სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
42 წლის მწეველი ქალბატონი ბოლო 6 თვის განმავლობაში უჩივის გარდამავალი გულის ფრიალის დაახლოებით 5 წუთიან ეპიზოდებს. ეკგ - წინაგულოვანი ექსტრასისტოლია. რომელი დებულება არის სწორი ამ პაციენტის არიტმიასთან მიმართებაში?
55 წლის მამაკაცი მოთავსებული იქნა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ქოშინით და დისკომფორტის შეგრძნებით გულმკერდის არეში. ეკგ - ზე დაფიქსირდა სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია. კაროტიდული სინუსის მასაჟით გულისცემის სიხშირემ მცირე ხნით დაიკლო 130–მდე 1 წუთში, მაგრამ მალევე მოიმატა მკვეთრად. რომელი არ არის მართებული ამ შემთხვევაში?
წინაგულთა თრთოლვის რისკ–ფაქტორი არ არის:
40 წლის ქალს სამსახურში უეცრად განვითარდა გულის ფრიალი, ობიექტურად: გულისცემის სიხშირე 1 წუთში 138, არტერიული წნევა 98/56 მმ.ვწყ.სვ. დაასახელეთ პირველი რიგის ღონისძიება ტაქიკარდიის სამართავად?
31 წლის ჯანმრთელ მამაკაცს დატვირთვისას უეცრად განუვითარდა გულის ფრიალი. გულისცემის სიხშირეა 1 წუთში 125, არტერიული წნევა 95/50 მმ.ვწყ.სვ., ეკგ– ფართო „QRS“ (>0,12 წმ) კომპლექსებიანი ტაქიკარდია. ჩამოთვლილთაგან რომელი არის წინააღმდეგნაჩვენები მისი ტაქიარიტმიის მკურნალობისათვის?
პაციენტი უჩივის გულის ფრიალს, ყრუ ტკივილს გულის არეში, შემცივნებას, ოფლიანობას. სხეულის ტემპერატურა სუბფებრილურია, კანი ფერმკრთალი, მოყვითალო ელფერით. აღენიშნება წერტილოვანი ჰემორაგიები კანზე და ლორწოვან გარსზე. გულის აუსკულტაციით ყრუ ტონები, აორტის სარქვლის მოსასმენ წერტილში დიასტოლური ან სისტოლურ-დიასტოლური შუილი. სისხლში ედს-ის აჩქარება, ბაქტერიოლოგიურად ამოითესა პათოგენური მიკრობი. რომელი დიაგნოზი შეესაბამება აღწერილ სურათს?
გულის რომელი ნაწილის ჰიპერტროფიის ნიშანია ელექტროკარდიოგრამაზე ორკუზიანი, 0,12 წმ ხანგრძლივობის “P” კბილი?
47 წლის ქალი უჩივის ქოშინს, ქვემო კიდურების შეშუპებას, ხელის მტევნების მსუბუქ ტრემორს. ობიექტურად: ეგზოფთალმი, საუღლე ვენების შებერვა, არტერიული წნევა 145/80 მმ.ვწყ.სვ. და გულისცემის სიხშირე 1 წუთში 123. რომელი პათოლოგიური მდგომარეობა იწვევს ზემოაღწერილ სიმპტომებს?
ავადმყოფის ინსპექციით კისრის მიდამოში აღინიშნება დადებითი ვენური პულსი. პალპაციით გამოხატულია გულის საძგერი და ეპიგასტრიული პულსაცია. რომელი სარქვლის პათოლოგიურ ცვლილებებს ახლავს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები?
69 წლის მამაკაცი დილატაციური კარდიომიოპათიის გამო (განდევნის ფრაქცია - 35%) იღებს შემდეგ მედიკამენტებს: ლიზინოპრილს, ფუროსემიდს, სპირონოლაქტონს. რომელი მტკიცებულება არის სწორი მის მედიკამენტურ თერაპიასთან მიმართებაში?
72 წლის მამაკაცი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი გულის უკმარისობით თავს კომფორტულად გრძნობს მოსვენების მდგომარეობაში. მცირე ფიზიკური დატვირთვა იწვევს ქოშინს, დაღლილობას და გულისფრიალს. მოსვენებული მდგომარეობა რამდენიმე წუთში უხსნის აღნიშნულ სიმპტომებს. „ნიუ-იორკის გულის ასოციაციის“ („NYHA“) კლასიფიკაციის მიხედვით რომელ კლასს მიეკუთვნება მოცემული პაციენტი?
68 წლის გულის უკმარისობით დაავადებულ ქალს ღამე ძილის დროს აღენიშნება სუნთქვის დაახლოებით 10 წამიანი შეჩერება, რასაც მოჰყვება იგივე ხანგრძლივობის ჰიპერვენტილაციის ეპიზოდები. ეს არ იწვევს პაციენტის გამოღვიძებას. იგი არ ხვრინავს, დილით მოსვენებულ მდგომარეობაში თავს კარგად გრძნობს, მაგრამ მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე ეწყება ქოშინი. როგორია პაციენტის მართვის შემდგომი ტაქტიკა?
24 წლის ჯანმრთელ ქალბატონს გამოუვლინდა დამატებითი ხმიანობა - გვიანი სისტოლური ტკაცუნი. რომელი პასუხია სწორი?
ობიექტური გამოკვლევის რომელი მონაცემი მიუთითებს აორტული რეგურგიტაციის არსებობაზე?
38 წლის ქალს განუვითარდა ჰემოპტიზი, ქოშინი. სხეულის ტემპერატურა ნორმაშია, გულისცემის სიხშირე 1 წუთში – 110, არტერიული წნევა 108/60 მმ.ვწყ.სვ., ჟანგბადით სატურაცია ოთახის ჰაერზე 91%. ფილტვის აუსკულტაციით ქვემო წილებში სველი წვრილბუშტუკოვანი ხასიათის ხიხინი, გულის აუსკულტაციით: ტონები რიტმული, მწვერვალზე გაძლიერებული (ტკაცუნა) I ტონი და დიასტოლური შუილი, ფილტვის არტერიიის სარქვლის მოსასმენ წერტილში აქცენტირებული II ტონი. ჩამოთვლილთაგან რომელი გამოკვლევა გამოავლენს უკეთესად აღწერილი სიმპტომების მიზეზს?
47 წლის ქალს განუვითარდა ჰემოპტიზი, ქოშინი, ქვემო კიდურების მსუბუქი შეშუპება. სხეულის ტემპერატურა ნორმაშია, გულისცემის სიხშირე 1 წუთში – 110, არტერიული წნევა 108/60 მმ.ვწყ.სვ., ჟანგბადით სატურაცია ოთახის ჰაერზე 91%. ფილტვებზე აუსკულტაციით - ქვემო წილებში წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი. გულის აუსკულტაციით: ტონები რიტმული, მწვერვალოზე გაძლიერებული (ტკაცუნა) I ტონი და დიასტოლური შუილი, ფილტვის არტერიიის სარქვლის მოსასმენ წერტილში აქცენტირებული II ტონი. რომელი მედიკამენტით მკურნალობა შეამცირებს დაავადების სიმპტომებს?
ელექტროკარდიოგრამაზე გამოხატულია: „PQ“ ინტერვალის დამოკლება, ნაადრევი „დელტა“ ტალღის გაჩენა, „QRS“ კომპლექსის გახანგრძლივება, დისკორდანტული „ST“ მონაკვეთი და „T“ კბილის პოლარობის შეცვლა. მიუთითეთ პათოლოგია:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ტრიკუსპიდური რეგურგიტაციის პოტენციური მიზეზი არ არის:
43 წლის მამაკაცს წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის გამო ჩაუტარდა ოპერაცია, გართულებები არ ქონია. 1 თვის შემდეგ დანიშნული აქვს ვიზიტი სტომატოლოგთან კბილის არხის დასაბჟენად. ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება არის სწორი პროფილაქტიკურ ანტიბიოტიკოთერაპიასთან მიმართებაში?
63 წლის მამაკაცი უჩივის პროგრესირებადი ხასიათის ქოშინს და ზურგზე წოლის გაძნელებას, ტერფების შეშუპებას. გულზე აუსკულტაციით მოისმინება დამატებითი მესამე ტონი. ფილტვების აუსკულტაციით ორივე მხარეს ქვემო წილებში სველი ხიხინი. რა არის სითხის შეკავების მიზეზი აღნიშნულ შემთხვევაში?