QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › ბავშვთა და მოზრდილთა · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა და მოზრდილთა

453 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

121

8 წლის ბიჭი კლინიკაში შემოვიდა მუცლის შეტევითი ხასიათის ტკივილით. ტკივილი დაეწყო ცხიმიანი საკვების (ღორის ხორცი) მიღების შემდეგ და ახლდა ღებინება. ანამნეზიდან საყურადღებოა, რომ ბავშვს უკანასკნელი 2 წელია ხშირად აქვს მუცლის ტკივილი, მდგომარეობა უმჯობესდებოდა სპაზმოლიზური საშუალებებისა და ნაღველმდენი პრეპარატების მიცემის შემდეგ. ობიექტურად ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 2,5 სმ-ით, დადებითია კერის, მერფისა და ორტნერის ნიშნები. სავარაუდო დიაგნოზია:

122

1 წლის ბავშვს 2 დღის წინ დაეწყო სურდო და ხველა. ოჯახის სხვა წევრებსაც აღენიშნებოდათ კატარული სიმპტომები. 4 საათის წინ ხველა მკვეთრად გაძლიერდა, გამოვლინდა სუნთქვის გაძნელება, ნესტოების ბერვა, გულმკერდის ზომიერი შებერილობა და ხმაურიანი ამოსუნთქვა. აუსკულტაციით დიფუზურად მსტვინავი ხასიათის მშრალი ხიხინი. სავარაუდო დიაგნოზია:

123

მწვავე რესპირაციული ვირუსული ინფექციის დაწყებიდან მეორე დღეს 2 წლის ბავშვს ღამით განუვითარდა ხმაურიანი სუნთქვა, ინსპირაციული ქოშინი, მყეფარე ხასიათის ხველა. პაციენტს ჩახლეჩილი აქვს ხმა. გამოხატულია იყო სუბკოსტალური რეტრაქცია ფიზიკური დატვირთვის დროს. ბავშვი აქტიურია, სითხეს და საკვებს იღებს. დაისვა ვირუსული კრუპის დიაგნოზი. ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი ითვლება არჩევის პრეპარატად ამ სიტუაციაში.

124

13 წლის გოგონას აღენიშნება სიმაღლეში მკვეთრი ჩამორჩენა (<10%0). მეორადი სასქესო ნიშნები გამოხატული არ არის. მისი დის ფიზიკური განვითარება შეესაბამება ასაკს. სავარაუდო დიაგნოზია:

125

11 წლის ბიჭი უკანასკნელინ 2 წელია უჩივის სიმძიმის შეგრძნებას მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, საერთო სისუსტეს, ანორექსიას, გულისრევის შეგრძნებას, ზიზღს ცხიმიანი საკვების მიმართ. ანამნეზიდან საყურადღებოა, რომ პაციენტს 6 თვის წინ გადატანილი აქვს ჰეპატიტი. სკლერები სუბიქტერულია, ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 3,5 სმ-ით, მკვრივი კონსისტენციის, მგრძნობიარე. ელენთა 2 სმ-ით. გამოხატულია მიდრეკილება ყაბზობისაკენ. წინასწარი დიაგნოზია:

126

5 წლის გოგონას მდინარეში ბანაობის შემდეგ გამოუვლინდა ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და გახშირებული შარდვა შარდის მცირე პორციებით. პაციენტს არ აქვს ცხელება. შარდის საერთო ანალიზში ცილა 0,1გ/ლ, ლეიკოციტი 20-25 მხ/არეში, შეუცვლელი ერითროციტი 5-10 მხ/არეში. ჩამოთვლილიდან რა დაავადებაზე მიიტანთ ეჭვს?

127

1 წლის გოგონას აქვს სახის უხეში ნაკვთები, ჰეპატოსპლენომეგალია და გონებრივ განვითარებაში პროგრესული ჩამორჩენა. მსგავსი სიმპტომები აღენიშნება მის 4 წლის ძმასაც. რა დაავადებისათვის არის დამახასიათებელია ზემოაღნიშნული კლინიკური ნიშნები:

128

დროულ ახალშობილს აღენიშნება ციანოზი და აპნოეს შეტევები, რომელიც განსაკუთრებით უძლიერდება კვების დროს. ციანოზის ინტენსიობა მცირდება ტირილის დროს. სავარაუდო დიაგნოზია:

129

2 წლის გოგონა ფერმკრთალია და აქვს ქოშინი. სუნთქვის სიხშირე 80, მაჯისცემა 195 წთ-ში. ობიექტურად მოისმინება ჭენების რითმი, რენტგენოგრამაზე გამოხატულია კარდიომეგალია. გულის ექოგრაფიით სტრუქტურული ცვლილებები არ ვლინდება. მიოკარდის კუმშვადი ფუნქცია დაქვეითებულია, მარცხენა წინაგული და პარკუჭი დილატირებული. სავარაუდო დიაგნოზია:

130

7 წლის ბიჭი უჩივის შეტევითი ხასიათის ტკივილს მუცლის მიდამოში. ობიექტურად აღენიშნება პეტექიური სისხლჩაქცევები ზურგზე, კიდურებზე და დუნდულოებზე. ლაბორატორიული გამოკვლევებით გამოვლინდა პროტეინურია, მიკროჰემატურია. პერიფერიული სისხლი პატოლოგიური ცვლილებების გარეშე. სავარაუდო დიაგნოზია:

131

6 წლის პრაქტიკულად ჯანმრთელ გოგონას უეცრად განუვითარდა მოუსვენრობა, შიში, მკვეთრი სისუსტე, დაასხა ცივმა ოფლმა. ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, პულსი სუსტი ავსების და დაჭიმულობის, 64 წუთში. გამოხატულია კისრის სისხლძარღვების პულსაცია. გულის ტონები უხეში, გულისა და ღვიძლის ზომები ნორმის ფარგლებში. შეშუპება არ არის გამოხატული. სავარაუდო დიაგნოზია:

132

3 წლის ბავშვს პერიოდულად აღენიშნება საშარდე გზების ინფექციის კლინიკური სურათი დამახასიათებელი იზოლირებული შარდის სინდრომით. არტერიული წნევა მომატებულია. გამოკვლევით დადგინდა ჰიპოსტენურია, პროტეინურია. ჩამოთვლილი გამოკვლევებიდან რომელი არ არის აუცილებელი დიაგნოზის დასაზუსტებლად?

133

10 თვის ბავშვს 2 დღის წინ დაეწყო სურდო და ხველა, კატარული მოვლენები აღენიშნებოდა მის ძმასაც. დაავადების დაწყებიდან III დღეს ხველა მკვეთრად გაძლიერდა და მიიღო შეტევითი ხასიათი. ობიექტური გამოკვლევისას ყურადღებას იქცევს სუნთქვის გაძნელება, ვიზინგი, ნესტოების ბერვა, გულმკერდის ზომიერი შებერვა. აუსკულტაციით დიფუზურად ისმის მსტვინავი ხასიათის მშრალი ხიხინი. დაისვა ობსტრუქციული ბრონქიტის დიაგნოზი. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რომელი შესაძლოა იყოს სავარაუდო პათოგენი?

134

რომელი პაციენტი საჭიროებს პირველ რიგში დახმარებას, მას ვისაც გამოხატული აქვს:

135

მასტენოზირებელი ლარინგოტრაქეიტის დროს პირველ რიგში რა დახმარებას ვუწევთ პაციენტს

136

საჭიროა თუ არა ასთმური სტატუსის დროს არტერიულ სისხლში გაზების განსაზღვრა?

137

ასთმური სტატუსის დროს ჩვილებსა და მოზრდილებში რა განზავების ადრენალინი გამოიყენება კანქვეშ ინექციისათვის?

138

სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრისას უფრო ხშირად რომელ ბრონქში ხვდება იგი?

139

ბრონქიოლიტის გამომწვევი უხშირესად არის

140

ეპიგლოტიტის დიაგნოზის დასაზუსტებლად რომელი კვლევა ითვლება მნიშვნელოვნად?

განმარტებები