. სუნთქვის სიხშირე 1 წუთში -16, „TA“-130/80მმ.ვწყ.სვ., პულსი 1 წუთში- 70, ლაბორატორიული გამოკვლევებით „Hb“-7.6გ/დლ. ჩამოთვლილთაგან რომელი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს აღნიშნულ პაციენტთან?