სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
47 წლის ქალბატონს გაუჭირდა სუნთქვა. სპირომეტრიით გამოვლინდა რესტრიქციული ტიპის ცვლილებები. ფილტვების კტ სკანირებით დადგინდა ფიბროზი. რა არის ტრანსბრონქული ბიოფსიის ძირითადი დიაგნოსტიკური მიზანი ასეთ შემთხვევაში?
რა შემთხვევაში აღმოცენდება ამფორული სუნთქვა:
ზრდასრულთა რესპირატორული დისტრეს-სინდრომით გამოწვეული დისემინირებული სისხლძარღვთაშიდა კოაგულაციის სინდრომის მკურნალობის ეფექტური საშუალებაა:
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს თრომბის წარმოქმნის უხშირესი ადგილია:
ზრდასრულთა რესპირატორული დისტრეს-სინდრომის სადიაგნოზო კრიტერიუმებს წარმოადგენს ყველა, გარდა:
პნევმონიის სამკურნალოდ ანტიბიოტიკის შერჩევისას პირველ რიგში უნდა გავითვალისწინოთ:
გულმკერდის ერთი მხარეს სუნთქვაში ჩამორჩენა არ ახასიათებს:
ატოპიური ბრონქული ასთმის იმუნოლოგიური მექანიზმია:
48 წლის მამაკაცს აღენიშნება ქოშინი. ქვემოთ ჩამოთვლილ ობიექტურ მონაცემთაგან რომელი შეესაბამება იდიოპათიური პულმონური ჰიპერტენზიის დიაგნოზს?
დილატაციური კარდიომიოპათით დაავადებული 72 წლის მამაკაცის ელექტროკარდიოგრამაზე გამოვლინდა პარკუჭოვანი არიტმია და ჰისის კონის მარცხენა ფეხის ბლოკადა. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ჩანს კარდიომეგალია და ბილატერალური ალვეოლური ინფილტრაცია კერლის “B” ხაზებით. რომელია ყველაზე ნაკლებ სავარაუდო გამოვლინება ობიექტური გამოკვლევის დროს?
55 წლის ქალი აღნიშნავს მზარდ ქოშინს ფიზიკური დატვირთვისას. რენტგენოგრამაზე ფილტვის ჰილუსები დატვირთულია და გადიდებულია მარცხენა წინაგულის საზღვარი. ეკგ–ზე ელექტრული ღერძის მარჯვნივ გადახრა, მაღალი „R“კბილები „V1“განხრაში. რა ექოკარდიოგრაფიული ცვლილებებია მოსალოდნელი აღნიშნულ პაციენტთან?
ელექტროკარდიოგრამაზე მეორე ბიპოლარული განხრა რეგისტრირდება:
დოპლერექოკარდიოგრაფია გამოიყენება:
ლუტემბაშეს სინდრომი არის:
რა შემთხვევაში ესაჭიროება პაციენტს მარჯვენა გულის კათეტერიზაცია?
38 წლის აქტიურ მამაკაცს აღენიშნება ხვრინვა ძილის დროს, ეკგ მონიტორინგზე ღამის განმავლობაში სინუსური ბრადიკარდიის (წუთში 42–56 ფარგლებში) ეპიზოდები. დღის საათებში მოსვენების დროს გულისცემის სიხშირე 1 წუთში 65–72. რა არის მოქმედების მიზანშეწონილი ტაქტიკა?
გულზე მოისმინება შესუსტებული I და II ტონი, აორტაზე პროტოდიასტოლური დეკრეშჩენდოს ტიპის შუილი, რომელიც კარგად ტარდება ერბის წერტილში. რომელი სარქვლის პათოლოგიური ცვლილებები იწვევს ამ აუსკულტაციურ მონაცემებს:
62 წლის მამაკაცს 3 კვირის წინ განუვითარდა „ST„ სეგმენტის ელევაციით მიმდინარე მიოკარდიუმის ინფარქტი, რომლის სამკურნალოდ ჩაუტარდა თრომბოლიზური თერაპია. ობიექტურად: გულისცემის სიხშირე არის 1 წუთში 44, ფილტვებში ბილატერალურად ქვემო წილებში მოისმინება წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი. ქვემო კიდურები შეშუპებულია. რომელი ქმედება იქნება მიზანშეწონილი აღნიშნულ პაციენტთან?
პაციენტი უჩივის სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ქვემო კიდურების შეშუპებას, რომელიც მეტად არის გამოხატული საღამოს საათებში. ინსპექციით – კანი ციანოზური, ქვემო კიდურებზე პალპაციით – შეშუპება, აუსკულტაციით – გულის ტონები მოყრუებული, სუფთა. პულსი – ხშირი, რიტმული, საშუალო ავსების და დაჭიმულობის. სისხლის არტერიული წნევა 140/90 მმ.ვწყ.სვ., სისხლის ვენური წნევა 180 მმ.წყ.სვ. მიუთითეთ აღწერილი სურათის შესაბამისი დიაგნოზი:
56 წლის მწეველი ქალბატონი უჩივის ბოლო 6 თვეა გარდამავალი გულის ფრიალის 5 წუთიან ეპიზოდებს, ობიექტური გამოკვლევის მონაცემები ნორმის ფარგლებში. ეკგ - სინუსური რიტმი. სისხლის შრატის ელექტროლიტების განსაზღვრის გარდა, კიდევ რომელი გამოკვლევა არის მიზანშეწონილი?