QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › ბავშვთა და მოზრდილთა · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა და მოზრდილთა

453 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

101

გასტროეზოფაგური რეფლუქსი 4 თვის ბავშვს შეიძლება გამოუვლინდეს ყველა სიმპტომით, გარდა ერთისა

102

8 წლის გოგონა უკანასკნელი 6 კვირის მანძილზე უჩივის მუცლის ტკივილს, ღებინებას, უმადობას. კუჭ-ნაწლავის ზედა სეგმენტის ენდოსკოპიური გამოკვლევით დაისვა ქრონიკული გასტრიტის დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე უფრო ეფექტური მკურნალობა?

103

რა რეკომენდაციას მისცემთ დედას მწვავე დიარეის მქონე ექსკლუზიურად ძუძუზე მყოფი ბავშვის კვების წესთან დაკავშირებით?

104

რა რეკომენდაციას მისცემთ დედას მწვავე დიარეის მქონე ჩვილის კვების წესთან დაკავშირებით, თუ იგი ძუძუსთან ერთად იღებს სხვა სახის საკვებსაც?

105

ძროხის რძის ცილის/ სოიის ცილის აუტანლობაზე ეჭვის დროს რომელი ღონისძიების გატარება არ არის სწორი?

106

რომელი შეხედულებაა სწორი ფენილკეტონურიის შემთხვევაში

107

3 წლის ბავშვს თხილის მიღების შემდეგ მოულოდნელად გამოუვლინდა გენერალიზებული გამონაყარი ქავილით, ტუჩებისა და თვალების შეშუპება, სუნთქვის გაძნელება. ტემპერატურა 36.8, სუნთქვის სიხშირე 32, მაჯა 90. არტერიული წნევა 85/65 მმ. ვწყ. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე უფრო ეფექტური მკურნალობა?

108

სისტემური ანაფილაქსიური რეაქციის მანიფესტაცია შეიძლება იყოს ყველა, გარდა ერთისა:

109

10 წლის ბავშვს 3 კვირის მანძილზე აღენიშნება ცხელება (39,8), მარჯვენა მუხლის სახსრის ტკივილი და მოძრაობაში შეზღუდვა. ეჭვი იქნა მიტანილი რევმატოიდულ ართრიტზე. ამჟამად უჩივის გულმკერდის არეში მწვავე ტკივილს და დისპნოეს. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

110

10 წლის პაციენტს, რომელიც დაავადებულია რევმატოიდული ართრიტით, გამოუვლინდა უვეიტი. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პრეპარატია ყველაზე ეფექტური თერაპიული საშუალება?

111

რომელი გულის მანკი არის ყველაზე ხშირად ასოცირებული დაუნის სინდრომთან?

112

15 წლის პაციენტს, რომელიც 12 დღის წინ დაგესლა კრაზანამ, აღენიშნება დაბალი ცხელება, მაკულო-პაპულური გამონაყარი, მარჯვენა მუხლის შეშუპება და ტკივილი. ტემპერატურა 38,2, სუნთქვაა 28, მაჯა 82, არტერიული წნევა 90/70 მმ.ვწყ. გამართლებულია ყველა მედიკამენტის ხმარება, გარდა ერთისა

113

10 წლის პაციენტს ცხელებით, მარჯვენა მუხლის ტკივილით და გამონაყრით 3 თვის წინ დაუსვეს რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი. ამჟამად გამოვლინდა თვალების ტკივილი და შეწითლება. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

114

რევმატოიდული ართრიტის სისტემური ვარიანტის (სტილის დაავადება) ინიციალური კლინიკური გამოვლინება შეიძლება იყოს ყველა, გარდა ერთისა:

115

6 წლის პაციენტს 5 დღეა აღენიშნება ცხელება, ურტიკარია, მარჯვენა მუხლის ტკივილი და კისრის მიდამოს ლიმფადენოპათია. 10 დღის წინ მკურნალობდა პენიცილინით ფარინგიტის გამო. რომელ დაავადებაზე იფიქრებთ?

116

8 დღის ახალშობილს, რომელიც დაავადებულია სტაფილოკოკური პნევმონიით შესაძლებელია განუვითარდეს ყველა გართულება, გარდა ერთისა:

117

9 თვის ჩვილს აღენიშნება ტემპერატურის მომატება 39,6 გრადუსამდე. ობიექტური გასინჯვით პათოლოგიური ცვლილებები არ ვლინდება. რომელი დაავადება შეიძლება იყოს ამის მიზეზი ამ ასაკობრივ ჯგუფში?

118

ავადმყოფი 12 წლის. დაავადება დაეწყო ტემპერატურის მომატებით 39,5ºC-მდე, შემცივნებით, ხველით, თავის ტკივილით, უმადობით. ბინაზე ჩატარებული სიმპტომური მკურნალობის მიუხედავად მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მე-3 დღეს მოათავსეს სტაციონარში. ობიექტურად ტაქიპნოე, ზერელე მკვნესარე სუნთქვა ზერელე, ხველა “ჟანგისებრი” ნახველით. გულმკერდის ექსკურსია შეზღუდული მარჯვნივ, ამავე მხარეს ბეჭის კუთხესთან პერკუსიით შემოკლებული ხმიანობა. მოსმენით აქვე ბრონქული სუნთქვა. სისხლში: ლეიკოციტოზი, ნეიტროფილოზი მარჯვნივ გადახრით, ედს-ი აჩქარებული. სავარაუდო დიაგნოზია:

119

11 წლის ვაჟს უკანასკნელი 2 წელია აღენიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში. ტკივილს აქვს ე.წ.”მშიერი ხასიათი” და ახლავს ბოყინი, გულძმარვა, ზოგჯერ ღებინება, მადა გაძლიერებულია. ტკივილი პაციენტს არასდროს არ აღვიძებს ღამით. ხშირად აქვს მეტეორიზმი და ყაბზობა. ობიექტურად მგრძნობიარეა ეპიგასტრალური არე. სავარაუდო დიაგნოზია:

120

ავადმყოფი ვაჟი 1 წლის, დაიბადა დროული, დაბადების მასა 3500გრ. 3 თვიდან გადაიყვანეს ხელოვნურ კვებაზე. კვება ერთფეროვანი, ძირითადად ფაფებით. 5 თვის ასაკიდან მასაში მატება შეფერხდა. ბავშვი ამჟამად იწონის 7000 გრამს. კანი ფერმკრთალი, მშრალი, ტურგორი დაქვეითებულია, მუცლისა გარშემოწერილობა გადიდებულია რის გამოც ბავშვს აქვს ობობას ფორმა. მადა კარგი, განავალი დიდი რაოდენობით, ცხიმიანი, სისხლისა და ლორწოს გარეშე. სავარაუდო დიაგნოზია:

განმარტებები