სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
65 წლის მწეველ მამაკაცს აქვს სუნთქვის გაძნელება. 30 წელი იმუშავა ქიმიურ ქარხანაში. დაუდგინდა საშუალო სიმძიმის ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. მარცხნივ ბეჭქვეშ პერკუსიით მოყრუება და აუსკულტაციით სუნთქვა არ ტარდება. რენტგენოლოგიურად - მარცხენამხრივი პლევრული გამონაჟონი, ბილატერალურად პლევრული კალციფიკატები და აპიკალური პლევრის შესქელება. კტ კვლევა ადასტურებს რენტგენოლოგიურ მონაცემებს და გამორიცხავს მოცულობით პროცესს. პუნქტატი წარმოადგენს ექსუდატს, შეიცავს 65% ლიმფოციტებს, 25% მეზოთელურ უჯრედებს და 10% ნეიტროფილებს. ჩამოთვლილთაგან რომელია პლევრული ექსუდატის სავარაუდო მიზეზი?
42 წლის მამაკაცს, რომელიც მუშაობს ტექსტილის ქარხანაში, ბრონქული ასთმის სიმპტომები დაიწყო 2 წლის წინ. ეპიზოდური ხველა და მშრალი ხიხინი ეხსნებოდა ბრონქოდილატატორებისა და სტეროიდების ინჰალაციით. მდგომარეობა უარესდებოდა სამუშაო დღეებში. სპეციფიკური აგენტი ვერ გამოვლინდა. ამჟამად ესაჭიროება სალბუტამოლის ინჰალაცია და 10 მგ პრედნიზოლონი. ფილტვების აუსკულტაციით მკვრივი სუნთქვა, დიფუზურად მშრალი მოზუზუნე და მსტვინავი ხიხინი. დაასახელეთ მიზანშეწონილი გამოკვლევა.
მამაკაცს, რომელიც ადრე მუშაობდა თივის საწყობში, უეცრად განუვითარდა ცხელება, შემცივნება, სისუსტე და სუნთქვის გაძნელება, რის გამოც მიმართა ოჯახის ექიმს. რენტგენოლოგიურად ბილატერალური ინფილტრატები ფილტვების ზემო წილებში. რომელი გამომწვევი იწვევს აღნიშნულ ცვლილებებს?
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი ზრდის მეტიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ჰოსპიტალური პნევმონიის რისკს, გარდა ერთისა:
55 წლის მამაკაცმა ბოლო 2 დღის მანძილზე სქელი და მოყვითალო ფერის ნახველით ხველისა და ცხელების გამო მიმართა პირველადი ჯანდაცვის ექიმს. ტემპერატურა - 38.0“C“, არტერიული წნევა - 135/80მმ.ვწყ.სვ., გულისცემის სიხშირე წუთში -92. სუნთქვის სიხშირე წუთში- 18, აუსკულტაციით მარჯვნივ ბეჭქვეშ ბრონქული სუნთქვა. რენტგენოლოგიურად მარჯვენა ფილტვის ქვემო წილის დაჩრდილვა. როგორია პაციენტის მართვის სტრატეგია პირველადი ჯანდაცვის რგოლის დონეზე?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების რისკ-ფაქტორი არ არის:
რომელი ნიშნები ადასტურებენ პნევმონიას:
ჩამოთვლილთაგან რომელი მტკიცებულება არის ჭეშმარიტი არაჰოსპიტალურ პნევმონიასთან მიმართებით:
57 წლის ქალბატონი ეწევა თამბაქოს 20 წლის ასაკიდან. ბოლო 5 წელია აწუხებს ხველა თხიერი ნახველით. თანდათან უფრო გაუჭირდა სუნთქვა, კიბეზე ასვლა დასვენების გარეშე. სხეულის ტემპერატურა - 37℃, პულსი 1 წუთში–75, სუნთქვის სიხშირე 1 წუთში –20, T/A150/80. “mmHg“, ჟანგბადის სატურაცია-94% მოსვენებულ მდგომარეობაში და 90% ფიზიკური აქტივობისას. ფილტვების აუსკულტაციით მკვრივი სუნთქვა ორივე მხარეს, რენტგენოგრაფიით ფილტვის კართან გაძლიერებული სისხლძარღვოვანი სურათი. ტიფნოს ინდექსი-68%. რას ურჩევდით პაციენტს უპირველეს ყოვლისა?
57 წლის მამაკაცს 2 კვირის წინ დაეწყო ხველა გამჭვირვალე ნახველით. ზოგჯერ აქვს ქოშინი. სხეულის ტემპერატურა– 36.5℃, სუნთქვის სიხშირე წუთში– 20, “O2”-ის სატურაცია-96% ოთახის ჰაერზე. ფილტვების აუსკულტაციით გაფანტული მშრალი მსტვინავი ხიხინი. რენტგენოგრაფიით ფილტვების გამჭვირვალობის მომატება. “Peak flow”- 530 ლ/წთ. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ პრეპარატს დაუნიშნავდით პაციენტს?
67 წლის მამაკაცს ბოლო 12 დღეა აღენიშნება სისუსტე, ცხელება, შემცივნება, ხველა; აუსკულტაციით მარცხენა მხარეს ბეჭქვეშ მოესმინება ბრონქული სუნთქვა. სხეულის ტემპერატურა – 39.6℃, რენტგენოგრამაზე მარცხენა ფილტვის ქვედა წილის მსხვილკეროვანი დაჩრდილვა უსწორო კიდეებით და არამკაფიო კონტურებით. სისხლში ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი ბირთვის მარცხნივ გადახრით. ედს-ის მნიშვნელოვანი მატება. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?
მამაკაცი უჩივის მოხრჩობის შეგრძნებას, ქოშინს, გულის ფრიალს. იმყოფება იძულებით მჯდომარე მდგომარეობაში, ხელებით ეყრდნობა მუხლებს. პულსი 1 წუთში 105, არტერიული წნევა 150/95 მმ. ვწყ.სვ. სუნთქვა ზერელე, 1 წუთში 22; აუსკულტაციით: ფილტვებზე დიფუზურად მშრალი მოზუზუნე და მსტვინავი ხიხინი, გულზე - ტონები მოყრუებული. გამოკვლევის რომელი მეთოდი დაგვეხმარება დიაგნოზის დადგენაში?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მწვავე ფილტვისმიერი გულის განვითარების უხშირესი მიზეზი:
ფილტვის კიბოს განვითარების მაღალი რისკი ყველაზე მეტად ასოცირებულია:
67 წლის მამაკაცი უჩივის მშრალ ხველას, საერთო სისუსტეს, ოფლიანობას. გასინჯვით - მარჯვნივ ბეჭქვეშ: ნეკნთაშუა სივრცეები ჩავარდნილია, ბგერითი რხევა გამოხატული არ არის, პერკუსიით - ყრუ ხმა, აუსკულტაციით - სუნთქვა არ ტარდება, რენტგენოლოგიურად - მარჯვნივ ჰომოგენური დაჩრდილვა არამკვეთრი კიდეებით. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი უჩივის შერეული ხასიათის ქოშინს, მშრალ ხველას, სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა გვერდში, ტემპერატურის მომატებას. ინსპექციით-გულმკერდის მარჯვენა ნახევარი სუნთქვაში ჩამორჩება. პალპაციით-მარჯვნივ გულმკერდის ბგერითი რხევის შესუსტება, პერკუსიითმარჯვნივ ქვემოთ ყრუ ხმა, ზემო ნაწილში- მოყრუებული ტიმპანიტი, აუსკულტაციით - მარჯვნივ ქვემო ნაწილში სუნთქვითი ხმიანობა არ ტარდება, ზემო ნაწილში შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა. ფილტვის კარის პროექციაზე მოისმინება ბრონქული სუნთქვა. აღნიშნეთ პათოლოგიური პროცესის ხასიათი:
პლევრის პუნქტატის რომელ მახასიათებელს შეესაბამება დიაგნოზი - პლევრის ღრუში გახსნილი ღვიძლის ამებური აბსცესი?
პლევრის პუნქტატის რომელ მახასიათებელს შეესაბამება დიაგნოზი - ემპიემა?
პაციენტი უჩივის მშრალ ხველას, ტემპერატურის მომატებას, ტკივილს გულმკერდის მარჯვენა ნახევრის ზემო ნაწილში, რომელიც ძლიერდება ღრმა ჩასუნთქვისა და ჩახველების დროს. ინსპექციით გულმკერდის მარჯვენა ნახევარი ჩამორჩება სუნთქვაში, პერკუსიით- ფილტვის ნათელი ხმიანობა, აუსკულტაციით - ვეზიკულური სუნთქვა. მარჯვნივ აქსილარულად შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვის ფონზე სუნთქვის ორივე ფაზაში მოისმინება სუნთქვითი ხმიანობა, რომელიც ჩახველებისას არ იცვლის თავის ხასიათს და არ ქრება. დაასახელეთ დაავადება.
ქრონიკული ბრონქიტის დროს სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტენზიის განვითარებას არ განაპირობებს: