QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1261

25 წლის ქალს აღენიშნება ხშირი შარდვა და ტკივილი შარდვის დროს. შარდში - ლეიკოციტები >10/მხედველობის არეში. ნიტრატის ტესტი დადებითია. რომელია სავარაუდო გამომწვევი მიკროორგანიზმი?

1262

12 წლის ბიჭს, რომელიც თვალის ბროლის პათოლოგიის გამო ატარებს სათვალეს, ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფექციიდან რამოდენიმე დღის შემდეგ აღენიშნა ჰემატურია, სმენის დაქვეითება. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?

1263

ფანკონის სინდრომის დროს ვითარდება მეორე ტიპის ტუბულოაციდოზი, ამინოაციდურია, გლუკოზურია, ფოსფატურია, ჰიპერკალციურია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან კიდევ რა არის დამახასიათებელი ფანკონის სინდრომისათვის?

1264

64 წლის მამაკაცს აღენიშნება მაკროგლოსია, მაჯის გვირაბის სინდრომი, ჰეპატომეგალია და ჰემორაგიული გამონაყარი თვალბუდის არეში, ამჟამად განუვითარდა შეშუპება და დაუდგინდა ნეფროზული სინდრომი. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?

1265

შაქრიანი დიაბეტის მქონე 75 წლის მამაკაცს უკანასკნელი რამოდენიმე თვის მანძილზე აღენიშნებოდა ხშირი შარდვა, ნიქტურია და ენურეზი; მაგრამ უკანასკნელი 24 საათის მანძილზე არ გამოუყვია შარდი. აწუხებს ბოქვენზედა დისკომფორტი. არტერიული სისხლის წნევა არის 150/90მმ.ვწყ.სვ., გულისცემის სიხშირე - 110 ერთ წუთში. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?

1266

28 წლის მამაკაცს მწვავე რესპირატორული დაავადების შემდეგ პერმანენტულად აღენიშნება მიკრო-, ზოგჯერ მაკროჰემატურია. ამჟამად გამოხატული აქვს ზომიერი ცხელება, წელის ტკივილი, დიზურიული მოვლენები. სისხლში „IgA“-ს შემცველობა მომატებულია. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?

1267

9 წლის ბავშვს გაციების ფონზე აღენიშნება დაბალი ცხელება, პურპურას ტიპის გამონაყარი დუნდულოებსა და ქვემო კიდურებზე, ტკივილი სახსრებში. შარდში: ჰემატურია და პროტეინურია. იმუნოფლუორესცენციული მიკროსკოპიით მეზანგიუმსა და პერიფერიულ კაპილარებში „IgA“-ს, „IgG“-ს და ფიბრინოგენის მარცვლოვანი დეპოზიტები შეინიშნება. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?

1268

73 წლის ქალს 20 წელია ანამნეზში აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2. ამჟამად გამოვლინდა ჰიპერქოლესტერინემია, მიკროალბუმინურია, გლუკოზურია, ჰიპოსთენურია. გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე დაქვეითებულია. სავარაუდოდ, რომელი დაავადებით არის განპირობებული აღწერილი სიმპტომები?

1269

შარდში „Proteus Mirabilis“-ის არსებობისას, კენჭი, სავარაუდოდ, იქნება:

1270

ნეფროზული სინდრომის დროს ჰიპოპროტეინემიის მიზეზი არ არის:

1271

თირკმლების ქრონიკული უკმარისობის დროს არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ არჩევის პრეპარატია:

1272

რომელი სახსარი ზიანდება ყველაზე ხშირად რევმატოიდული ართრიტის დებიუტში?

1273

რევმატოიდული ართრიტისთვის არ არის დამახასიათებელი?

1274

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რევმატოიდული ართრიტის რენტგენოლოგიურად არ ახასიათებს:

1275

სკლეროდერმიით დაავადებულ პაციენტს აღენიშნება კანის დიფუზური დაზიანება, ავთვისებიანი ჰიპერტენზია, ოლიგურია, შეშუპება, ჰემოლიზური ანემია და თირკმლის უკმარისობა. რომელი მედიკამენტით მკურნალობა არის რეკომენდირებული ამ შემთხვევაში?

1276

პირველადი შეგრენის სინდრომის ყველაზე ხშირ ექსტრაგლანდულარულ გამოვლინებას არ მიეკუთვნება:

1277

პაციენტი, 6 წლის წინ პირველადი შეგრენის სინდრომის დიაგნოსტირების შემდგომ, სიმპტომურად მკურნალობდა ცრემლის შემცვლელი პრეპარატებით. ბოლო 3 თვის განმავლობაში თავი იჩინა ყბისქვეშა და კისრის უკანა ლიმფადენოპათიამ. სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია და „C“4 კომპლემენტის დაბალი დონე. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?

1278

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მაანკილოზირებელი სპონდილიტის ყველაზე ხშირი ექსტრაარტიკულური გამოვლინება არის:

1279

53 წლის მამაკაცს აღენიშნება ვასკულიტი. დადგენილი აქვს ცხვირის ძგიდის პერფორაცია და დეფორმაცია. ციტოპლაზმური ანტინეიტროფილური ანტისხეულები („c-ANCA“) დადებითია. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?

1280

40 წლის მამაკაცს აღენიშნება ცხელება, ჰემოპტიზი, ტკივილი გულმკერდის არეში. უკანასკნელი 1 წლის მანძილზე რამდენჯერმე ჰქონდა ზემო სასუნთქი გზების მწვავე ინფექცია, ეპისტაქსისი და ჩირქოვანი გამონადენი. ობიექტური კვლევით: ცხვირის ძგიდის უნაგირისებრი დეფორმაცია. გულმკერდის კომპიუტერული ტომოგრაფიით: ფილტვებში მრავლობითი კვანძები. სისხლში: ჰიპერლიპიდემია. შარდში: ჰემატურია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ ტესტ აქვს ამ შემთხვევაში მაღალი დიაგნოსტიკური ღირებულება?

განმარტებები