სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის მკურნალობაში არჩევითი პრეპარატებია:
მძიმე სისხლძარღვოვანი კოლაფსის დროს ყველაზე რაციონალური ღონისძიებაა:
ღვიძლისმიერი კომის სამკურნალოდ არ არის მოწოდებული:
რა არ არის მართებული ქლორჰიდროპენიურ კომასთან მიმართებაში?
ღვიძლისმიერი კომისთვის არ არის დამახასიათებელი:
ჰიპეროსმოლარული კომისთვის არ არის დამახასიათებელი:
კეტოაციდური კომისთვის არ არის დამახასიათებელი:
პაციენტი შემოიყვანეს კლინიკაში ჩივილებით: კუნთების ატონია, კორნეალური რეფლექსები არ არის, სუნთქვა არიტმული, გამოხატულია გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნაკლოვანება. განსაზღვრეთ რომელი ხარისხის კომასთან გვაქვს საქმე:
პაციენტი 50 წლის, ქალი. კლინიკაში მოთავსებულ იქნა საწრაფო დახმარების მანქანით. პაციენტი არის უგონო მდგომარეობაში. კომამდე აღინიშნებოდა დეზორიენტაცია, ძლიერი ოფლიანობა, კანკალი, ბოდვა, კუნთების ტონუსის მომატება. არტერიული წნევა 80/40 მმHგ. პაციეტს ანამნეზში აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი. ქვემოთ ჩამოთვლილი კომური მდგომარეობიდან რომელი მიესადაგება მოცემული პაციენტის კლინიკურ სურათს?
58 წლის მამაკაცი სასწრაფო დახმარების მანქანით მოყვანილ იქნა კლინიკაში უგონო მდგომარეობაში. სახე ჰიპერემიული, ტემპერატურა 37,7 გრაადუსი ცელსიუსით. არტერიული წნევა 210/110 მმ.ვწყ.სვ. თავი მობრუნებული აქვს მარცხნივ. აღინიშნება პათოლოგიური რეფლექსები და მარჯვენა ჰემიპლეგია. ქვემოთ ჩამოთვლილი კომური მდგომარეობიდან რომელი შეესაბამება მოცემულ კლინიკურ სურათს?
კლინიკაში შემოიყვანეს ავადმყოფი, რომელსაც პერიოდულად აღენიშნება გაფითრება, მხედველობის დაბინდვა, თავბრუ, ზოგჯერ გონების დაკარგვა და ტონური და კლონური კრუნჩხვები. შეტევის დროს წნევა ეცემა, გულის ტონები არ მოისმინება ან ძლიერ მოყრუებულია, პულსი არ ისინჯება, ძლიერ შენელებულია ან მკვეთრად აჩქარებული და სუსტი ავსების. აურა, ენის მოკვნეტა და რეტროგრადული ამნეზია არ აღინიშნება. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი არ შეიძლება იყოს აღნიშნული მოვლენების მიზეზი:
მიმღებ განყოფილებაში შემოიყვანეს ორსული ქალი, რომელმაც უეცრად დაკარგა გონება. ობიექტურად: ჰიპოტენზია, გახშირებული და სუსტი პულსი, მკვეთრი ტკივილი მუცლის არეში, ეპილეპსიისმაგვარი კრუნჩხვები, ბოდვა; სისხლში - ჰიპოგლიკემია, ჰიპონატრიემია, ჰიპერკალიემია, 17-კეტოსტეროიდების დაქვეითება; ჰიპერპიგმენტაცია ძუძუს დვრილებზე, ხელისგულებზე, ლორწოვანზე. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი შეიძლება იყოს ზემოთაღნიშნული მოვლენების მიზეზი:
ანაფილაქსიის სამკურნალო პრეპარატებიდან რომელია პირველი კლასის?
რომელი პრეპარატი არის უკუნაჩვენები ბრონქული ასთმის მქონე პაციენტებში?
ბრონქული ასთმის ურგენტული თერაპიის პირველი რიგის პრეპარატია:
ჩამოთვლილთაგან რომელია სწორი ფილტვების აუსკულტაციასთან მიმართებაში?
47 წლის მწეველი მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში პროგრესირებადი ქოშინის, მშრალი ხველის და ანორექსიის გამო. გამოხატულია პერიფერიული ციანოზი. მარცხნივ ბეჭქვეშ პერკუსიით მოყრუება, აქვე აუსკულტაციით სუნთქვა არ ტარდება. რენტგენოლოგიურად - მარცხნივ ბეჭქვეშ ინტენსიური ჰომოგენური დაჩრდილვა მოსაზღვრული ზედა ირიბი ხაზით. ჩამოთვლილთაგან რომელ ღონისძიებას უნდა მოიცავდეს მკურნალობის გეგმა.
36 წლის ქალი ჰოსპიტალიზებული იყო ასთმური სტატუსის გამო. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ნიშანი არ შეიძლება შეგვხვდეს აღნიშნულ პაციენტთან:
25 წლის ქალი, უკანასკნელი 3 თვის განმავლობაში მკურნალობს ბრონქული ასთმის გამო ფლუტიკაზონით. რა დამატებითი ცვლილებებია მიზანშეწონილი მის მკურნალობის გეგმაში, გარდა:
64 წლის მამაკაცი მოთავსებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში პნევმონიის მძიმე მიმდინარეობის გამო. ჟანგბადის სატურაცია ოთახის ჰაერზე 60%, ხოლო ჟანგბადის ნიღბით მიწოდების ფონზე - 82%. განხორციელდა ტრაქეის ინტუბაცია. არტერიული სისხლის აირები: “pH“– 7.20 (ნორმა 7.35-7.45), „PCO2“- 32 მმ. ვწყ.სვ. (ნორმა 35- 45მმ. ვწყ.სვ), „PO2“- 54 მმ.ვწყ.სვ. (ნორმა ამ ასაკში ≈70 მმ.ვწყ.სვ). რა არის ჰიპოქსემიის სავარაუდო მიზეზი?